იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, 2019 წლის 1 ივლისიდან 2020 წლის 1 ნოემბრამდე, იმ კატეგორიის პირებისთვის, რომლებსაც საარჩევნო სიაში მოხვედრის პრობლემა აქვთ, პირადობის ელექტრონული მოწმობის უფასოდ გაცემის აქცია მიმდინარეობს. მათ შორის არიან რეგისტრაციიდან მოხსნილი პირები. პროექტის ფარგლებში, ქუთაისში, რეგისტრაციიდან მოხსნილმა მოქალაქეებმა ხელახლა გაიარეს კონკრეტულ მისამართებზე რეგისტრაცია და პირადობის მოწმობის მისაღებად ჩააბარეს განაცხადი, რის საფუძველზეც ისინი ამომრჩეველთა ერთიან სიაშიც დარეგისტრირდებიან.
პროექტის ერთ-ერთი ამოცანაა რეგისტრაციიდან მოხსნილი მოქალაქეების რაოდენობის შემცირებაა, რომლებიც მისამართის არარსებობის გამო საარჩევნო სიაში ვერ ხვდებიან.