“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი გიგა შუშანია საკრებულოს დადგენილებას აკრიტიკებს და მის ბათილად ცნობას მოითხოვს. მან დღეს ბრიფინგი სოციალური საცხოვრისის წინ გამართა.
დადგენილება, რომელსაც გიგა შუშანია აპროტესტებს ქუთაისის სოციალურ საცხოვრისში შესახლებული პირებისთვის ახალ წესებს გულისმობს.
გადაწყვეტილების თანახმად, სოციალურ საცხოვრისში შესახლებულ ბენეფიციარებს საცხოვრებელ ვადად 2 წელი განესაზღვრებათ, რის შემდგომაც მათ ხელახალა გადაამოწმებენ. შუშანიას თქმით, მცხოვრებლებს ბინების დატოვება 10 დღეზე მეტი ვადით ეკრძალებათ.
მერიის საბინაო სამსახურის ინფორმაციით,10 დღიანი ვადა სიახლე არ არის და ადრეც არსებობდა, რაც შეეხება 2 წლიან ხელშეკრულებას, ეს სიახლე სხვადასხვა გარემოების გათვალოსწინებით იქნა მიღებული.