
რიანამ თავისი სამშობლოსგან უმაღლესი ჯილდო მიიღო. ბარბადოსის გაერთიანებული სამეფოსგან გამოყოფისა და რესპუბლიკად წოდების აღსანიშნავ ცერემონიაზე ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მია მოტელიმ ბრენდ The Fenty-ს 33 წლის დამფუძნებელს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა. ბარბადოსის ეროვნული გმირის წოდებას სულ 11 ადამიანი ატარებს, რიანა მხოლოდ მეორე ქალია, ვისაც ეს პატივი ერგო.










