LIVE TV
კვირა, იანვარი 25, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

რა წერია საქართველოს შესახებ ევროკომისიის დასკვნაში

დაპოსტა 2023/11/08-ში
63
ნახვა
გაზიარება

ევროკომისიამ ევროპულ საბჭოს მიმართა რეკომენდაციით, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს. ამის შესახებ სამუშაო დოკუმენტშიცაა საუბარი, რომელიც უწყებამ გაასაჯაროვა და სადაც საქართველოშ არსებული პოლიტიკური ვითარება, სასამართლო სისტემა, ადამიანის უფლებბეი და სხვა მნიშვნელოვანი საკითხებია განხილული.

ევროკომისიის ანგარიშში ნათქვამია, რომ ზოგადად, საკანონმდებლო ბაზა, ინსტიტუციური წყობა და აქტიური სამოქალაქო საზოგადოება ქვეყნის გარკვეული დონის მზაობას უზრუნველყოფს შემდგომი დემოკრატიული და კანონის უზენაესობის რეფორმებისთვის, თუმცა, აქვე აღნიშნულია, რომ რეფორმების პროცესს განგრძობადი პოლიტიკური დაძაბულობა, ღრმა პოლარიზაცია, პოლიტიკურ პარტიებს შორის კონსტრუქციული ჩართულობის არარსებობა და ეროვნული ინტერესების ძირითად საკითხებზე კონსენსუსის შექმნის გამოწვევები აფერხებს.

“მმართველ უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის პარტიათაშორისმა დაძაბულობამ, ასევე შეზღუდულმა კონსულტაციებმა სამოქალაქო საზოგადოებასთან, გადაწყვეტილების მიღების პროცესსა და რეფორმების განხორციელებაზე იმოქმედა”, – აღნიშნულია სამუშაოა დოკუმენტში.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ პარლამენტში მრავალპარტიული მუშაობა კანონმდებლობის შედგენაში ოპოზიციის შეზღუდული ჩართვითა და ოპოზიციის ნაწილის მხრიდან პერიოდული ბოიკოტებით შეფერხდა. ამის მიუხედავად, დოკუმენტში აღნიშნულია ისიც, რომ იყო თანამშრომლობის კარგი მაგალითები, მათ შორის, ცვლილებები პარლამენტის რეგლამენტში.

ევროკომისიის დოკუმენტში საუბარი საქართველოს სასამართლო სისტემასაც შეეხება – ანგარიშში წერია, რომ საქართველოში რამდენიმე საკანონმდებლო ცვლილება მიიღეს მათ შორის საერთო სასამართლოებთან დაკავშირებით, თუმცა, ვენეციის კომისიის ყველაზე მნიშვნელოვანი რეკომენდაციების გათვალისწინების გარეშე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოვლისმომცველი რეფორმისა და უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებების სავალდებულო ხასიათთან დაკავშირებით.

ევროკომისია ასევე წერს, რომ საქართველომ გარკვეულ პროგრესს მიაღწია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში. აქვე, ნათქვამია, რომ საჭიროა შემდგომი ნაბიჯების განხორციელება დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის დასრულებისთვის და მისი განხორციელების დასაწყებად.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველომ, ფუნდამენტურ უფლებებთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კონვენციებისა და დოკუმენტების უმეტესობის რატიფიცირება მოახდინა და, მთლიანობაში, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კანონმდებლობით ნაკისრ ვალდებულებებს ასრულებს.

თუმცა, მათივე თქმით, გადასაწყვეტი რჩება რამდენიმე ძირითადი საკითხი – დისკრიმინაცია სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით, ასევე, სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა. გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით კი ევროკომისია წერს, რომ საქართველოს აქვს გარკვეული დონის მომზადება და მიღწეულია შეზღუდული პროგრესი.

“მედიაგარემო ძირითადად პლურალისტურია, მაგრამ ასევე ძალიან პოლარიზებული და მტრულ გარემოში მუშაობს. ბიზნესისა და პოლიტიკური ინტერესების გადაკვეთა მედიის დამოუკიდებლობას კვლავ აფერხებდა. ადგილი ჰქონდა დაშინებებს, ასევე წინასაარჩევნო აქციებისა და დემონსტრაციების კონტექსტში მედიის წარმომადგენლებზე ფიზიკურ და სიტყვიერ თავდასხმებს. შემდგომი გამოძიებები ჯერჯერობით არაეფექტურია. ასევე, მედიის მიმართ მძაფრი განცხადებები ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლებისგან მოდის. გახშირდა სასამართლო პროცესები და გამოძიება ოპოზიციური მედიის მფლობელების წინააღმდეგ. ბოლო განაჩენები მედიის კრიტიკულ გაშუქებაზე უარყოფითად მოქმედებს”, – ვკითხულობთ დოკუმენტში.

დოკუმენტში შეკრების თავისუფლებაზეცაა საუბარი და წერია, რომ ამ მიმართულებით პრობლემები ისევ არსებობს და ეს ძირითადად მოწყვლად მდგომარეობაში მყოფ პირებს ეხება, მათ შორის გამოყოფილია 8 ივლისს Tbilisi Pride-ის მონაწილეების მიმართ სასტიკი თავდასხმა.

ევროკომისია შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში დაჩქარებული წესითა და წინასწარი კონსულტაციების გარეშე შეტანილ ცვლილებებსაც ეხება და წერს, რომ ამ კანონს, მიღების შემდეგ, პრეზიდენტმა ვეტო დაადო.

აქვე, წერია , რომ ინსტიტუციურ დონეზე, გენდერულ ძალადობაზე რეაგირება კარგადაა განსაზღვრული, თუმცა, დამცავი ზომები, მსხვერპლთა მხარდაჭერის სერვისები და თავშესაფრის შემდგომი დახმარება შემდგომ გაუმჯობესებას საჭიროებს.

გაზიარება25

დაკავშირებული -პოსტები

“აუცილებელია ვიცოდეთ, რა წარმოქმნის ფასნამატის აუცილებლობას” – გია ვოლსკი

იანვარი 24, 2026
56
მთავარი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, აუცილებელია იმ მარშრუტის ზედმიწევნის ცოდნა, რომელსაც საქონელი დახლებამდე გადის, რათა გაირკვეს, თუ რა წარმოქმნის იმ ფასნამატს, „რაც მოსახლეობას მძიმე ტვირთად აწევს“. როგორც გია ვოლსკიმ, სასურსათო პროდუქტებზე ფასების შემცირებასთან...

დაწვრილებითDetails

სიახლე ექთნებისა და მეან-ექთნებისის – ნახეთ რა გევალებათ

იანვარი 24, 2026
729
მთავარი

ექთნებისა და მეან-ექთნებისთვის სახელმწიფო რეესტრი იქმნება. შედეგად, ექთნებს რეესტრში ავტორიზაციის გავლა მოუწევთ. რეესტრის წარმოების წესი უკვე დამტკიცებულია, ცვლილებები კი 2026 წლის 26 იანვრიდან ამოქმედდება. „ექთნებისა და მეან-ექთნების რეესტრის წარმოება სახელმწიფო...

დაწვრილებითDetails

ავადმყოფი ერი ვართ? არა, მაშინ რა ხდება?- კარდიოქირურგი ნიკოლოზ ვაშაყმაძე პოსტს აქვეყნებს

იანვარი 24, 2026
1.4k
მთავარი

კარდიოქირურგი ნიკოლოზ ვაშაყმაძე პოსტს აქვეყენებს. "რატომ გახდა კარდიოქირურგია "ცეხავიკების" საქმე?"- სვამს ის კითხვას და სამედიცინო სექტორში არსებულ  მძიმე მდგომარეობაზე საუბრობს: "კომენტარად დავწერე და ვფიქრობ გასტატუსება არ იქნება ურიგო: რატომ გახდა...

დაწვრილებითDetails

არასრულწლოვანის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

იანვარი 24, 2026
224
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, რუსთავში, არასრულწლოვანის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს. არსებული ინფორმაციით, დაკავებული ასევე არასრულწლოვანია. შემთხვევა გუშინ მოხდა. ფაქტს წინ, სავარაუდოდ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა, რა დროსაც 16 წლის...

დაწვრილებითDetails

„ქართული ოცნების” მიერ განსხვავებული აზრის მზარდი ჩახშობა“ – ჰელსინკის კომისია ბრიფინგს გამართავს

იანვარი 24, 2026
29
მთავარი

ჰელსინკის კომისია საქართველოში არსებული ვითარების შესახებ ბრიფინგს გამართავს, - ამის შესახებ ინფორმაცია კომისიის ვებგვერდზეა განთავსებული. კომისიის ცნობით, ბრიფინგი, სახელწოდებით „ქართული ოცნების" მიერ განსხვავებული აზრის მზარდი ჩახშობა“, 28 იანვარს, თბილისის დროით 23:00 საათზე...

დაწვრილებითDetails

გერმანიაში საქართველოს მოქალაქე ქურდობის ბრალდებით დააკავეს

იანვარი 24, 2026
241
მთავარი

გერმანიაში, ქალაქ დუისბურგში, საქართველოს მოქალაქე ქურდობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას გერმანული მედია "PRESSPORTAL" ავრცელებს. დუისბურგში გერმანიის პოლიციის თანამშრომლებმა 38 წლის ქართველი მამაკაცი დააკავეს. მამაკაცი რომელზეც ძარცვისთვის დაკავების ორდერი წინასწარ იქნა გაცემული, ქუჩაში შემოწმების დროს...

დაწვრილებითDetails

ბათუმში მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის მშენებლობა დაიწყო

იანვარი 24, 2026
24
მთავარი

ბათუმში, ჩაქვის დასახლების ტერიტორიაზე მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის კომპლექსის მშენებლობა დაიწყო. პროექტის ფარგლებში, 26 696 კვადრატულ მეტრ ფართობზე გათვალისწინებულია მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის ორი იდენტური ბლოკის მოწყობა. ბლოკებში განთავსდება 180 დამოუკიდებელი ვოლიერი,...

დაწვრილებითDetails

ოსკარის ნომინანტები ცნობილია

იანვარი 24, 2026
35
მთავარი

ამერიკის კინოაკადემიამ წლევანდელი ოსკარების ნომინანტები დაასახელა. 13 ნომინაციით ამერიკული ფილმი, პოლ თომას ანდერსონის ბრძოლა ბრძოლის შემდეგ ლიდერობს. 9-9 ნომინაცია მიიღო მარტი დიდებულმა და ფრანკენშტეინმა ოსკარის დაჯილდოების ცერემონია თბილისის დროით 17 მარტს, 4:00 საათზე გაიმართება. 2026 წლის...

დაწვრილებითDetails

პატიმრობა ტროტუარზე დგომისთვის – ახალ პრაქტიკას ამკვიდრებს, რომელიც რუსეთის მსგავსი ავტორიტარული ქვეყნებისთვისაა დამახასიათებელი – „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“

იანვარი 24, 2026
19
ფოტო: მარიამ ნიკურაძე
მთავარი

პატიმრობა ტროტუარზე დგომისთვის - ეს გადაწყვეტილებები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, ადამიანის უფლებების სფეროში მოქმედ ყველა საერთაშორისო სტანდარტს და ახალ პრაქტიკას ამკვიდრებს, რომელიც რუსეთის მსგავსი ავტორიტარული ქვეყნებისთვის არის დამახასიათებელი, - ასე ეხმაურება „საერთაშორისო...

დაწვრილებითDetails

ცვლილება ჯანდაცვის სფეროში, რომელიც 26 იანვრიდან ამოქმედდება

იანვარი 24, 2026
51
xr:d:DAFHIEqHaUk:5,j:31316064576,t:22072217
მთავარი

ექთნებისა და მეან-ექთნებისთვის სახელმწიფო რეესტრი იქმნება, რომლის ფარგლებში მათ ავტორიზაციის გავლა მოუწევთ. რეესტრის წარმოების წესი უკვე დამტკიცებულია, ხოლო ახალი რეგულაციები ძალაში 2026 წლის 26 იანვრიდან შევა. დოკუმენტის მიხედვით, რეესტრი უზრუნველყოფს...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».