სოფელ ნამოხვანში გაუჩინარებული მამაკაცის საძიებო-სამაშველო ღონისძიებების ფარგლებში გუმათჰესების კასკადისა და რიონჰესის სათავე ნაგებობის საგუბარებს დღეს წყლისგან დაცლიან. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, წყლისგან დაცლა 7 მაისის 08:00 საათიდან 9 მაისის 18:00 საათამდე იგეგმება.
უწყება ადგილობრივ მოსახლეობას მოუწოდებს მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინოს.
შეგახსენებთ, რომ რიონში გაუჩინარებული კაცის სამძებრო სამუშაოები 10 აპრილიდან მიმდინარეობს. შსს-მ მომხდარზე გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო. 27 წლის ნიკა ანთიძე ნამახვანეჰსის საწინააღმდეგო პროტესტის მონაწილე იყო.










