ქუთაისის სასამართლომ რიონის ხეობის მცველ ირაკლი მუკბანიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება ამ წუთებში გახდა ცნობილი.
ირაკლი მუკბანიანი პოლიციამ სოფლის სასაფლაოზე სპეცოპერაციის შედეგად დააკავა. ცნობილია, რომ დაკავების პროცესში ორი პირი დაიჭრა.
მუკბანიანის ადვოკატი სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და ამბობს, რომ მისი პატიმრობის არანაირი საფუძველი არ არსებობდა.










