LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
კადრები ცოტაა, იმდენად ცოტა, რომ ფაქტიურად კრიზისია – რას წერს ექიმი არჩილ ჯალაღონია

რისკი ძალიან გაზრდილია – რას წერს ინფექციონისტი შავ ზღვაზე

დაპოსტა 2023/07/06-ში
A A
40k
ნახვა
გაზიარება

ქუთაისელი ექიმი-ინფექციონისტი არჩილ ჯალაღონია ზღვაზე დამსვენებლებისთვის სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.

“ამ ვიდეოს ნახვის შემდეგ გადავწყვიტე, დამედო ეს პოსტი. ვფიქრობ, არ იქნება ურიგო, თუ წაიკითხავთ, რაც დავწერე, რადგან ეს პოსტი, გარდა ფაქტებისა, ზოგადად ქცევის წესია, ვისაც ზღვა გიყვართ, იმათთვის.

თუ ნაპირთან ახლოს, არაღრმა წყალში ცოცხალ დელფინს შეამჩნევთ, არ გაიყვანოთ იგი ზღვაში. ისინი ნაპირზე გამოდიან მძიმე ავადმყოფობის შედეგად, მათ სჭირდებათ სპეციალიზებული ვეტერინარული დახმარება. გააგებინეთ სამაშველო სამსახურს და ისინი გამოიძახებენ სპეციალურ ჯგუფს, ვინც პასუხისმგებელია აღნიშნულ ფაქტზე.

თუ ნაპირზე გამორიყულ მკვდარ დელფინს შეამჩნევთ, ხელით ნუ შეეხებით. მისი სიკვდილის მიზეზი შეიძლება იყოს გადამდები დაავადება. შეატყობინეთ ნაპირის სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს. ასეთ შემთხვევაში საჭიროა სპეციალიზებული სამედიცინო ვეტერინარული ექსპერტიზა.

ეს პანიკას არ უნდა იწვევდეს.

ეს უბრალოდ ქცევის წესებია, რომლებიც ყველამ უნდა იცოდეს, ვისაც წყალთან და ზღვასთან აქვს შეხება.

ყველაზე ხშირად ზღვა პატარა დელფინებს გამორიყავს ხოლმე წარუმატებელი მშობიარობის შემდეგ. ზოგჯერ მსხვერპლი ახალგაზრდა დედა დელფინები არიან, რომლებმაც ვერ მოახერხეს შთამომავლობის გაჩენა და მშობიარობის შედეგად დაიღუპნენ.

დელფინებს, ისევე, როგორც ადამიანებს, ყოველთვის ყველაფერი რიგზე და კარგად არ აქვთ ცხოვრებაში. ისინიც შეიძლება ემსხვერპლონ ასაკს, ტრავმებს, სტიქიას, ციკლონებს და ბუნებრივ კატაკლიზმებს.

დელფინების დაბადება პიკს ივნის-ივლისში აღწევს. განსაკუთრებით საყურადღებოა ის, რომ 6-7 წლის მდედრების უმეტესობა პირველი მშობიარობის წარმატებით დასრულებას ვერ ახერხებს.

მთავარია მოხდეს დაღუპული და გამორიყული წყლის ბინადრების ვეტერინარული მოკვლევა, შემდგომ კი უტილიზაცია წესების შესაბამისად.

რაც შეეხება მთავარს, ამ შემთხვევების სამედიცინო ნაწილს და ინფექციებს, ეს, რა თქმა უნდა, უფრო შემაშფოთებელია და საყურადღებო, რომელიც დაკავშირებულია დელფინების ინფექციური დაავადებით შესაძლო დაინფიცირებასთან. მით უმეტეს, მაშინ, როდესაც არცთუ ისე დიდი ხნის წინ ათასობით ხმელეთის ცხოველი მოხვდა შავ ზღვაში უკრაინაში კახოვსკის კატასტროფის შემდეგ. სხვადასხვა ქვეყანაში (უკრაინა, რუსეთი, ბულგარეთი) აღწერილია ზღვის ბინადართა ჯერ კიდევ ბოლომდე ამოუხსნელი სიკვდილიანობა. მიმდინარეობს კვლევები. უნდა იქნეს გამორიცხული ეპიზოოტიის შემთხვევა. ბიოლოგებს ახსოვთ ეპიზოოტიის შემთხვევა (გადამდები სენის ფართოდ გავრცელება ცხოველთა შორის) 90-იანი წლების დასაწყისში მორბილივირუსით, რომელმაც გაანადგურა ზღვის ძუძუმწოვრების დიდი რაოდენობა დედამიწის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში. ამიტომ ყოველთვის აუცილებელია ჩატარდეს ყველა სახელმწიფოს მიერ მის ტერიტორიებში კვლევა მკვდარი დელფინების შესაძლო დაინფიცირების გამოსავლენად (და არამარტო დელფინების).

მორბილივირუსი, ცნობისთვის, ეს ვირუსი ძალიან ახლოს არის ცხოველის ჭირის ვირუსთან და ადვილად გადაეცემა ერთი სახეობიდან მეორეზე ჰაერწვეთოვანი გზით. ერთ დროს გავრცელდა ჭორები, რომ 90-იანი წლების ეპიზოოტია წარმოიშვა ოკეანეებში ვეტერინარულ კლინიკებში საზღვაო ძუძუმწოვრების დაინფიცირების გამო ავადმყოფი ძაღლებით, სადაც დაჭრილ სელაპებს მკურნალობდნენ. ხშირად მათ გამოჯანმრთელების შემდეგ უშვებდნენ ზღვაში. იყო ვარაუდი, გაეპარათ დაუდიაგნოსტირებელი და ინფიცირებული ზღვის ბინადარი, რამაც შემდგომ გამოიწვია ინფექციის გავრცელება.

მორბილივირუსის გარდა, ზღვაში დელფინებს საფრთხეს უქმნის ათობით სხვა ვირუსი ან ბანალური ჰელმინთებიც.

რისკი ძალიან გაზრდილია, როგორც ზევით დავწერე, უკრაინაში მომხდარი კატასტროფის შემდეგ. ამიტომ გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგი 10 დღეში ერთხელ განხორციელდება. ეს ძალიან კარგია.

თუ გააზიარებთ ამ პოსტს, ძალიან კარგი იქნება, რომ რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა ნახოს ის” – წერს არჩილ ჯალაღონია.

გაზიარება16019

დაკავშირებული -პოსტები

გია ბარამიძე დააკავეს

by მეგა TV
სექტემბერი 11, 2026
0
გია ბარამიძე დააკავეს
მთავარი

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე დააკავეს. საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებმა გიორგი ბარამიძეს ხელბორკილები საკუთარ სახლში დაადეს. დაკავების ამსახველ ვიდეომასალას სოციალურ ქსელში გიორგი ბარამიძის მეუღლე ავრცელებს. უკავშირდება თუ არა გიორგი ბარამიძის...

დაწვრილებითDetails

3 წლის ბავშვი საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულიდან გადმოვარდა

by მეგა TV
სექტემბერი 11, 2026
0
3 წლის ბავშვი საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულიდან გადმოვარდა
მთავარი

მარნეულში რუსთაველის ქუჩაზე, 3 წლის ბავშვი საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულიდან გადმოვარდა - ინფორმაციას მარნეული ნიუსი ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, ბავშვი კლინიკა „ავერსში“ გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე მძიმეა.

დაწვრილებითDetails

ხშირად უნდა მოვწყდეთ ჩვენს მიწიერ მიჯაჭვულობას, საზრუნავებს და აღვაპყროთ ჩვენი გონება ზეცისკენ, წმინდანებისკენ და მათ ვთხოვოთ შეწევნა – შიო III

by მეგა TV
სექტემბერი 11, 2026
0
„მინდა გადმოგცეთ ილია მეორის ლოცვა-კურთხევა …“ – მეუფე შიო
მთავარი

ხშირად უნდა მოვწყდეთ ჩვენს მიწიერ მიჯაჭვულობას, საზრუნავებს და აღვაპყროთ ჩვენი გონება ზეცისკენ, წმინდანებისკენ და მათ ვთხოვოთ შეწევნა, - ამის შესახებ ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა, შიო მესამემ წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის...

დაწვრილებითDetails

კეთილდღეობა რაც უფრო გაიზრდება, დემოგრაფიული გამოწვევებიც გაიზრდება – კეთილდღეობის ზრდასთან ერთად, ადამიანები დაკავებული არიან კარიერით და ოჯახები შვილების გაჩენისგან თავს იკავებენ – შალვა პაპუაშვილი

by მეგა TV
სექტემბერი 11, 2026
0
პაპუაშვილი კეკელიძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს
მთავარი

სამწუხაროდ, ეს სტატისტიკა ასე იქნება - კეთილდღეობა რაც უფრო გაიზრდება, დემოგრაფიული გამოწვევებიც გაიზრდება, - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი “საქსტატის” მონაცემებს, რომლის თანახმად, 2026 წლის იანვარ-ივნისში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ...

დაწვრილებითDetails

ახალი საწყისი – როგორ იმოქმედებს 11 სექტემბრის ახალმთვარეობა ზოდიაქოს თითოეულ ნიშანზე

by მეგა TV
სექტემბერი 11, 2026
0
ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებზეც 24 ივლისის ახალი მთვარე ყველაზე დიდ გავლენას მოახდენს
მთავარი

ასტროლოგი ნინა ხომერიკი 11 სექტემბრის ახალმთვარეობის შესახებ საუბრობს. „11 სექტემბერს ველოდებით ახალმთვარეობას ქალწულის ზოდიაქოში, რომელიც მოხდება მის 18°25′ -ზე, GMT დროით 03:27 -ზე, ხოლო საქართველოს დროით 07:27 საათზე. ასტროლოგიურად, ეს...

დაწვრილებითDetails

მოსამართლე ხუჭუამ ფეისბუკზე დაწერილი კომენტარის გამო მოქალაქის მიმართ წარდგენილი საქმის წარმოება შეწყვიტა

by მეგა TV
სექტემბერი 11, 2026
0
მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა
მთავარი

თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ პრეცედენტული გადაწყვეტილება მიიღო - მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ სოციალურ ქსელში დაწერილი კომენტარის გამო მოქალაქის მიმართ შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ წარდგენილი...

დაწვრილებითDetails

შეიარაღებული თავდასხმა და ორმხრივი სროლა ოზურგეთში

by მეგა TV
სექტემბერი 11, 2026
0
კახეთში დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მანქანა დაეჯახა
მთავარი

შეიარაღებული თავდასხმა და ორმხრივი სროლები იყო ოზურგეთში - "გურიის მოამბის" ინფორმაციით, ორი დღის წინ თავისუფლების (კვირიკეთი-ყოფილი ნესტორ კალანდარიშვილის) ქუჩაზე, დუმბაძეების საცხოვრებელ სახლზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა, რის შედეგადაც მოქალაქე კახა დუმბაძე მსუბუქად...

დაწვრილებითDetails

პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
სექტემბერი 11, 2026
0
დიდ დიღომში, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულებს ბრალი წაუყენეს
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ თბილისში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი არასრულწლოვანის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ასევე არასრულწლოვან პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს...

დაწვრილებითDetails

სად და როგორ ცხოვრობდა იოანე ნათლისმცემლი

by მეგა TV
სექტემბერი 11, 2026
0
იოანე ნათლისმცემლის თავის ქალას უცნობი ისტორია, რომელიც მორწმუნეებმა უნდა იცოდნენ
მთავარი

მართლმადიდებელი ეკლესია 11 სექტემბერს იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღეს აღნიშნავს. იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღეს ეკლესია-მონასტრებში ღვთისმსახურება ტარდება. მორწმუნეები კი ამ დღეს მარხვას იცავენ. იოანე უდიდესი წინასწარმეტყველი გახლდათ. მან ძველი...

დაწვრილებითDetails

მეორად ჩარიცხვასთან დაკავშირებით განახლებული ინფორმაცია ვრცელდება

by მეგა TV
სექტემბერი 11, 2026
0
ჯერ არ გამოსულა და მართლა წერს, გონია – ქუთაისის მარგალიტები ეროვნული გამოცდებიდან
მთავარი

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2026 წლის 14 სექტემბრის 11:00 საათიდან 18 სექტემბრის 18:00 საათამდე აბიტურიენტებს შესაძლებლობა აქვთ, მონაწილეობა მიიღონ ე.წ. მეორადი ჩარიცხვის პროცესში და აირჩიონ მათთვის სასურველი რაოდენობის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"