„ჩამოვედი ისრაელში და ნახეთ, რა ხდება აქ…“ – რა ვიდეოს აქვეყნებს თიკა ფაცაცია ისრაელის აეროპორტიდან
ტელეწამყვანი და მომღერალი თიკა ფაცაცია სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია.
როგორც მისი “ინსტაგრამიდან” ხდება ცნობილი, ამჯერად თიკა სამსახურებრივი ვიზიტით ისარელში იმყოფება.
ფაცაცია ვიდეოს აეროპორტიდან აქვეყნებს:
„ეს ვარსკვლავების ჯგუფი ჩამოვედით ისრაელში და აი, ნახეთ, რა ხდება აქ. პატარა ლაბორატორიაა მოწყობილი, აქვე აგვიღეს PCR ტესტიც, სისხლის ანალიზიც და ჯანმრთელებს გვიშვებენ. არ არის ჯადოსნურობა ახლა ეს? და უსაფრთხოების მაღალი კლასი?“ – ამბობს თიკა ფაცაცია.










