რატომ გაუჩინარდა რიონის მცველი და რისი თქმა სურს ნიკა ანთიძეს. დაკარგული მამაკაცის ოჯახის ადვოკატი დღეს იმ წერილს გაასაჯაროებს, რომელიც ნამოხვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგემ გაუჩინარებამდე ცოტა ხნით ადრე დაწერა. უფლებადამცველის ინფორმაციით წერილი ბევრ კითხვას გასცემს პასუხს, მათ შორის რა გახდა ნიკა ანთიძის გაუჩინარების მიზეზი. ადვოკატი დღეს მის მიერ მოპოვებულ მტკიცებულებებზე ისაუბრებს. ის განცხადებას 11 საათზე გააკეთებს.
5 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი ენერგიული დღე გელით. კარგი დროა მნიშვნელოვანი საქმის დასაწყებად, თუმცა გადაწყვეტილებების მიღებისას აჩქარებას მოერიდეთ. კურო ყურადღება ფინანსურ საკითხებზე გადაიტანეთ. მცირე ცვლილებაც კი მომავალში სასარგებლო შედეგს მოგიტანთ. ...










