ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შსს-ში “იზვესტიას” დაუზუსტეს, რომ გულრიფშის რაიონში ქართველი დივერსანტების შესვლის სესახებ არსებული ინფორმაცია არ დადასტურდა, თუმცა, ადასტურებენ, რომ იძებნება 7 შეიარაღებული კაცი, რომელთაც სამხედრო ფორმა ეცვათ და ამოსაცნობი ნიშნები არ ჰქონდათ. – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ლაშა ბერულავა.
ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია რომ კუპირებული აფხაზეთის ძალოვანი სტრუქტურები ვარაუდობდნენ, რომ გულრიფშის რაიონში ქართული სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფი იყო შესული, სოხუმის მისადგომები გადაკეტილია, შეიქმნილო იყო საგანგებო შტაბი ბადრი გუმბას ხელმძღვანელობით.
დეტალურად: აფხაზურ მედიასაშუალებებზე, ტელეგრამ-არხებზე და ინტერნეტფორუმებზე დაყრდნობით, ოდიშინიუსის მიერ შეკრებილი ცნობებით, გულრიფშის რაიონის სოფელ აზანთასთან, ტყეში, ძალოვნები ეძებენ სავარაუდოდ, ქართულ დივერსიულ ჯგუფს, რომლის შემადგენლობა 7-დან 50 კაცამდე ვარირებს, – ინფორმაციას ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრი რობერტ კიუტი ადასტურებს.
წინასწარი ინფორმაციით, შავ სამხედრო ფორმაში ჩაცმული, М-4-ით შეიარაღებული ჯგუფი, რომელსაც კოპტერიც ჰქონდა, ადგილობრივმა მონადირეებმა ტყეში შენიშნეს, მაგრამ იმდენად აღელდნენ, რომ მობილურით გადაღება დაავიწყდათ. ეს მონადირეები უკვე დაკითხეს და გადაანაწილეს ჯგუფებში, რომლებიც ძებნაში არიან ჩართული.
მანამდე აფხაზურ მედიაში დაიწერა, რომ (ციტატა): “საქართველოდან აფხაზეთში შეაღწია 50-კაციანმა შეიარაღებულმა ჯგუფმა, სოხუმის აეროპორტში ტერაქტის მოწყობის მიზნით”.










