,,სახელითა მამისათა და ძისათა და სულისათა წმინდისათა. ჩვენთან არს ღმერთი!
– არს და იყოს!
ყველას გილოცავთ, ყველას გილოცᲕთ ხარების ძალიან დიდ დღესასწაულს, მთავარანგელოზ გაბრიელს ყველას გული გაეხარებინოს საქართველოში და საქართველოს ფარგლებს გარეთ, ვისაც ღმერთი უყვარს, დედაღვთისმშობელი უყვარს და საქართველო ვისაც უყვარს. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და აბსოლიტურად ყველას გილოცავთ: ამ მონასტრის საძმოს ვულოცავ, ჩვენს უწმინდესს ვულოცავ, მთავრობას, მხედრობას და ყველა მაცხოვრებელს საქართველოისას, ვისაც უყვარს ღმერთი, ღვთისმშობელი, ვისაც უყვარს საქართველო, აბსოლიტურად ყველას!
ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ.
დღეს ასევე არის ჯვრის თაყვანისცემის ხსენება დაყველას გილოცავთ.
იცით, რომ ჯვარი არის ვერტიკალური და ჰორიზონტალური მიმართულებით. ვერტიკალური ღვთისაკენ, ხოლო ჰორიზონტალური-დედამიწაზე, რომ ვცხოვრობთ, მოყვასისადმი ზრუნვას ეძლევა ადამიანი და ჩვენც ერთმანეთისათვის უნდა ვიზრუნოთ, ერთმანეთი უნდა გავახაროთ და უნდა ვიყოთ აუცილებლად ძლიერად თითოეული ჩვენთაგანი.
დღეს, ასევე ხარებაა და ქალებისათვის, ღვთის უდიდესი ქმნილებისადმი, განსაკუთრებული დღე არის, მამაკაცად და დედაკაცად შექმნა უფალმა ადამიანი, თუ კითხულობთ ბიბლიას დასაწყისშივე წერია და ყურადღებით თუ წაიკითხაᲕთ ნახაᲕთ, ჯერ ადამი შექმნა ღმერთმა, შემდეგ დააძინა და მისი ნეკნისაგან შექმნა ქალი, იგივენაირი, თუმცა ბევრი უპირატესობა გაქვთ, ჩვენთან შედარებით, იმიტომ რომ გული და გრძნობა განსაკუთრებული გაქვთ, ანუ სიყვარულისთვის შექმნილი არსებები ხართ, მამაკაცები გონებით გადავწყვიტავთ, ხოლმე რაღაცას და საერთოდ, ერთობაში გონიერი გული ყველაზე კარგია და ღმერთმა ყველას შეგვაძლებინოს, რომ გონიერი გული მოგვეცეს თითოეულ ჩვენთაგანს.
ქალებზე ბევრი რამე არის დამოკიდებული, რომ დაგვეხმაროთ კაცებს გონიერება გულით და სულით ვიგრძნოთ. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ.
მიხარია რომ ძალიან ბევრნი ხართ. ალბათ ამდენი ადამიანი აქ ხშირად არ არის ხოლმე და თითოეული თქვენთაგანი დამეთანხმებით, განსაკუთრებული დღეა. დღეს ისეთი დღეა, ჩიტი ბუდესაც არ იკეთებს დღევანდელ დღეს და უფალმა ისე ინება, ზოგისთვის პატარა წვიმა წამოვიდა, ჩვენთვის ზეციური კურთხევაა, გვაპკურებს უფალი ზეციდან და მიზეზიც არაგაქვს, ან ვენახში გაიქცე, ან სადმე გაიქცე და მოდიხარ იქ, სადაც უნდა იყო. ღმერთთან მოდიხარ და ადიდებ უფალს. ძალიან ბევრი ახალგაზრდაა და მინდა განსაკუთრებულად მივულოცო მათ, იმიტომ რომ თქვენია მომავალი ამ ქვეყანაში.
ჩვენი ვალია, ისეთი ქვეყანა დაგახვედროთ, რომ Ლაღად იცხოვროთ და მომავალ თაობებს კიდე, თქვენ გადასცეთ უკეთესი საქართველო.
მინდა ექსკურსი გავაკეთო:
რაც მე მახსოვს, სკოლაში ვიყავი, 1978 წელი იყო, მივედი სკოლაში და რაღაც გამოკრული იყო პროკლამაციასავით, ეს არის 14 აპრილი 78 წლის, მაშინ კომაროვში ვსწავლობდი და გამოკრული იყო, რომ ყველანი იკრიბებოდნენ, მაშინ მთავრობის სახლი ერქვა, მთავრობის სახლის წინ, ქართულ ენასთან დაკავშირებით.
ჩვენს საწინააღმდეგო კანონს იღებდნენ, ანუ ქართული ენა კიარა, რუსული ენა უნდა ყოფილიყო სახელმწიფო ენა და რა თქმა უნდა, ახალგაზრდები გულანთებულები წავედით, რუსი შეგვაშინებდა, თუ რა შეგვაშინებდა. ჩვენ ლაღი თაობა ვიყავით, მიუხედავად იმისა, რომ იმ პერიოდში დაბადებულები ვიყავით.
იმიტომ, რომ ჩვენი წინაპრებისგან ეს სილაღე გადმოცემული გვქონდა, წავედით და კარგად მოგეხსენებათ, ჩვენი ქვეყანა მაშინდელი ერთ-ერთი საბჭოთა რესპუბლიკა იყო, რომელმაც ენა შეუნარჩუნა ყველას. ამიტომ იცოდეთ, თქვენი ისტორია. არავის დასაყვედრებელი ქართველს არ აქვს მსოფლიოში.
არ არსებობს ისეთი ერი , ვინმემ რამე დაგვაყვედროს. ჩვენ ყოველთვის ასე ვიყავით, 30 საუკუნეა, რაც ჩვენ სახელმწიფო გვაქვს, 300 წელი არ იქნება ალბათ, რომ შევაგროვოთ მშვიდობა რომ გვქონდა. დანარჩენ დროს გვიპყრობდნენ, მაგრამ ჩვენ მონები არასოდეს გავმხდარვართ.
კიდეც ვაზროვნებდით, ქრისტიანები, რომ გავხდით ღმერთს ვადიდებდით, ვადიდებთ დღეს და გავაგრძელებთ ღმერთის დიდებას და მადლიერების გრძნობა ყოველთვის გვექნება ღმერთისადმი.
დიდება და მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის!
შემდეგ იყო 88 წლებში დიდი გამოსვლები შემოდგომაზე. ყველაფრის მონაწილეები ვიყავით ახალგაზრდები. შემდეგ იყო 9 აპრილი და ისე ვაკეთებდით, რომ არ დავდიოდით ვიღაცეების ჭკუაზე, გონივრულად ვაკეთებდით ყველაფერს და 9 აპრილსაც იცით რაც მოხდა, რუსის ჯარმა რა სამარცხვინო საქციელი ჩაიდინა და ჩვენ კიდე, კაცები რომ ვიყავით და მედგრად დავდექით, ნაკლები მსხვერპლი იყო.
არ შეგვშინებია არც ტანკების, არაფრის შეგვშინებია და ისეთი დღე, საქართველოს აღარ ჰქონია. უდიდესი ტრაგედია იყო და მერე, როდესაც საღამო ხანისკენ გავიგეთ, რომ რუსები შემოდიოდნენ, მთელი თბილისი და მთელი საქსრთველო გარეთ გამოვიდა. მასეთი სიყვარული მე საქართველოში არ მინახავს .
არც მაშინ, ვიდრე საბჭოთა კავშირი დაიშალა და ერთად ვიყავით, არც მერე. სპორტის მიღწევებიც ნანახი მაქვს, ბევრი წარმატებაც, მაგრამ ჩემთვის სანატრელია 9 აპრილის საღამოსკენ რომ ვიყავით ქართველები ერთმანეთთან დამოკიდებულებაში და ღმერთმა შეგვაძლებინოს , რომ ტრაგედიის გარეშე, მასე ერთობით ვყოფილიყავით.
შემდეგ ვიცით, რომ 90-იანი წლები დაიწყო და საქართველო ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ქვეყანა იყო. დაშლილ საბჭოთა კავშირში, ჩვენთან შეძლებული ხალხი ბევრად მეტი ცხოვრობდა, ვიდრე საბჭოთა კავშირის სხვა რესპუბლიკებში. შეიძლება იმათ ბევრი ფული ჰქონდათ მაგრამ, ერთ ერთი მდიდარი რესპუბლიკა იყო ჩვენი ქვეყანა და მოხდა რა, ვერ აიტანეს ჩვენთან ეროვნული ხელისუფლება რომ იყო და ეროვნული მოძრაობა ერთმანეთს დააპირისპირეს .
გახსოვთ მერე თბილისის ტრაგედია, მერე საქართველოს ტრაგედია, აფხაზეთი და ყოველთვის გვებრძოდნენ, გვებრძოდნენ, მაგრამ ჩვენც ისე ვიყავით, რომ დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისაკენ სწრაფვას არ ვთმობდით.
შემდეგ იყო 2008 წელი და კიდე დაგვჩაგრეს, 92 -93 წლებში რუსეთს ვეომებოდით და ძალიან ბევრი მეგობარიც დაიღუპა ჩემი და ალბათ თქვენი ბევრი ახლობელიც დაიღუპა იქ. მაშინაც ვიბრძოდით და ამიტომ არავინ არ თქვას, რომ ვინმეს დასაყვედრებელი გვაქვს, რომელიმე ქვეყნის. ჩვენ ვიბრძოდით და დღესაც, ჭკუა ვისწავლეთ, 30 საუკუნეში , ჭკუა ვისწავლეთ და სადაც არ არის თავის შეყოფა საჭირო , არ შევყოფთ, მაგრამ ჩვენსას არავის არ დავუთმობთ.
ხედავთ, რომ ყველგან აეეულობაა, ყველგან ომია, ქრისტე რას გვასწავლის, ქრისტესთვის არის სიყვარული მთავარი, მთავარია მშვიდობა, ერთმანეთის გატანა, მოყვასის სიყვარული, ჩვენი ქვეყნის სიყვარული და ყველა ასე უნდა ცდილობდეს ალბათ, თავის ერის პატრიოტი იყოს და ასევე სხვა ერებს სცემდეს პატივს, მაგრამ შენი თუ ვერ შეიყვარე, სხვისას ვერ შეიყვარებ.
ჩვენ ყოველთვის ისე ვიყავით, რომ თვითონ ვწყვეტდით, ჩვენს მომავალს.
როგორც კი ისეთი ხალხი მომრავლდებოდა ჩვენში, რომ უცხოეთს უყურებდნენ, ზოგი სპარსეთს, ირანს უყურებდა, იქედან დასვამდნენ ზოგს მეფედ, ზოგი თავადი ხდებოდა.
თურქეთი იყო, მონღოლეთი იყო მანამდე, მერე რუსეთი, გახსოვთ, კარგად გახსოვთ, სამეფოც წაგვართვა, ეკლესიის ავტოკეფალიაც გაგვიუქმა, მაგრამ ჩვენ სწრაფვა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისაკენ არასდროს არ შეგვიწყვეტია და დღესაც , ახლა, დღევანდელ მსოფლიოში იმედია დალაგდება და მორჩება ეს ომები, არეულობები და უბედურებები და ჩვენ ჩვენი ადგილი უნდა ვნახოთ. ძლიერად უნდა ვიყოთ ეკონიმიკურად, თუ ისე და პატივს გვცემდნენ სხვადასხვა ქვეყნები.
ჩვენც ვალდებულები ვართ გავითვალისწინოთ სხვა ქვეყნების სიტუაციები და ჩვენ ჩვენი ინტერესი გავატარით, ისინი თავიანთი ქვეყნის ინტერესებს გაატარებენ და ისე არ ვქნათ, რომ ჩვენი ინტრესები ვიღაცისას ვანაცვალოთ.
რადგან ერთ სამყაროში ვცხოვრობთ, გვინდა არ გვინდა ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინება გვიწევს. გაიხედეთ რუკაზე, საზღვარზე ვინც გვყავს, ისევ ისინი გვეყოლება და ვეღარაფერი ვერ შეცვლის მაგას.
ასევე გარეთ სწრაფვა თუ გვაქვს და გვინდა რაღაცისგან და ვიღაცეებისგან დაცულები ვიყოთ, ამიტომ სხვებთანაც ურთიდრთობები უნდა ვისწავლოთ, მაგრამ ეს იმის ხარჯზე არა, რომ ვიღაცამ რაღაცა გვიკარნახოს.
ამიტომ მე გითხარით, როგორ ვიბრძოდით საქართველოსთვის, ჩვენ ვკვდებოდით და ძალიან ბევრმა დადო საქართველოსთვის თავი, იმისთვის დადო თავი, რომ დღეს ჩვენ აქ ვართ და აქ ვადიდებთ უფალს, ხარებას ვდღესასწაულობთ და ამ ბავშვებს უნდა გადავცეთ ისეთი საქართველო, როგორიც ჩვენს თაობას ეკადრება. ესენი ძალიან ნიჭიერები არიან, ძალიან კარგები არიან, ჩვენს თაობებს ჯობიან და ჩვენზე კარგი ქართველები უნდა იყოთ და ჩვენზე კარგი ქრისტიანები უნდა იყოთ აუცილებლად.
მინდა დღევანდელ სიტუაციასაც შევეხო. ქართველები ყოველთვის იყო გადაწყვეტილების მიღების წინაშე. სპარსელებს თუ გავიხსენებთ. გვეუბნებოდნენ, რომ მართლმადიდებლობა შეიცვალეთ, გახდით მონოფიზიტები და დაგეხმარებით, აღარ შემოგივარდებით, არ დაგხოცავთ, ვაჭრობაც გექნებათ და ყველაფერი, მაგრამ ქართველი კვდებოდა.
ქიზიყში ვართ ახლა და ვიცით შაჰ აბასამდე , როგორ იყო და ვენახებს რას უშვებოდნენ. ყველაფერს გაგვიჩეხავდნენ, დაგვიწვავდნენ, მაგრამ გულს არ ვიტეხდით და მაინც აღვადგენდით ყველაფერს.
ამიტომ ეს გახსოვდეთ, წინაპრებს ნუ დავივიწყებთ, მაშინაც და მერეც სულ მარტონი ვიყავით ერთი უფალი არ გვტოვებდა დედაღვთისმშობელი არ გვტოვებდა, თორემ მაშინაც მიტოვებული ვიყავით და 90–იან წლებშიც.
ერთი რამის თქმა მინდა. დღეს ასეთ მძიმე სიტუაციაში არ ვიქნებოდით, და ამდენი არჩევანის გაკეთდბის საჭიროება არ გვექნებოდა, ბალტიისპირეთის ქვეყნები როგორც მიიღეს, ჩვენც ისე რომ მივეთეთ. ეს ხშირად გვისაყვედურია პატრიარქსაც და მეც უცხოელებისათვის.
მივეღეთ ევროკავშირში , როცა ბალტიისპირეთის ქვეყნები მიიღეს, მივეღეთ ნატოში. დღეს ეს სიტუაცია ხომ არ იქნებოდა საქართველოში.
დღეს ჩვენ არავისგან დაცვა არ გვაქვს. მტერი რომ წამოვიდეს რომელი ქვეყანა დაგვიცავს, არაფერი, შეშფოთდებიან. დღეს, მე ვფიქრობ არაფერი საგანგაშო არ არის, უნდათ მიიღონ კანონი .
ჩემს აზრს ვიტყვი: ძალიან კარგია, საზღვარგარეთიდან სამოქალაქო სექტორი როცა ფინანსდება, რა ჯობია მაგას, გვყავდეს ძლიერი სამოქალაქო სექტორი. ეს ხომ საზოგადოების განვითარებას ხელს უწყობს, მთავრობას უფრო სხვაგვარად აფიქრებს, ჩვენც სხვანაირად განგვაწყობს.
მაგაზე არავითარი პრობლემა არამაქვს, შემოდის კანონი და ზოგი შეშფოთდა, ზოგიც, ნატოს გენერალურ მდივანზე ვიტყვი -ვეწინააღმდეგებიო.
შე დალოცვილო, შენამდე რომ ნატოს გენერალური მდივნები იყვნენ, მივეღეთ საქართველო მაშინ. ევროპის ქვეყნები რომ წუხდებიან, თვითონ ხომ იციან რომელი გვბლოკავდა ევროკავშირისკენ რომ არ გაგვეხედა. მივეღეთ და დღეს ხომ არ იქნებოდა ასე. ახლა გვაცალეთ ჩვენს ქვეყანას მივხედავთ.
რა თქმა უნდა გავითვალისწინებთ და მადლიერები ვართ, რასაც აკეთებთ, მაგრამ ჩვენი ქვეყანა დღევანდლამდე ჩვენი მოტანილია, არავინ არ დაგვაყვედროს, ეს არის რეპეტიცია, პროპაგანდაზე . ერთი რამ ვიცოდეთ ადამიანი შეიქმნა ქალად და კაცად. აბა ბიჭს რომ უთხრა გოგი ხარ, ხომ ეწყინება, გოგოსაც არ უნდა აკადრო ბიჭი ხარო, ხუმრობითაც არ უნდა უთხრა ეგ. ჩვენ ასე ლაღად ვიზრდებოდით და ასე ვიქნებით.
კეთილი ინებონ და როგორებიც ვართ, ისეთები მიგვიღონ. თავიანთ ქვეყანაში ვისაც რა უნდათ, ის კანონი მიიღონ, ჩვენსას ჩვენ მივხედავთ, დიდი მადლობა ყველას, მაგრამ იცოდეთ, რომ ჩვენსას მივხედავთ, ჩვენ. თუ გვკითხავთ, რაც არ მოგვწონს გეტყვით, თუ არადა, არ მიგითითებთ.
როცა მეუბნები რომ ეს კანონი საშიში ყოფილა, ეს კანონი არც გაშორებს და არც გაახლოებს ევროკავშირს. ეს პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული, მიგვიღებთ, მიგვიღებთ. არ მიგვიღებთ, არ მიგვიღებთ. ჩვენ გავაგრძელებთ, საქართველო მაინც გააგრძელებს, ერთ შემთხვევაშიც და მეორე შემთხვევაშიც გააგრძელებს ცხოვრებას. მაგრამ როდესაც ამას დაინახავ და ამ კანონს უყურებ, მაშინ დავინახავ, მართალი ხარ და გული შეგტკივა საქართველოსთვის.
როდესაც ჩემთან დეფაქტო დამნაშავეა, დე იურე დამნაშავეა და ის რომ დაგყავს სხვადასხვა ქვეყანაში და მაღიზიანებ, გინდა ხომ რაღაცეები აკეთებინო, იმიტომ რომ გამოცდილი გყავს იმ საქმეებში, ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროს, მაგრამ ნუ გააკეთებ იმას, რომ მე გამაღიზიანო, მაშინ გამოდი და ისიც თქვი, მოგწონს თუ არა.
ჩვენ გვინდა ცივილიზებულ მსოფლიოსთან ყოფნა, მაგრამ უნდა მიგვიღონ ისეთები, როგორებიც ვართ და ძალიან კარგები ვართ, უდიდესი ისტორიის ერი ვართ, უდიდესი კულტურის ერი ვართ, ყველას მადლობა, რასაც აკეთებენ და კიდე გააგრძელონ, გააკეთონ სიკეთეები და ჩვენც გავაკეთებთ სიკეთეებს.
ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ, სულიწმინდის მადლით აღგავსოთ.
ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი ბრძოლა დაგამოწვევა მივიღოთ. ეს რუსი იქნება, თუ სხვა იქნება აბსოლიტურად ყველასგან მივიღებთ. კეთილი ინებონ ყველამ და ვინც ვართ, ისეთებს შეგვხედონ. არავისი გვეშინია და არც ვაშინებთ. უფალი ჩემთანაა, ვისი მეშინოდესო.
ღმერთმა დაგლოცოთ, რომ ასე კარგად ზრდით ამ ახᲚგაზრდებს. ღმერთმა დაგლოცოთ და კარგად ისწავლეთ. ნასწავლები უნდა იყოთ , აზროვნება ისწავლეთ, ფიქრი ისწავლეთ, და რობოტები არ გახდეთ.
თორემ პოლიტიკოსებს რომ უყურებ , თუთიყუშები არიან. რუსეთი, რუსული კანონი იძახიან და ამ დროს თვითონ არიან შინაგანად რუსები. როდესაც ჩვენ ვიბრძოდით საბჭოთა კავშირის დროს , ვინც ოპოზიციის მხარეზეა , ლიდერები, მაშინ საბჭოთა კავშირის მხარეს იყვნენ და რუსეთს მისტიროდნენ და თუ არა მოვიდეს, გაბედოს თქვას არაო და ყველას პირში ვეტყვი.
ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ, იხარეთ ორთავ სოფელს შინა.”
ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი
ხირსის მამათა მონასტერი
7 აპრილი. 2024წ.










