LIVE TV
ხუთშაბათი, ოქტომბერი 16, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

რა ჯდება მართვის მოწმობის აღება

დაპოსტა 2025/10/16-ში
778
ნახვა
გაზიარება

საქართველოში მართვის მოწმობის ასაღებად მოქალაქეს გამოცდების ჩაბარება რამდენიმე ეტაპად უწევს. თითოეულ ეტაპზე გასასვლელად აპლიკანტი სხვადასხვა ოდენობის თანხას იხდის.

როგორც მომსახურების სააგენტოს ვებ გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, B კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე პირველადი გასვლის საფასური არასრულწლოვანისთვის 15, სრულწლოვნებისთვის კი 55 ლარს შეადგენს. ყოველი შემდეგი გასვლის შემთხვევაში საფასური 40 ლარია.

როგორც უკვე ყველასთვის ცნობილია, B კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდები ორ ეტაპად ბარდება.

კანდიდატს თეორიული გამოცდის წარმატებით ჩაბარებიდან 7 დღის განმავლობაში პრაქტიკულ გამოცდაზე გასვლა უფასოდ შეუძლია. 1-კვირიანი ინტერვალის გასვლის შემდეგ, გამოცდაში მონაწილეობის ღირებულება 31 ლარს შეადგენს.

რაც შეეხება პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპს, გეგმური გასვლის საფასური 90 ლარია, არაგეგმური კი 250 ლარი.

თუ მართვის მოწმობის დაჩქარებული წესით დამზადებას მოისურვებთ, 1 სამუშაო დღეში მოწმობის დამზადების საფასური 50 ლარია, 2 სამუშაო დღეში – 40 ლარი.

მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ ისიც, თუ რა ჯდება გამოცდებისთვის მომზადება.

თუ ავტოსკოლების მიერ შემოთავაზებულ სერვისებს გადავავლებთ თვალს, ვნახავთ, რომ თეორიის შემსწავლელი კურსის საშუალო ღირებულება 130-150 ლარია. რაც შეეხება პრაქტიკულ ნაწილს, 50 ლარი ღირს როგორც მოედნის, ისე ქალაქის გამოცდისთვის მოსამზადებელი 1 გაკვეთილი.

როგორც ავტო ინსტრუქტორები „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებენ, მოედნის ელემენტების ასათვისებლად მოსწავლეს მინიმუმ 5, ქალაქში მოძრაობის სწავლისთვის კი, მინიმუმ 10 გაკვეთილი სჭირდება.

გამომდინარე აქედან, თუ მართვის მოწმობის აღების მსურველი გაკვეთილების მინიმალურ რაოდენობაში შეძლებს მომზადებას, ისარგებლებს უფასო სერვისებითაც და გამოცდებზე გეგმიურ გასვლებს მოახერხებს, „ბიზნესპრესნიუსის“ დათვლებით, მას მართვის მოწმობის აღებაში, მინიმუმ, 895 ლარი დაეხარჯება.

წყარო: BPN.ge

გაზიარება311

დაკავშირებული -პოსტები

საპატრიარქოში ზნეობის კომისიის სხდომა იწყება

ოქტომბერი 16, 2025
29
მთავარი

საქართველოს საპატრიარქოში ზნეობის კომისიის სხდომა იწყება. კომისიას პატრიარქის მოსაყდრე, მეუფე შიო ხელმძღვანელობს. როგორც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი აცხადებს, დღევანდელი სხდომა არქიმანდრიტ დოროთე...

დაწვრილებითDetails

ალკოჰოლის მოხმარება ევროპაში კიბოს გამომწვევ ერთ-ერთ მთავარ მიზეზად დასახელდა

ოქტომბერი 16, 2025
12
მთავარი

ალკოჰოლის მოხმარება ევროპაში კიბოს გამომწვევ ერთ-ერთ მთავარ მიზეზად დასახელდა, ამის შესახებ  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კიბოს კვლევის სააგენტოს ახალ ანგარიშში ვკითხულობთ. ექსპერტების თქმით, ალკოჰოლის მოხმარების შეზღუდვის მიზნით მთავრობის უფრო მკაცრი პოლიტიკა...

დაწვრილებითDetails

რა არის “ფინანსური პირამიდა”?

ოქტომბერი 16, 2025
10
მთავარი

ფინანსური პირამიდა საქმიანობის ისეთი ფორმაა, რომლის ფარგლებშიც მოსახლეობისგან ხდება თანხების მოზიდვა და სანაცვლოდ, როგორც წესი, ბაზარზე არსებულ საპროცენტო განაკვეთებთან შედარებით გაცილებით მაღალი სარგებლის შეთავაზება. ფინანსური პირამიდა, უმეტესწილად, არ ახორციელებს მომგებიან...

დაწვრილებითDetails

ფინანსური ტრიუმფი: ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებსაც 2026 წელს განსაკუთრებული ფინანსური წარმატება ელოდება

ოქტომბერი 16, 2025
18
მთავარი

წითელი ცეცხლოვანი ცხენის წელი თამამი გადაწყვეტილებების, სწრაფი კარიერული წინსვლისა და მოულოდნელი ფინანსური შესაძლებლობების ეტაპია. 2026 წლის ენერგია დაეხმარება მათ, ვისაც რისკისა და მკაფიო მოქმედებების არ ეშინია. ზოდიაქოს ამ 4 ნიშნის...

დაწვრილებითDetails

საქართველოში რუსეთის 5 მოქალაქე დააკავეს

ოქტომბერი 16, 2025
121
მთავარი

ბრიფინგი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან კოორდინაციით, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციის ხუთი მოქალაქე დააკავა....

დაწვრილებითDetails

ასაკი ვერ იქნება ინდულგენცია- “ოცნების” კანონპროექტი არასრულწლოვნებზეც გავრცელდება

ოქტომბერი 16, 2025
40
მთავარი

"ოცნება" აქციაზე დგომის გამო არასრულწლოვნების დასჯასაც აპირებს - დღეს გაირვკა, რომ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ "ოცნების" მიერ შემუშავებული კანონპროექტი, რომელსაც პარლამენტი დღეს მიიღებს, არასრულწლოვნებზეც გავრცელდება. თუ მოზარდი ქუჩაში საპროტესტო აქციაზე გავა, ის შეიძლება...

დაწვრილებითDetails

პოლონეთში კანაფის მოყვანის ბრალდებით ქართველი კაცი დააკავეს

ოქტომბერი 16, 2025
33
მთავარი

პოლონეთში, კანაფის მოყვანის ბრალდებით 44 წლის ქართველი დააკავეს.  ჩხრეკის დროს პოლონეთის პოლიციამ კანაფის გარდა 8 გრამზე მეტი მარიხუანა ამოიღო. დანაშაული სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქმეზე გამოძიება გრძელდება.

დაწვრილებითDetails

ზოდიაქოს 5 ნიშანს ოქტომბრის ბოლომდე განსაკუთრებული იღბალი და წარმატება ელოდება

ოქტომბერი 16, 2025
26
მთავარი

შემოდგომის მეორე თვე ზოდიაქოს მრავალი ნიშნისთვის საკმაოდ წარმატებული იქნება. 21 ოქტომბერს ახალი მთვარე ახალი დასაწყისისკენ გიბიძგებთ. ეს არის დრო, როდესაც ურთიერთობებში ახალ ეტაპზე უნდა იმუშაოთ. 2025 წლის ოქტომბრის ბოლო ბევრ...

დაწვრილებითDetails

პატრიარქი სამძიმრის წერილს ავრცელებს

ოქტომბერი 16, 2025
718
მთავარი

პატრიარქი სამძიმრის წერილს ავრცელებს: „დიდად ვწუხვართ მცხეთა-თბილისის სამღვდელოების გამორჩეული წარმომადგენლის, კლდისუბნის წმ. გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვრის, დეკანოზ მიქაელ კაპანაძის გარდაცვალების გამო. იგი იყო მრავალი სიკეთით დაჯილდოებული მოძღვარი; მრევლის ნამდვილი სულიერი...

დაწვრილებითDetails

რუსეთის სასამართლომ ქართველ მებრძოლს დაუსწრებლად 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

ოქტომბერი 16, 2025
12
მთავარი

უკრაინაში მებრძოლი ქართველი რუსული კანონებით გაასამართლეს. აკაკი ბერიანიძეს რუსეთში 14  წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯეს. რუსეთი მას უკრაინის მხარეს ბრძოლას ედავება და ამტკიცებს, რომ ბერიანიძე იყო დაიქირავებული, რომელიც საბრძოლო მოქმედებებში ფულის...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».