რადიო თბილისთან, IT სპეციალისტები ამტკიცენებენ, რომ არჩევნების რეგისტრაციის აპარატს პასუხი ყველა კითხვაზე აქვს, მათ შორის როგორ „გაყალბდა“ არჩევნები.
26 ოქტომბრის არჩევნებზე ელექტრონული ხმის მიცემის ორი აპარატი იყო წარმოდგენილი:
რადიო თბილისთან ITსფეროს პროფესიონალები ამტკიცებენ, რომ აღნიშნულ მოწყობილობებს აქვს იმ კითხვებზე პასუხი როგორ „გაყალბდა“ არჩევნები.
არჩევნებზე წარმოდგენილი იყო 2 აპარატი:
1) Smartmatic PCOS SAES-1800 Plus მოდელი – რომელიც ითვლის ბიულეტინებს და ხმებს
2) Smartmatic VIU Desktop – სადაც ხდება რეგისტრაცია ID ბარათით ან პასპორტით
რას ვიგებთ მწარმოებლის ვებგვერდიდან, – Smartmatic.com-დან:
Smartmatic PCOS SAES-1800 Plus მოდელი – რომელიც ითვლის ბიულეტინებს და ხმებს:
ეს მოდელი ქარხნულად სტანდარტულად არის Offline რეჟიმზე მომუშავე, რომელზეც სტატისტიკის ნახვა ლაივ რეჟიმში შეზღუდულია, რადგან პროტოკოლის თანახმად ლაივ რეჟიმში ინფორმაციის ნახვა დაკავშირებულია რისკებთან, გაყალბებასთან, ქსელის უსაფრთხოებასთან და მასზე ზემოქმედებასთან. მარტივად რომ ვთქვათ ქსელთან (ინტერნეტთან) წვდომა სტანდარტულად შეუძლებელია.
It პროფესიონალები, ამბობენ რომ აპარატების მოდიფიცირება და კონფიგურაცია მისი ლაივ რეჟიმში სტატისტიკების ნახვა შესაძლებელია. ამ შემთხვევაში ეს დამოკიდებულია დამკვეთის, ანუ ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებაზე.
ამასთან ერთად, ეს მოითხოვს Hardware (ფიზიკურად აპარატურულ) და Software (პრორგრამული) მხრივ სერიოზულ ჩარევას, რაც არალეგალურად ან და არარეკომენდირებულად მიიჩნევა მწარმოებლის მიერ.
ამ ფონზე, ჩნდება მთავარი კითხვა, ჰქონდა თუ არა ცესკოს ქსელში დაკავშირებული ეს აპარატები და უყურებდა თუ არა ლაივ რეჟიმში ?
ცესკო აღნიშნულს კატეგორიულად უარყოფს.
სპეციალისტები კი ამბობენ, რომ აღნიშნული მოდელი ინახავს რეპორტებს ანუ Log-ებს, სადაც დეტალურად არის აღწერილი :
- ხმის მიცემის დაწყება და დასრულების დრო და ჯამური ხმების რაოდენობას.
- თითოეული კანდიდატისთვის ხმის რაოდენობა.
- შეცდომები, როგორიცაა შეცდომა ბიულეტინის წაკითხვისას, ქაღალდის გაჭედვისას, ერთდროულად მრავალი წრის გაფერადებისას და ა.შ.
- მომხმარებლის ინტერაქციები, ბიულეტინის ჩადების ანომალიები ( როგორიცაა ზედიზედ სწრაფად ორი ან მეტი ფურცლის ჩადება)
- პერსონალის მიერ აპარატთან იტერაქცია, მისი გახსნა ან რაიმე მანევრების შესრულება.
- ჩართვა გამორთვის რეპორტები, მოულოდნელი გათიშვები, განახლებები ან სხვა პრობლემები.
- ბიულეტინის მიღების დეტალები, რამდენად სწორად იყო გაფერადებული, სრულად, არასრულად, ჩაითვალა-არჩაითვალა და ა.შ.
- პროგრამული კონფიგურაციის ცვლილების შესახებ ინფორმაცია.
- თუ არსებობს კავშირი ქსელზე, ტრანსმისიის შესახებ ინფორმაცია, როდის და რა ფორმით და სად გაიგზავნა რეპორტი
- აუდიტისთვის განკუთვნილი დამატებითი რეპორტები.
- ყველა რეპორტი (Log-ი) არის დაშტამპული, ანუ თარიღით და საათით დადასტურებული.
- ყველა რეპორტს აქვს მითითებული დრო, როდის რა როგორ მოხდა.
საარჩევნო უბნებზე რეგისტრაციისთვის არის გამოყენებული აპარატი Smartmatic VIU Desktop მოდელი. სადაც რეგისტრაციას გავდიოდით ID ბარათით ან პასპორტით.
აღნიშნული მოდელის შესახებ მწარმოებლისგან ვიგებთ :
ამ აპარატებზე გაწერილი იყო ვინ სად მივცემდით ხმას, თუმცა ამ მოწყობილობას აქვს ქსელთან მხარდაჭერის ფუნქცია სადაც :
თუ აღნიშნული აპარატები დაკავშირებულია ცენტრალიზებულ სისტემასთან, ამ შემთხვევაში ცესკოს ბაზასთან, ლაივ რეჟიმში შესაძლებელია დაემატოს ან ამოიშალოს ის ადამიანი, რომელსაც ცესკო მოისურვებს.
მარტივად რომ ვთქვათ, შესაძლებელია, რომ არჩევნების მომენტამდე და არჩევნების მომენტში, კონკრეტულ უბანზე, სარეგისტრაციოდ დაემატებინათ ნებისმიერი ადამიანი.
აღწერილობის მიხედვით, რომელიც ვებგვერდზეა, ეს აპარატიც ინახავს რეპორტებს ანუ Log-ებს სადაც არის ყველა ინფორმაცია : მომხმარებლის ავტორიზაციის მომენტი, მანიპულაციები, რეგისტრაციები, შეცდომები, სისტემური რეპორტები.
მონაცემთა მონიტორინგის რეპორტი, სადაც ჩანს ვინ გაიარა ავტორიზაცია, როდის და რა მოიმოქმედა მონაცემთა ბაზაზე.
აუდიტისთვის განკუთვნილი სპეციალური რეპორტები თუ რა ცვლილებები განხორციელდა ვის მიერ და როდის.
თუ ეს აპარატი კავშირში იყო ქსელთან, ჩანს დეტალური რეპორტი თუ რა ტიპის ინფორმაციის მიმოცვლა ხდებოდა ცესკოს ბაზებთან.
აღნიშნულ აპარატებზეც სტანდარტულად შეზღუდულია და აკრძალულია რეპორტების წაშლა. თეორიულად შესაძლებელია თუ სერიოზული სპეციალისტები ჩაერევიან.
IT სპეციალისტები რადიო თბილისთან ამბობენ, რომ ამ ორი ტიპის აპარატების სრული მარაგის დალუქვა, გახსნა და რეპორტების ამოღებით, ძალიან მარტივად და ნათლად გავიგეგებთ შემდეგ კითხვებზე პასუხს:
ვინ, სად, როდის და როგორ გააყალბა არჩევნები?
ვნახავთ არსებობდა თუ არა დუბლიკატები, ანუ იყო თუ არა სხვადასხვა უბანზე ერთი და იგივე ადამიანი დარეგისტრირებული.
რამდენად სწორად იყო უბნებზე გაწერილი ხმის მიმცემი ადამიანები, მაგალითად მოქალაქე ჩაწერილია თბილისში, ვერ უნდა მისცეს ხმა ბათუმში. იყო თუ არა ასე ?
არჩევნების მომენტში მოხდა თუ არა რაიმე მანიპულაცია, ჩაემატა თუ არა სიებს ის ადამიანი ვინც არ უნდა ყოფილიყო ამ სიაში ?
რადიო თბილისთან, IT სპეციალისტები ამტკიცენებენ, რომ რეგისტრაციის აპარატი ამის საშუალებას იძლევა.
ცენტრალური საარჩევნო კომისია კი საერთაშორისო აუდიტის დასკვნებს ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ საარჩევნო ადმინისტრაციას ამერიკულმა კომპანიამ “Pro V&V” შესაბამისობის აუდიტის პირველი ორი ფაზის შედეგები გადმოსცა.