LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
რისი ყიდვაა შესაძლებელი მინიმალური ხელფასით (+ფოტო)

რისი ყიდვაა შესაძლებელი მინიმალური ხელფასით (+ფოტო)

დაპოსტა 2023/10/03-ში
A A
316
ნახვა
გაზიარება

პური, შაქარი, მარილი, ზეთი, კარტოფილი, ბრინჯი – ეს იმ პროდუქტების ჩამონათვალია, რომლის ყიდვაც საქართველოში მინიმალური ხელფასით, 20 ლარით არის შესაძლებელი.

მინიმალური ხელფასის ოდენობა საქართველოში საბაზრო ურთიერთობათა პირობებში შრომის ანაზღაურების სა­ხელ­მწიფო რეგულირების, დაქირავებულ მუშაკთა სოციალური დაცვის მიზნით და „საქართველოს 1999 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონის შესაბამისად 1999 წელს  20 ლარით განისაზღვრა და მას შემდეგ არ შევლილა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში საარსებო მინიმუმი მიმდინარე წლის აგვისტოში 253.5 ლარით განისაზღვრა, რაც 233.5 ლარით აღემატება საქართველოში არსებულ მინიმალურ ხელფასს.  შესაბამისად 20 ლარით ადამიანი საკუთარი თავის გამოკვებსაც კი ვერ მოახერხებს, არა თუ სხვა მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას. ცნობისთვის, საარსებო მინიმუმი საქართველოში მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე დგინდება.

როგორც სპეციალისტები ამბობენ საარსებო მინიმუმი მსოფლიოში არის ის მინიმუმი, რომელიც აუცილებელია ადამიანისთვის ღისეული ცხოვრებისათვის, საქართველოში კი იგი გათვლილია მხოლოდ ადამიანის არსებობისათვის. მათივე განმარტებით საქართველოში საარსებო მინიმუმის გაანგარიშებისას, მიღებული თანხის 70 % შეადგენს სასურსათო კალათის ღირებულებას, და მხოლოდ 30%-ია სხვა ხარჯებისთვის გამოყოფილი, მაშინ, როცა ევროპული ქვეყნების უმეტესობისთვის საარსებო მინიმუმში სასურსათო კალათას მინიმალური წილი უჭირავს. საქართველოში საარსებო მინიმუმში, არ არის გათვალისწინებული და ცალკე გამოყოფილი, ხარჯები კულტურაზე, განათლებაზე, კომუნალურ გადასახადებზე, მედიცინასა  და  მედიკამენტებზე.

24 წლის შემდეგ, პროფკავშირები კვლავ, უკვე მესამედ ითხოვს დაწესდეს მინიმალური ხელფასის სტანდარტი, საშუალო ხელფასის 40% – 636 ლარი. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის მეორე კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 1 804.5 ლარს შეადგნს, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 17.1 პროცენტით, ანუ 263.2 ლარითაა გაზრდილი. თუ პროფკავშირის ინიციატივა დამტკიცდება ამ მონაცემებით მინიმალური ხელფასი ქვეყანაში უნდა იყოს – 721,8 ლარი.

“საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება 6 ოქტომბერს, 12:00 საათზე, პარლამენტში ღირსეული მინიმალური ხელფასის დაწესების შესახებ ინიციატივას შეიტანს. საკანონმდებლო ორგანოს უკანა შესასვლელთან აქტივისტები შეიკრიბებიან.
საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება ითხოვს დაწესდეს ღირსეული მინიმალური ხელფასის სტანდარტი, საქსტატის მიერ გამოანგარიშებული საშუალო ხელფასის 40%-ის ოდენობით. რაც დღეის მდგომარეობით 636 ლარს შეადგენს.
საქართველოში 636 ლარზე ნაკლები ხელფასი 190,000 ადამიანზე მეტს აქვს. რაც იმას ნიშნავს, რომ ინიციატივის დამტკიცების შემთხვევაში, მინიმუმ ამ ოდენობის ადამიანს გაუუმჯობესდება ყოველდღიური ყოფა.
პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე, ირაკლი პეტრიაშვილი განცხადებას გააკეთებს და ინიციატივას დაარეგისტრირებს.” – ნათქვამია პროფკავშირების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გაზიარება126

დაკავშირებული -პოსტები

ილია II-ს დღეს დაკრძალავენ

by მეგა TV
მარტი 22, 2026
0
“ისე შემხვდა, თითქოს წლებია მიცნობდა” – ირაკლი ჟვანია პატრიარქთან შეხვედრას იხსენებს
მთავარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს დღეს დაკრძალავენ.   დაკრძალვის დღესთან დაკავშირებული სამზადისი სამებაში უკვე რამდენიმე საათია მიმდინარეობს, მათ შორის ეწყობა როგორც...

დაწვრილებითDetails

პატრიარქის ხსოვნის პატივისცემით, საკუთარ თავს მოვუწოდებთ დავიცვათ ის, რასაც თავად ასე ერთგულად იცავდა – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
მარტი 21, 2026
0
” სადაც არის საბოტაჟის სავარაუდო ნიშნები, ყველგან საჭიროა გამოძიება” – ირაკლი კობახიძე
მთავარი

პატრიარქის ხსოვნის პატივისცემით, საკუთარ თავს მოვუწოდებთ დავიცვათ ის, რასაც თავად ასე ერთგულად იცავდა - ჩვენი ქვეყნის ეროვნული და რელიგიური იდენტობა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბუდაპეშტში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას...

დაწვრილებითDetails

შსს განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
მარტი 21, 2026
0
შინაგან საქმეთა მინისტრმა საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ბრძანება გამოსცა
მთავარი

საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვასთან დაკავშირებით, 22 მარტს თბილისის მასშტაბით ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდება. შეზღუდვები შეეხება, როგორც კერძო ავტომობილებს, ასევე, მუნიციპალურ ტრანსპორტს. 22 მარტს, 02:00 საათიდან დაკრძალვის ცერემონიის...

დაწვრილებითDetails

აღმოჩნდნენ ისეთი ადამიანებიც…-მეუფე საბა

by თამარა ქავთარაძე
მარტი 21, 2026
0
აღმოჩნდნენ ისეთი ადამიანებიც…-მეუფე საბა
მთავარი

ამ ტკივილიან და მწუხარე დღეებში აღმოჩნდნენ ისეთი ადამიანებიც, სამღვდელო პირი თუ ღვთისგან განდგომილი ადამიანები, რომლებმაც ნიშნის მოგებით თქვეს: „აბა, სად არის პატრიარქის ის პირობა, როდესაც მან ბრძანა,- მე უფალი მაშინ წამიყვანს...

დაწვრილებითDetails

რა უნდა იცოდეთ პატრიარქის დაკრძალვის დღესთან დაკავშირებით

by თამარა ქავთარაძე
მარტი 21, 2026
0
ამონარიდები საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ქადაგებებიდან
მთავარი

ინფორმაცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის დაკრძალვის ცერემონიასთან დაკავშირებით ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი დაიკეტება 22 მარტს, 02:00 საათიდან 08:00 საათამდე, რათა მოწესრიგდეს და მომზადდეს წირვისა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა...

დაწვრილებითDetails

21 მარტს ქართული ჟურნალისტიკის დღე აღინიშნება

by თამარა ქავთარაძე
მარტი 21, 2026
0
21 მარტს ქართული ჟურნალისტიკის დღე აღინიშნება
მთავარი

საქართველოში 21 მარტი ქართული ჟურნალისტიკის დღედ აღინიშნება - პროფესიული თარიღი, რომელიც მედიის როლს, პასუხისმგებლობასა და განვითარებას უსვამს ხაზს. ეს დღე უკავშირდება პირველი ქართული გაზეთის - საქართველოს გაზეთი  გამოცემას, რომელიც 1819...

დაწვრილებითDetails

21 მარტს მსოფლიოში დაუნის სინდრომის დღე აღინიშნება

by თამარა ქავთარაძე
მარტი 21, 2026
0
21 მარტს მსოფლიოში დაუნის სინდრომის დღე აღინიშნება
მთავარი

„ერთად მარტოობის წინააღმდეგ“ - ამ სლოგანით აღინიშნება 2026 წელს, დაუნის სინდრომის დღე. სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ყოველი წლის 21 მარტს მსოფლიოში დაუნის სინდრომის დღე აღინიშნება, რომელიც დაუნის სინდრომის მქონე პირთა უფლებების...

დაწვრილებითDetails

სინოდის პირველივე სხდომაზე უნდა დადგეს მისი წმინდანად შერაცხვის საკითხი- მეუფე ნიკოლოზი

by თამარა ქავთარაძე
მარტი 21, 2026
0
სინოდის პირველივე სხდომაზე უნდა დადგეს მისი წმინდანად შერაცხვის საკითხი- მეუფე ნიკოლოზი
მთავარი

“მე ვფიქრობ, რომ სინოდის პირველივე სხდომაზე უნდა დადგეს მისი წმინდანად შერაცხვის საკითხი, მე პირადად ამის მომხრე ვარ… ” – ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტმა, ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა....

დაწვრილებითDetails

მეწყერის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად ფონდი შეიქმნა

by თამარა ქავთარაძე
მარტი 21, 2026
0
სტიქია სოფელ კურსებში – ფოტორეპორტაჟი
მთავარი

მეწყერის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად ფონდი შეიქმნა- ამის შესახებ მარიამ ბეროძე წერს. "ადამიანებმა დაკარგეს საცხოვრებელი სახლები, მიწები, მამა-პაპის საფლავები… მიწამ ჩაყლაპა წლების ნაშრომი და ჯერ კიდევ ბუნდოვანია, წინ რა გველოდება."-...

დაწვრილებითDetails

ირაკლი კობახიძე ვიზიტით უნგრეთში იმყოფება

by მეგა TV
მარტი 21, 2026
0
ირაკლი კობახიძე ვიზიტით უნგრეთში იმყოფება
მთავარი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა. უნგრეთის პრემიერმა საქართველოს მთავრობის მეთაურს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის გარდაცვალება მიუსამძიმრა და ამ მძიმე წუთებში ბუდაპეშტში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე ირაკლი კობახიძემ...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"