ფორბსმა“ მილიარდერი ქალების სია გამოაქვეყნა, ჩამონათვალში განთავსდნენ ქალები, რომლებმაც ქონება საკუთარი შრომით დააგროვეს. აღსანიშნავია, რომ სიაში 21-ე ადგილს 34 წლის რიანა იკავებს, ის ასაკის მიხედვით ყველაზე ახალგაზრდა ქალია, რომელმაც ქონება საკუთარი ძალებით დააგროვა.
არტისტის ქონება ამ ეტაპზე 1,4 მილიარდი დოლარია და მისი ძირითადი შემოსავლის წყარო კოსმეტიკური ხაზი, Fenty Beauty და თეთრეულის ბრენდი Savage x Fenty-ია.









