დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, თქმით, მოსალოდნელია ლეტალობის მაჩვენებლის ზრდა.
ამირან გამყრელიძის თქმით, საავადმყოფოებში მოთავსებულები, განსაკუთრებით კი რეანიმაციაში მყოფთა უმრავლესობა არის აუცრელი.
“რთულია სიკვდილიანობაზე საუბარი, მაგრამ სამწუხაროდ გვექნება ლეტალობის ზრდა, რადგან 1 500-ზე მეტი მძიმე ავადმყოფია სამედიცინო დაწესებულებებში და 300-ზე მეტი ადამიანია ხელოვნურ ვენტილაციაზე.
მარათონმა გარკვეული შედეგი მოიტანა, 3500-ზე მეტი ადამიანი აიცრა. მოიტანა ისიც, რომ გარკვეულად ოდნავ უნდობლობის ყინული გალღვა სოფლის მოსახლეობაში. ახლა იგეგმება მარათონის ოდნავი სახეცვლილება.
უფრო მასშტაბური ღონისძიებები ჩატარდება 10 დიდ ქალაქში, ასევე განსაკუთრებული ყურადღება იქნება სამ რეგიონზე, სადაც 60 %-ანი მოცვის ნიშნულთან ახლოს ვართ – ეს არის თბილისი, აჭარა და რაჭა-ლეჩხუმი.
ასევე იქნება ორი მუნიციპალიტეტი შერჩეული, სადაც გვინდა, რომ სწრაფად ავიდეთ 60 %-ზე, ეს არის ოზურგეთი და გურჯაანი. აქ იქნება უფრო აქტიური საკომუნიკაციო კამპანია”, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.










