რიკოთის საავტომობილო გზის სამშენებლო უბანზე უბისასთან, ობიექტის კონსტრუქცია ჩამოინგრა. შედეგად, სამი მუშა დაშავდა. შემთხვევა დღეს მოხდა. ადგილზე სამუშაოებს ჩინური კომპანია აწარმოებს. პროფკავშირების თავმჯდომით თქმით, შემთხვევა უსაფრთხოების ნორმების დარღვევამ გამოიწვია.
“ობიექტის ჩამონგრევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა. ორი მათგანი მოვინახულეთ. ისინი შედარებით მსუბუქად არიან დაშავებული. მესამეს მდგომარეობა მძიმეა. შრომის უსაფრთხოების კუთხით კომპანიისთვის ბევრი რეკომენდაცია გვქონდა გაცემული. კომპანია მზადყოფნას გამოთქვამს, რომ სამედიცინო ხარჯები დაფაროს და დაშავებულებს კომპენსაცია გადაუხადოს,”-აცხადებს ვიტალი გიორგაძე.