LIVE TV
კვირა, ნოემბერი 29, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

რეკომენდაციები სასწავლო პროცესის გადავადებასთან დაკავშირებით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისათვისს

დაპოსტა 2020/03/19-ში
153
ნახვა
გაზიარება

სასწავლო პროცესის გადავადებასთან დაკავშირებით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს ეძლევათ შემდეგი რეკომენდაციები:

1. უზრუნველყონ სასკოლო თემის შესაძლებლობის ფარგლებში ხელმისაწვდომი დისტანციური კომუნიკაციის არხების გამოყენება მოსწავლეებისთვის საგანმანათლებლო-შემეცნებითი რესურსების მიწოდების მიზნით;

2. უზრუნველყონ მშობლებთან საკომუნიკაციო არხების გამართვა მოსწავლეებისათვის საგანმანათლებლო-შემეცნებითი რესურსების მიწოდებისა და არდადეგების პერიოდში მოსწავლეთა დამოუკიდებელი სწავლების მხარდაჭერის მიზნით.

აღნიშნული მიზნების განსახორციელებლად რეკომენდებულია:

1. მასწავლებლებმა, ინდივიდუალური საჭიროებიდან გამომდინარე, მოსწავლეებისთვის მოამზადონ და მიაწოდონ შესაბამისი მასალები როგორც საგნობრივ ჭრილში, ასევე გამჭოლი კომპეტენციების გასავითარებლად, მაგალითად:

  • საკითხავი ლიტერატურა;
  • შემეცნებითი აქტივობები;
  • კვლევითი პროექტები;
  • ონლაინ პლატფორმები/ელ. მასალები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • თემატური დავალებები და სხვა.

2. სკოლის ადგილობრივი კონტექსტიდან გამომდინარე, გაიმართოს საკომუნიკაციო ქსელები კლასების დამრიგებლებს, ცალკეულ მასწავლებლებსა და კათედრების ხელმძღვანელებს შორის. მასწავლებლებმა ააწყონ კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმა მოსწავლეებთან.

ამ პროცესში შესაძლებელია გამოყენებულ იქნას Microsoft office 365-ის პროდუქტები, რომელიც ხელმისაწვდომია ყველა საჯარო სკოლის წარმომადგენლისთვის (ადმინისტრაციისთვის, მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის). ამ მიზნით სკოლის წარმომადგენელი უნდა შევიდეს ვებგვერდზე https://email.mes.gov.ge/ და გაეცნოს/მიჰყვეს ინსტრუქციებს. ტექნიკური პრობლემის არსებობის შემთხვევაში მასწავლებეს შეუძლია მიმართოს სკოლის ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მასწავლებელს ან/და სკოლის ინფორმაციულ მენეგერს ასეთის არსებობის შემთხვევაში. დამატებით, ინსტრუქციების ბეჭდური სახით მასწავლებლებს შეუძლიათ მიმართონ რესურს ცენტრებს ან/და სკოლის ადმინისტრაციას.

3. მშობლებისთვის შესაბამისი რეკომენდაციების მიწოდებისთვის გამოიყენონ ყველა არსებული საკომუნიკაციო ფორმა, მაგალითად:

  • სოციალური ქსელი;
  • ვიდეოზარები;
  • სატელეფონო კომუნიკაცია;
  • ელექტრონული ფოსტა და სხვა.

4. იმ შემთხვევაში, თუ სასკოლო საზოგადოებაში არსებობს გარკვეული გამოწვევები, რომლებიც ხელს უშლის ზემოაღნიშნული რეკომენდაციების შესრულებას, გთხოვთ შეავსოთ კითხვარი შემდეგ ბმულზე.

აღსანიშნავია, რომ პერიოდულად განახლდება უფასო რესურსების ჩამონათვალი საგანმანათლებლო პორტალზე el.ge. ამასთანავე გაზიარდება ყველა ის ინიცირებული პროექტი, რომლებიც ხელმისაწვდომი იქნება როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე მასწავლებლებისთვის.

სკოლების სურვილის შემთხვევაში, სამინისტრო მზადაა განიხილოს შემოთავაზებები ან უკვე არსებული გამოცდილება, ინდივიდუალური პრაქტიკის სხვა სკოლებთან გაზიარების მიზნით.

აქვე გაცნობებთ, რომ სწავლის განახლების პერიოდისთვის სკოლებს მიეწოდება შესაბამისი ინსტრუქციები, სასკოლო სასწავლო გეგმის იმგვარად მოდიფიკაციის შესახებ, რომ მიღწეულ იქნეს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მიზნები.

მნიშვნელოვანია, რომ დაგეგმვის პროცესში თითოეულმა სკოლამ, მასწავლებელმა/დამრიგებელმა გაითვალისწინოს მოსწავლეთა და მათი ოჯახის წევრების სოციალური მდგომარეობა, ელექტრონულ მოწყობილობებსა და ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა და შესაბამისად შეარჩიოს ალტერნატიული საკომუნიკაციო ფორმა.

ასევე თითოეულმა მასწავლებელმა მოსწავლის ოჯახის ინდივიდუალური კონტექსტიდან გამომდინარე მოსწავლეს შეურჩიოს კლასგარეშე საკითხავი მასალა, ასეთის არ არსებობის შემთხვევაშ გამოიყენოს სკოლის ბიბლიოთეკა. ბიბლიოთეკაში შერჩეული მასალა სკოლის ადმინისტრაციამ მოსწავლეს მიაწოდოს ისეთი გზით, რომელიც შეთანხმებული იქნება მშობელთან.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს ეტაპობრივად მიეწოდებათ ყველა ის სიახლე, რომლებსაც ყოველდღიურად ამუშავებს სამინისტროს გუნდი.

რეკომენდებული რესურსები:

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (EMIS) და კომპანია Microsoft რეკომენდაციას უწევენ წარმოდგენილ პლატფორმებს/ხელსაწყოებს, რომლებიც შექმნილია მოსწავლეებისა და მასწავლებლების უსაფრთხო და ეფექტიანი კომუნიკაციისთვის, რაც მასწავლებლების გადამზადების, გაკვეთილის დისტანციურ რეჟიმში წარმართვისა და ელექტრონული სწავლების დანერგვის საშუალებას იძლევა. EMIS-ის მიერ დანერგილმა სისტემებმა შესაძლებლობა მოგვცა საქართველოში არსებულ 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის შექმნილიყო პირადი მომხმარებლის პროფილი, რომელზეც უსაფრთხოების მაღალი ხარისხის მისაღწევად დაწესებულია გარკვეული შეზღუდვები, ასევე შექმნილია გზამკვლევები და პროგრამების წარმატებით გამოყენების მაგალითები. ეს საშუალებას მისცემს როგორც მასწავლებელს, ისე მოსწავლეს, მარტივად დაეუფლოს და სრულად გამოიყენოს Office 365-ის პროგრამები.

მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციისთვის ცალკე შექმნილია 55 000-ზე მეტი მომხმარებლის პროფილი, რომელიც მოსწავლეებისათვის ინდივიდუალურად/ჯგუფურად საგაკვეთილო პროცესის დისტანციურად ორგანიზების საშუალებას იძლევა.

მაიკროსოფტის პროდუქტები:

1. Teams – პროგრამა, რომელიც აერთიანებს მიმოწერას, შეხვედრებს, ფაილების გაცვლის სერვისებსა და სხვა აპლიკაციებს, საშუალებას იძლევა მოვაწყოთ ვირტუალური საკლასო ოთახები, გვქონდეს ეფექტური კომუნიკაცია სკოლებთან და ჩავატაროთ ლაივ ინტერაქტიული გაკვეთილები. Teams-შივეა ინტეგრირებული OneNote Class Notebook, რომელიც საშუალებას იძლევა ეფექტურად მოვამზადოთ დავალებები.

2. OneNote Class Notebooks – იძლევა საშუალებას, მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ჰქონდეთ პირადი სამუშაო სივრცე, სადაც შესაძლებელია დავალებებისა და დამატებითი სასწავლო რესურსების ატვირთვა

3. OneNote 

4. Forms – მასწავლებლებს შესაძლებლობა ეძლევათ, პროგრამა form-ში შექმნან მოსწავლეების ტესტირებისთვის დახურული და ღია ტიპის კითხვები.

5. WhiteBoard – ციფრული საკლასო დაფა.

6. OneDrive – თითოეულ მომხმარებელს აქვს 5 ტბ + სივრცე ფაილების ატვირთვისა და გაზიარებისთვის.

7. Sway – ონლაინ პრეზენტაციების მოსამზადებელი ხელსაწყო, რომელიც საშუალებას გაძლევს მონაცემების ატვირთვის შემთხვევაში თავად შეგიქმნას გარკვეული ინტერაქციული ვიზუალები.

8. Power Point – პროგრამა, რომლის საშუალებითაც შეგვიძლია შევქმნათ სხვადასხვა სახის პრეზენტაციები.

9. Calendar – პლატფორმა, რომელიც საშუალებას გვაძლევს, სკოლის ადმინისტრაციამ და მასწავლებელმა გაუზიაროს დაგეგმილი აქტივობების შესახებ ინფორმაცია როგორც მოსწავლეს, ისე მშობელს.

არდადეგების პერიოდში, არაფორმალური განათლების ჭრილში მასწავლებელს შესაძლებლობა აქვს, გამოიყენოს როგორც Microsoft Office 365-ის პროდუქტები, ისე:

1. EL.GE – ელექტრონული საგანმანათლებლო რესურსი, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ შექმნილ საგანმანათლებლო რესურსებს.

2. ვსწავლობთ თამაშით – ციფრული საგანმანათლებლო რესურსი ,,ვსწავლობთ თამაშით” გამიზნულია დაწყებითი საფეხურის I-IV კლასების მოსწავლეებისთვის. რესურსის გამოყენება შესაძლებელია ფორმალური და არაფორმალური განათლების მიზნებისთვის – სკოლაში, ოჯახში, ბავშვთა დღის ცენტრში და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

რესურსის გამოყენება ხელს შეუწყობს ბავშვებში ისეთი კომპეტენციების განვითარებას, როგორებიცაა: შემოქმედებითობა, პრობლემის გადაჭრა, კრიტიკული აზროვნება, ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება, კომუნიკაცია და თანამშრომლობა. ციფრულ რესურსს საგანმანათლებლო დანიშნულება აქვს. იგი ეფექტურად შეიძლება იქნეს გამოყენებული ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკის, ბუნებისმეტყველების, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნებისა და მუსიკის როგორც დამოუკიდებელი, ასევე ინტეგრირებული სწავლა – სწავლების პროცესში.

3. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ შექმნილი ელ. საგანმანათლებლო რესურსი, რომელიც შექმნილია ბუნებისმეტყველებასა და სახვითი და გამოყენებით ხელოვნების მიმართულებით სასწავლო პროცესში გამოყენების მიზნით (საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში).

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აგრძელებს დისტანციური სწავლებისთვის სხვადასხვა მიმართულებით სისტემის განვითარებას, კერძოდ:

  • სატელევიზიო ბადის გამოყენებას;
  • სინქრონული დისტანციური სწავლების პლატფორმების განვითარებას;
  • პორტალ EL.GE-ზე დამატებითი საგანმანათლებლო, განმავითარებელი და მეთოდოლოგიური რესურსების შემუშავებასა და განთავსებას;
  • ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის გარკვეული რესურსების ადაპტირებას;
  • მასწავლებლებისთვის დამხმარე რესურსების შექმნასა და გაზიარებას.
თეგები: რეკომენდაციასკოლა
გაზიარება62

დაკავშირებული -პოსტები

ცნობილია ქობულეთში გარდაცვლილი პოლიციელის ვინაობა

ნოემბერი 28, 2026
0
მთავარი

ქობულეთში, პოლიციელი გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევა სოფელ მუხაესტატეში მოხდა. 25 წლამდე კაცი კრიმინალურ პოლიციაში იყო დასაქმებული. მეგა tv-ს ინფორმაციით დაღუპული ახალგაზრდა გიგა მესხიძეა. ახლობლები სოციალურ ქსელში სამძიმრის პოსტებს ავრცელებენ : გიგა...

დაწვრილებითDetails

” პუტინის მიზანი ჩვენი სრული განადგურებაა” – ვოლოდიმირ ზელენსკი

ნოემბერი 28, 2026
0
მთავარი

პუტინის მიზანი ჩვენი სრული განადგურებაა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა. „თავიდანვე, მისი მიზანი ჩვენი ოკუპაცია იყო. კითხვა იმაში მდგომარეობს, თუ როგორ შევაჩეროთ პუტინი. ცოტათი მაინც...

დაწვრილებითDetails

“სამართლიანობასა და პასუხისგებას მოვითხოვთ” – პოლონელი ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა

ნოემბერი 28, 2026
0
მთავარი

თავისუფლების, დემოკრატიისა და ევროპისთვის ბრძოლაში საქართველოს მოქალაქეების გვერდით ვდგავარ, - ამის შესახებ პოლონელი ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა სოციალურ ქსელში წერს. კშიშტოფ ბრეიზას განცხადებით, დღეს „სიმამაცის, სიმტკიცისა და საქართველოს ევროპული მომავლისთვის ურყევი...

დაწვრილებითDetails

“აღარ არის ლაპარაკის დრო, ახლა მოქმედების დროა ” – ლაშა ფარულავა

ნოემბერი 28, 2026
0
მთავარი

ბიძინა ივანიშვილმა დაპირისპირება დაიწყო ჩვენს სასულიერო პირებთან, ეკლესიასთან, რადგან ეს ქვეყანა უნდა, რომ კაზინოდ და ტოტალიზატორად აქციოს და ფსონის სახით დადოს ჩვენი მომავალი, ამიტომ ჩვენ მას დღეს უარი უნდა ვუთხრათ,...

დაწვრილებითDetails

მიტროპოლიტი აბრაამი საქართველოში ჩამოასვენეს

ნოემბერი 28, 2026
0
მთავარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრი, დასავლეთ ევროპის ეპარქიის მმართველი, მიტროპოლიტი აბრაამი (გარმელია) თბილისში ჩამოასვენეს. ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. მიტროპოლიტ აბრაამს 15:00 საათზე სიონის საპატრიარქო ტაძარში...

დაწვრილებითDetails

ქობულეთში პოლიციელი გარდაცვლილი იპოვეს

ნოემბერი 28, 2026
0
მთავარი

ქობულეთში პოლიციელი გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას „აჭარა თაიმსი“ ავრცელებს და წერს, რომ 25 წლამდე კაცი კრიმინალურ პოლიციაში იყო დასაქმებული. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით...

დაწვრილებითDetails

პროკურატურა ინფომარაციას ავრცელებს

ნოემბერი 28, 2026
0
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება ახლდა, ერთი პირი დააკავა. როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ბრალდებული სახელმწიფოს კუთვნილ მიწაზე მოწყობილ 11 248 კვ.მ....

დაწვრილებითDetails

დღეს შობის მარხვა დაიწყო

ნოემბერი 28, 2026
0
მთავარი

2026–2027 წლების შობის მარხვა 28 ნოემბერს დაიწყება და 6 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. 40-დღიანი მარხვის პერიოდში მართლმადიდებელი ქრისტიანები ქრისტესშობის დღესასწაულისთვის ემზადებიან. ეს დრო მხოლოდ საკვებზე შეზღუდვებს არ გულისხმობს - მარხვა ასევე...

დაწვრილებითDetails

სასამართლომ ზუგდიდის დადიანების სასახლის ყოფილი დირექტორის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო

ნოემბერი 28, 2026
0
მთავარი

ზუგდიდის დადიანების სასახლის ყოფილი დირექტორი, რომელიც, რამდენიმე დღის წინ ნარკოტიკული საშუალების შენახვა-შეძენის ბრალდებით დააკავეს, აღკვეთ ღონისძიებაზე ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ იმსჯელა. შსს-ს ცნობით,აღნიშნული პირი რამდენიმე დღის წინ არის დაკავებული სამართალდამცველების მიერ...

დაწვრილებითDetails

” USAID-ი პირდაპირ იყო ჩართული საქართველოში რევოლუციური პროცესების წახალისებაში” – ირაკლი კობახიძე

ნოემბერი 28, 2026
0
მთავარი

USAID-ი პირდაპირ იყო ჩართული საქართველოში რევოლუციური პროცესების წახალისებაში, ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციაზე თავდასხმაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ამას კიდევ ერთხელ მოეფინა ნათელი იმ...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».