
როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ რიანას მშობლიურმა ბარბადოსმა „ეროვნული გმირის“ წოდება მიანიჭა. ჯილდოს მისაღებად მისული 33 წლის ვარსკვლავის იმიჯი მალევე მოექცა ყურადღების ქვეშ, მას „ბოტეგა ვენეტას“ ნარინჯისფერი კაბა ამშვენებდა და საოცრად გამოიყურებოდა. მისი წამოზრდილი მუცლის არ შემჩნევა შეუძლებელი იყო. უცხოური გამოცემები აქტიურად წერენ, რომ ბარბადოსელი ლამაზმანი ორსულადაა და ის ბავშვს Asap Rocky-სგან ელოდება.










