LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
“არ არსებობდა მოაჯირები, ასევე ღია იყო ლიფტის შახტები” – ქუთაისში მშენებარე კორპუსს სამუშაოები შეუჩერეს

რა წესები უნდა დაიცვას სამშენებლო სექტორმა საქმიანობის განახლების შემდეგ

დაპოსტა 2020/05/04-ში
A A
199
ნახვა
გაზიარება

დღეს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ 5 მაისიდან სამშენებლო ბიზნესი აღდგება.

ასევე, ნებართვის მიღების შემდეგ საქმიანობას შეძლებს ყველა ის კომპანია, რომელსაც სამშენებლო ბიზნესთან შეხება აქვს.

ჯანდაცვის სამინისტროს გამოცემული აქვს რეკომენდაციები და წესები სამშენებლო სექტორისთვის, რომლის დაცვაც აუცილებელია. გთავაზობთ გავრცელებულ რეკომენდაციებს: 

 

დასაქმებულის ვალდებულებები 

 

  • დამსაქმებელმა, მიუხედავად იმისა, არის თუ არა გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევა, უნდა შეიმუშაოს საგანგებო სიტუაციაში სამოქმედო გეგმა, რაც ხელს შეუწყობს ავადმყოფობის გამო გაცდენილი სამუშაო დღეების შემცირებას, გამოვლენის შემთხვევაში კი – გავრცელების პრევენციას;

 

  • მიაწოდეოს დასაქმებულებს ინფორმაცია უსაფრთხო მუშაობის პროცედურების და ვირუსის გავრცელების პრევენციის შესახებ ;

 

  • სამუშაო სივრცეში განათავსოს განცხადებები COVID-19-ის შესახებ და იმ პრევენციული ღონისძიებების შესახებ, რომელიც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ არის განსაზღვრული;

 

  • იმ თანამშრომლებთან დაკავშირებით, რომელთაც შეუძლიათ სამუშაოს შესრულება დისტანციურად (ადმინისტრაციული პერსონალი), მაქსიმალურად უზრუნველყოს მუშაობის ამგვარი მეთოდის გამოყენება;

 

  • მოსასვენებელი ოთახის/სასადილო ოთახის შესასვლელში განათავსოს დეზობარიერები, შესაბამისი სავალდებულო ნიშნის მითითებით;

 

  • სამუშაო ადგილზე უზრუნველყავოს ხელის დაბანის შესაძლებლობა, შესაბამისი საპნითა და სხვა ჰიგიენური საშუალებებით. ხელის დაბანის შეუძლებლობის შემთხვევაში, გამოყენებულ უნდა იქნეს, სულ მცირე, 70% ალკოჰოლის შემცველი ხელის გამწმენდი ხსნარი; თვალსაჩინო ადგილას განათავსოს ხელის ჰიგიენური საშუალებები და მათი სწორად მოხმარების წესები;

 

  • დარწმუნდინენ, რომ დასაქმებულებს აქვთ წვდომა ხელის ჰიგიენურ საშუალებებთან და იციან მისი გამოყენება შესაბამისი წესების დაცვით;

 

  • ყველა თანამშრომელს და კონტრაქტორს, დასუფთავებაზე პასუხისმგებელ პერსონალს მიაწოდოს ინფორმაცია შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების შესახებ, რათა თავიდან იქნეს აცილებული კორონავირუსის გავრცელება სამუშაო გარემოში;

 

  • დაატრენინგოს თანამშრომლები ინდივიდუალური დაცვის საშუალებებისა და ჰიგიენური საშუალებების სწორად გამოყენებასა და შემდგომში მის შენახვა/მოცილებაზე;

 

  • უზრუნველყოს დასაქმებულები სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე აუცილებელი ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით (სპეცტანსაცმელი, სპეცფეხსაცმელი, ჩაფხუტი, ხელთათმანი, რესპირატორი) და დააწესეთ კონტროლი მათ გამოყენებაზე;

 

  • პერიოდულად, დღეში რამდენჯერმე, უზრუნველყოს დახურული სივრცეების/სათავსების ბუნებრივი ვენტილაცია;

 

  • გარკვეული პერიოდულობით მოახდინოს ხშირად გამოყენებული სამუშაო აღჭურვილობისა და სამუშაო ადგილების დეზინფექცია;

 

  • მოაწესრიგოს ერგონომიკა სამშენებლო მოედანზე. უზრუნველყავით სამუშაო სივრცის დროული დასუფთავება და სამშენებლო ნარჩენების დროული გატანა.

 

  • დასაქმებულებისა და ვიზიტორებისთვის, სამუშაო სივრცეში უზრუნველყაოს გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა გამოყენებული ჰიგიენური ნარჩენებისთვის დახურული კონტეინერების განთავსება

 

ასევე, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ რეკომენდაციებში დაწვრილებით არის საუბარი, თუ როგორ უნდა დაიცვას დამსაქმებელმა ობიექტზე ჰიგიენის წესები.

 

ჰიგიენის დაცვის სავალდებულო წესები 

 

  • დაიცავით ჰიგიენის წესები თქვენს სამუშაო ადგილზე;

 

  • სამუშაო პროცესი განახორციელეთ დამსაქმებლის/შრომის უსაფრთხოების მენეჯერის მიერ განსაზღვრული საგანგებო სიტუაციებში სამოქმედო გეგმის შესაბამისად;

 

  • მისალმებისას არ ჩამოართვათ ხელი ერთმანეთს და მოერიდოთ სხვებთან კონტაქტს (შეხებას და სხვა);

 

  • მოერიდეთ თავშეყრას, რეკომენდირებულია ერთ სამუშაო პლატფორმაზე არაუმეტეს 10 ადამიანის მუშაობა უსაფრთხო დისტანციის დაცვით (არანაკლებ 2 მ-სა);

 

  • სამუშაოების შესრულებისას გამოიყენეთ სრულად ის ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, რომელსაც გაწვდით დამსაქმებელი;

 

  • სადეზინფექციო საშუალებებით დაასუფთავეთ სამუშაო ადგილები და ის ხელსაწყოები, რომელსაც იყენებთ სამუშაო პროცესის მიმდინარეობისას

 

  • საკვების მიღებამდე და მიღების შემდეგ, საპირფარეშოში შესვლის და გამოსვლის შემდეგ საფუძვლიანად დაიბანეთ ხელები წყლითა და საპნით. დაბანის შემდგომ კარგად გაიმშრალეთ ხელები;

 

  • გამოიყენეთ სპირტის შემცველი ხელის საწმენდი საშუალებები იმ შემთხვევაში, თუ ვერ ახერხებთ ხელების დაბანას და გაშრობას;

 

  • დაიცავით უსაფრთხო დისტანცია (არანაკლებ 2 მ-სა);

 

  • დახველების და დაცემინების დროს მიიფარეთ სუფთა ხელსახოცი ან იდაყვი. გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცი კი გადააგდეთ ურნაში;

 

  • მოერიდეთ ხელებით თვალებზე, ცხვირზე და პირზ შეხებას.
გაზიარება81

დაკავშირებული -პოსტები

ილია II-ს დღეს დაკრძალავენ

by მეგა TV
მარტი 22, 2026
0
“ისე შემხვდა, თითქოს წლებია მიცნობდა” – ირაკლი ჟვანია პატრიარქთან შეხვედრას იხსენებს
მთავარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს დღეს დაკრძალავენ.   დაკრძალვის დღესთან დაკავშირებული სამზადისი სამებაში უკვე რამდენიმე საათია მიმდინარეობს, მათ შორის ეწყობა როგორც...

დაწვრილებითDetails

შსს განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
მარტი 21, 2026
0
შინაგან საქმეთა მინისტრმა საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ბრძანება გამოსცა
მთავარი

საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვასთან დაკავშირებით, 22 მარტს თბილისის მასშტაბით ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდება. შეზღუდვები შეეხება, როგორც კერძო ავტომობილებს, ასევე, მუნიციპალურ ტრანსპორტს. 22 მარტს, 02:00 საათიდან დაკრძალვის ცერემონიის...

დაწვრილებითDetails

აღმოჩნდნენ ისეთი ადამიანებიც…-მეუფე საბა

by თამარა ქავთარაძე
მარტი 21, 2026
0
აღმოჩნდნენ ისეთი ადამიანებიც…-მეუფე საბა
მთავარი

ამ ტკივილიან და მწუხარე დღეებში აღმოჩნდნენ ისეთი ადამიანებიც, სამღვდელო პირი თუ ღვთისგან განდგომილი ადამიანები, რომლებმაც ნიშნის მოგებით თქვეს: „აბა, სად არის პატრიარქის ის პირობა, როდესაც მან ბრძანა,- მე უფალი მაშინ წამიყვანს...

დაწვრილებითDetails

რა უნდა იცოდეთ პატრიარქის დაკრძალვის დღესთან დაკავშირებით

by თამარა ქავთარაძე
მარტი 21, 2026
0
ამონარიდები საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ქადაგებებიდან
მთავარი

ინფორმაცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის დაკრძალვის ცერემონიასთან დაკავშირებით ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი დაიკეტება 22 მარტს, 02:00 საათიდან 08:00 საათამდე, რათა მოწესრიგდეს და მომზადდეს წირვისა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა...

დაწვრილებითDetails

21 მარტს ქართული ჟურნალისტიკის დღე აღინიშნება

by თამარა ქავთარაძე
მარტი 21, 2026
0
21 მარტს ქართული ჟურნალისტიკის დღე აღინიშნება
მთავარი

საქართველოში 21 მარტი ქართული ჟურნალისტიკის დღედ აღინიშნება - პროფესიული თარიღი, რომელიც მედიის როლს, პასუხისმგებლობასა და განვითარებას უსვამს ხაზს. ეს დღე უკავშირდება პირველი ქართული გაზეთის - საქართველოს გაზეთი  გამოცემას, რომელიც 1819...

დაწვრილებითDetails

21 მარტს მსოფლიოში დაუნის სინდრომის დღე აღინიშნება

by თამარა ქავთარაძე
მარტი 21, 2026
0
21 მარტს მსოფლიოში დაუნის სინდრომის დღე აღინიშნება
მთავარი

„ერთად მარტოობის წინააღმდეგ“ - ამ სლოგანით აღინიშნება 2026 წელს, დაუნის სინდრომის დღე. სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ყოველი წლის 21 მარტს მსოფლიოში დაუნის სინდრომის დღე აღინიშნება, რომელიც დაუნის სინდრომის მქონე პირთა უფლებების...

დაწვრილებითDetails

სინოდის პირველივე სხდომაზე უნდა დადგეს მისი წმინდანად შერაცხვის საკითხი- მეუფე ნიკოლოზი

by თამარა ქავთარაძე
მარტი 21, 2026
0
სინოდის პირველივე სხდომაზე უნდა დადგეს მისი წმინდანად შერაცხვის საკითხი- მეუფე ნიკოლოზი
მთავარი

“მე ვფიქრობ, რომ სინოდის პირველივე სხდომაზე უნდა დადგეს მისი წმინდანად შერაცხვის საკითხი, მე პირადად ამის მომხრე ვარ… ” – ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტმა, ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა....

დაწვრილებითDetails

მეწყერის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად ფონდი შეიქმნა

by თამარა ქავთარაძე
მარტი 21, 2026
0
სტიქია სოფელ კურსებში – ფოტორეპორტაჟი
მთავარი

მეწყერის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად ფონდი შეიქმნა- ამის შესახებ მარიამ ბეროძე წერს. "ადამიანებმა დაკარგეს საცხოვრებელი სახლები, მიწები, მამა-პაპის საფლავები… მიწამ ჩაყლაპა წლების ნაშრომი და ჯერ კიდევ ბუნდოვანია, წინ რა გველოდება."-...

დაწვრილებითDetails

“უამრავი ადამიანისთვის პატრიარქი ილია II იყო ხმა შერიგებისა, დაუღალავი შემოქმედი ერთობისა”- რომის პაპი

by მეგა TV
მარტი 21, 2026
0
რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს
მთავარი

რომის პაპი ლეონ XIV სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მიტროპოლიტ შიოსა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდს სამძიმრის წერილს უგზავნის. როგორც რომის პაპის წერილშია აღნიშნული, უამრავი ადამიანისთვის პატრიარქი ილია II იყო ხმა...

დაწვრილებითDetails

21 და 22 მარტს 12:00 საათზე, მთელ ქვეყანაში, ტაძრებში გლოვის ზარებს დარეკავენ

by მეგა TV
მარტი 21, 2026
0
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

საქართველო კათოლიკოს-პატრიარქს გლოვობს, მეოთხე დღეა ხალხის უსასრულო ნაკადია სამების ტაძარში, ტაძრის ეზოში და მიმდებარედ. გრძელი რიგი ავლაბრის მოედნიდან იწყება. მოქალაქეები ჩამოდიან საქართველოს რეგიონებიდან და ელოდებიან რიგში საკუთარ ადგილს, რათა პატრიარქს...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"