გადამზიდვებს, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო არარეგულარულ სამგზავრო გადაყვანას ან/და ქვეყნის შიდა რეგულარულ გადაყვანებს, სამგზავრო გადაყვანის ნებართვის ფლობის ვალდებულება 2025 წლის 1-ელი მარტიდან წარმოეშობათ. სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, 2024 წლის 1-ლი დეკემბრიდან 2025 წლის 1-ელ ივნისამდე პერიოდში, საერთაშორისო არარეგულარული სამგზავრო გადაყვანის ან/და ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განხორციელების მიზნით შესაბამისი ნებართვის მოსაპოვებლად, ნებართვის მაძიებელმა უნდა წარადგინოს:
ინფორმაცია მფლობელობაში, სულ მცირე, ერთი ავტობუსის/ მინივენის შესახებ, რომელიც ნებართვის სახეობის გათვალისწინებით ჩართული არის/იქნება საავტომობილო სამგზავრო გადაყვანაში;
სანებართვო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
წარმოდგენილი ავტობუსის/მინივენის პერიოდული
ტექნიკური ინსპექტირების ანგარიში;
გადამზიდველის, მისი ხელმძღვანელის ნასამართლობის შესახებ ცნობა;
გადამზიდველის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღებული, საქმიანობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დეკლარაცია.