LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
რისი პროცესია შეჩერებული?ცოტა ხანი შევჩერდებით და მომავალი წლიდან გავაგრძელებთ – ბექა დავითულიანი

რისი პროცესია შეჩერებული?ცოტა ხანი შევჩერდებით და მომავალი წლიდან გავაგრძელებთ – ბექა დავითულიანი

დაპოსტა 2024/07/09-ში
A A
5
ნახვა
გაზიარება

როდესაც დიდი გაფართოების ტალღა რეალური გახდება, საქართველო ნამდვილად იქნება მისი ნაწილი – რისი პროცესია შეჩერებული? სხვასთან რა პროცესი აქვთ, მოლაპარაკებების გახსნაზე ელაპარაკებიან, ხომ? არა უშავს, ცოტა ხანი შევჩერდებით და მომავალი წლიდან გავაგრძელებთ,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ბექა დავითულიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოში ევროკავშირის ელჩის განცხადებას, რომ „ამ დროისთვის, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება შეჩერებულია“.

დავითულიანის თქმით, მსოფლიოში პოლიტიკაში მიმდინარე პროცესების დასრულების შემდეგ „კონფიგურაცია ცხადი იქნება“.

„საქართველო დიდი გაფართოების ტალღის ნაწილი იქნება. სამწუხაროდ, ამ წუთას დიდი გაფართოების ტალღა არ ჩანს. როდესაც ეს ტალღა რეალური გახდება, საქართველო ნამდვილად იქნება მისი ნაწილი, დედამიწაზე, მსოფლიო პოლიტიკაში ბევრი რამ ხდება და ამ ყველაფრის დასრულების შემდეგ კონფიგურაცია ცხადი იქნება. იმედი მაქვს, ყველა ამას დროულად გააცნობიერებს და შეძლებენ, ამ რაღაც დროებით ვნებებსა და ემოციებს მოერიონ და პრაგმატულად იაზროვნონ. რისი პროცესია შეჩერებული? რაში გამოიხატება? სხვასთან რა პროცესი აქვთ, მოლაპარაკებების გახსნაზე ელაპარაკებიან, ხომ? არა უშავს, ცოტა ხანი შევჩერდებით და მომავალი წლიდან გავაგრძელებთ“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

რაც შეეხება ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის სამხედრო დაფინანსების შეჩერებას, დავითულიანი ამბობს, რომ ამით ამით არა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლება, არამედ დასავლეთის ინტერესებიც ზიანდება.

„მთელი უკანასკნელი წლებია, საქართველო ცდილობს ერთდროულად დაიცვას საკუთარი ინტერესები და განაგრძოს წინსვლა ევროკავშირის მიმართულებით, ზოგადად, დასავლური ინსტიტუტების მიმართულებით. სამწუხაროდ, ვიღაცები ცდილობენ, რომ ეს ასე არ მოხდეს და საქართველოს მხრიდან თავისი ინტერესების დაცვა პირდაპირპროპორციულად ასახონ დასავლურ ინსტიტუტებთან ურთიერთობების გაღრმავების შეფერხებაში. ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს. სამწუხაროა, რომ თავდაცვის ბიუჯეტს აკლებენ და ამ თანხების სამოქალაქო სექტორში გადასროლა სურთ და საბაბად სახელდება ის კანონი, რომელიც იქნა მიღებული. თუმცა ეს ამ გადაწყვეტილებას ვერ შეცვლის.

თუ ვინმე ფიქრობს, რომ ამით მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებას აზიანებს, ეს ტყუილია. ამით აზიანებს არა მარტო საქართველოს ხელისუფლებას, არამედ თავის, დასავლეთის ინტერესებს, რომლისთვისაც საქართველო არის მნიშვნელოვანი წერტილი გეოპოლიტიკურ რუკაზე. ამას რაც მალე გააცნობიერებენ, მით უკეთესი. მე დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან გააცნობიერებენ“,- განაცხადა ბექა დავითულიანმა.

გაზიარება2

დაკავშირებული -პოსტები

საქართველოში რუსულენოვანი მოსახლეობის რაოდენობა 18.6%-ით გაიზარდა

by მეგა TV
ივლისი 6, 2026
0
საქართველოში 219 700 უმუშევარია – საქსტატი
მთავარი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 2024 წელს ჩატარებული მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მონაცემების თანახმად, საქართველოში რუსულენოვანი მოსახლეობის რაოდენობა 18.6%-ით გაიზარდა და 54 460 კაცი შეადგინა. 2014 წლის აღწერის მდგომარეობით, ეს მაჩვენებელი 45...

დაწვრილებითDetails

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
ივლისი 6, 2026
0
სამი დღის განმავლობაში ტემპერატურა 16 გრადუსამდე მოიმატებს
მთავარი

მეტეოროლოგი, კობა ფარტენაძე უახლოესი დღეების ამინდის შესახებ ახალ პროგნოზს ავრცელებს. მისი ინფორმაციით, საქართველოში დღის ძირითადი ნაწილი უმეტესად უნალექო იქნება, თუმცა მაღალი ტემპერატურის ფონზე, საღამოსა და ღამის საათებში, ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში...

დაწვრილებითDetails

ადგილები ზღვაზე, სადაც ბანაობა აკრძალულია

by მეგა TV
ივლისი 6, 2026
0
ბათუმში ზღვამ ცხედარი გამორიყა
მთავარი

აჭარაში, ზღვის სანაპირო ზოლში არის გარკვეული ადგილები, სადაც ზღვაში ბანაობა აკრძალულია. ბანაობა აკრძალულია: სარფში, ზღვაში არსებული კლდის მიმდებარედ; სარფში, წმ. ანდრია პირველწოდებულის ჩანჩქერის მოპირდაპირე ზღვის სანაპირო ზოლში; ქვარიათის სანაპირო ზოლის...

დაწვრილებითDetails

ალექსანდრე წივწივაძე მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გახდა

by მეგა TV
ივლისი 6, 2026
0
ალექსანდრე წივწივაძე მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გახდა
მთავარი

კანადის ქალაქ ჰალიფაქსში იუნიორებსა და 23-წლამდელებს შორის კანოეთი ასპარეზობის მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს. ალექსანდრე წივწივაძემ 200-მეტრიანი დისტანცია 41,57 წამში დაფარა და ვიცე-ჩემპიონი გახდა. ტურნირში მსოფლიოს 60 ქვეყნის 700-მდე სპორტსმენი მონაწილეობს. ინფორმაციას...

დაწვრილებითDetails

გაზის აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაშავდა – როგორია მათი მდგომარეობა

by მეგა TV
ივლისი 6, 2026
0
ჯანდაცვის სამინისტრომ კლინიკა “საროველი” საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან ჩახსნა
მთავარი

ახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ოთხი ადამიანი თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს. ოთხივე პაციენტს დამწვრობა კიდურებზე აქვთ. ცნობისთვის, შემთხვევა დღეს, 5 ივლისს დილის საათებში მოხდა, სავარაუდოდ სახლში გაზმა...

დაწვრილებითDetails

როგორ ნაწილდება საგნების სწავლება სკოლებში

by მეგა TV
ივლისი 6, 2026
0
ცნობილია 2025-2026 სასწავლო წლის კალენდარი – როდის იქნება არდადეგები და დასვენებები?
მთავარი

2026 -2027 სასწავლო წელს, მოსწავლეები გარკვეულ საგნებს ახალი საათობრივი ბადით ისწავლიან. შესაბამისი საათობრივი ბადე სკოლებს უკვე დაეგზავნათ, თუმცა ის ოფიციალურად ჯერ არ დამტკიცებულა. დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, წინა წლებისგან განსხვავებით, ნაცვლად მე-8...

დაწვრილებითDetails

ვერ ვსუნთქაო და თავში ხელები მოიჭირაო – 8 წლის მოზარდი გარდაიცვალა

by მეგა TV
ივლისი 6, 2026
0
ვერ ვსუნთქაო და თავში ხელები მოიჭირაო – 8 წლის მოზარდი გარდაიცვალა
მთავარი

სოციალურ ქსელში ავთო თავართქილაძე უმძიმეს წერილს აქვეყნებს, რომელშიც მისი 8 წლის შვილიშვილის ათუკას გარდაცვალების ისტორიას იხსენებს. მისი თქმით, ბავშვი სკოლაში შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ექიმებმა თავის ტვინში...

დაწვრილებითDetails

გორში არალეგალური საკონსერვო საწარმო გამოვლინდა

by მეგა TV
ივლისი 6, 2026
0
გორში არალეგალური საკონსერვო საწარმო გამოვლინდა
მთავარი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გორში არალეგალური საკონსერვო საწარმო გამოავლინა"სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, არაგეგმური ინსპექტირებისას ინდივიდუალური მეწარმე თ. მ-ის (მისამართი: გორი, კომბინატის დასახლება) არალეგალურ საკონსერვო საწარმოში...

დაწვრილებითDetails

იმერეთში უკანონო ტყითსარგებლობის 124 ფაქტი გამოვლინდა

by მეგა TV
ივლისი 6, 2026
0
სახელმწიფო ტყის თვითნებურად დაკავების ფაქტი გამოვლინდა
მთავარი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, 2026 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით, უკანონო ტყითსარგებლობის 946 ფაქტი გამოავლინეს. მათგან 110 სისხლის სამართლის...

დაწვრილებითDetails

ოკეანეში ტემპერატურამ რეკორდულად მოიმატა

by მეგა TV
ივლისი 6, 2026
0
შავი ზღვა მკვდარია, ის ადამიანისთვის საშიშ ბაქტერიას შეიცავს – BBC
მთავარი

ევროკავშირის სადამკვირვებლო პროგრამის, Copernicus Marine Service-ის (CMS) მონაცემებით, გასულ თვეში მსოფლიო ოკეანის ზედაპირის საშუალო ტემპერატურამ +20,98°C შეადგინა. ივნისის წინა რეკორდი 2024 წელს დაფიქსირდა და +20,89 გრადუსს შეადგენდა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"