ქუთაისის, 24-ე საჯარო სკოლის სარდაფში მარიხუანას მოწევისთვის განკუთვნილი სხვადასხვა სახის ნივთებია ნაპოვნი. სკოლა ავტოქარხნის დასახლებაში მდებარეობს.
“მეგა ტვ”-ს ფოტო და ვიდეო მასალა წყარომ მიაწოდა.
ფაქტი, რომ აღნიშნული ნივთები სკოლის სარდაფშია ნაპოვნი სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებს.
“მეგა ტვ” აღნიშნულ საკითხზე მუშაობას აგრძელებს.