რიონის ხეობის მცველები “ენკას” ოფისთან მიდიან – მსვლელობა ამ წუთებში გუმათ ჰესიდან იწყება, სადაც ცოტა ხნის წინ დაპირისპირება მოხდა.
ვარლამ გოლეთიანი თქმით ისინი ენკას მოუწოდებენ რიონის ხეობა დატოვონ.
პოლიცია აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წავიდა, რამაც ხეობაში ვითარება დაიძაბა. გუმათთან პოლიციის უპრეცედენტო რაოდენობაა მობილიზებული და რიონის ხეობის მცველებს გზას უკეტავს.
ნამოხვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა დღეს აქცია 16 საათისთვის დაგეგმეს, მას შემდეგ რაც სამართალდამცველებმა გუშინ ნამოხვანში მათი კარვები დაარბიეს და დაშალეს.










