LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
რა შოკისმომგვრელ რეალობას უკავშირდება 8 მარტი

რა შოკისმომგვრელ რეალობას უკავშირდება 8 მარტი

დაპოსტა 2025/03/08-ში
A A
589
ნახვა
გაზიარება

1910 წლის გაზაფხული კოპენჰაგენში. 8 მარტს ნავსადგურთან ოციოდე ქალს მოეყარა თავი. მეძავები იყვნენ, ყველაფერზე ეტყობოდათ და არც ცდილობდენ დამალვას:
– გუშინ ემა პოლიციელისაგან ისევ ნაცემი დაბრუნდა. საწყალი ბავშვი, როდემდე უნდა ვაძლიოთ უფასოდ ფარაონებს, ადამიანურად მაინც გვექცეოდნენ… – ვერაფერი გამიგია, გუშინწინ ბურგომისტრმა მე ამომარჩია. ბოლოს მიმტკიცებდა, უშენოდ ცხოვრება აღარ შემიძლია, აწი სულ შენთან ვივლიო. მე ვუთხარი, თუ ასე მოგწონვარ, კანონები შეცვალე, ნამეტანი გვავიწროებენ-მეთქი. მაგრამ არა, ასეა საჭიროო…
ქალებს ფრაუ ბოდეკერი მიუახლოვდა, ხანში შესული გერმანელი ქვრივი, (დღევანდელი ტერმინოლოგიით – “მამაშა”) ნავსადგურთან რომ საროსკიპო ჰქონდა და მეძავთა შორის დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა: – გამარჯობათ გოგოებო, ამ სიცხეში რას იკლავთ თავს. წამოდით, ცივ ლუდზე გპატიჟებთ! – კმაყოფილი გოგოები სწრაფად შელაგდნენ უახლოეს ლუდხანაში, სასმელი მალე მოეკიდათ და ფრაუ ბოდეკერის წინადადებით შეთანხმდენ, რომ ქალაქის ყველა მეძავს მერიასთან მოეყარა თავი. ორი საათის შემდეგ ქალაქის მთავარი მოედანი მეძავებით გაივსო. პოლიციამ ისინი მერიის შენობაში არ შეუშვა და სახელდახელოდ შედგენილი, რამდენიმე პუნქტად ჩამოყალიბებული მოთხოვნა შეუგზავნეს ქალაქის თავს.
გადიოდა დრო, პასუხი კი არ ჩანდა. მეძავებს მოთმინების ძაფი გაუწყდათ, ფრაუ ბოდეკერი გაჭირვებით აბობღდა ოთხთვალაზე და ბრბოს მიმართა: – დებო, შვილებო, ქალებო, ხომ ხედავთ, ყველას ფეხებზე ვკიდივართ. კარგად ვიცი მამრთა ბუნება. მოდით, გავშიშვლდეთ და მაშინ კი ნაღდად მოგვაქცევენ ყურადღებას!!! პირველმა თვითონ გაიძრო კაბა, პენუარი და ორივე საცვალი. რამდენიმე წამში უამრავი მეძავი შიშველი იდგა მერიის წინ. ბოდეკერმა განაგრძო:

– ჩვენ ვიღაც სულელი ათეისტი ბუნტისთავები კი არა ვართ. ჩვენ გვწამს ღმერთის. მოდით, დავიჩოქოთ და ჩვენი პროფესიული ლოცვა აღვუვლინოთ ზეცას – ყოვლადწმინდა ღვთისმშობელო, წმინდაო მარიამ. შენ, რომელმაც ჩასახე ისე რომ არ შეგიცოდავს, გვასწავლე ჩვენ, უღირს მონათა შენთა, როგორ შევცოდოთ ისე, რომ არ ჩავსახოთ. რადგან შენია ძალი, დიდება და სუფევა უკუნისამდე. ამინ! დაჩოქილი, შიშველი, მთვრალი მეძავები ერთდროულად იმეორებდენ ამ სიტყვებს.
მერი თვალებდაჭყეტილი იყურებოდა ფანჯრიდან. ბოლოს გამოერკვა, მდივანს სასწრაფოდ უკარნახა ბრძანება, ხელი მოაწერა და პირველსავე ახლომყოფ ჩინოვნიკს ეცა: – წადით და ხმამაღლა წაუკითხეთ; უთხარით რომ ყველაფერზე თანახმა ვარ, გადასახადებსაც შევუმცირებ, აკრძალვებს მოვუხსნი, პოლიციელების თავნებობასაც ავლაგმავ, ოღონდ ახლავე ჩაიცვან და დაიშალონ; საშინელებაა, რას იტყვის ეპისკოპოსი, რას იტყვის მეფე?, – და თავზე ხელები წაივლო. მეძავებმა მხიარული სტვენით მოისმინეს მერის ბრძანება და გამარჯვების ყიჟინა დასცეს, დაშლით კი დაიშალნენ, მაგრამ ტანზე ჩაცმა არავის უფიქრია და შიშვლები მთელ კოპენჰაგენს მოედვნენ. მერი სულ გაგიჟდა, ბრძანა, დაეპატიმრებინათ ყველა შიშველი ქალი. ასეულობით მეძავმა ღამე საპატიმროში გაატარა.

ოპენჰაგენში მყოფი როზა ლუქსემბურგი სასტიკად აღაშფოთა მეძავთა შევიწროებამ და მერს ახალი, ამჯერად ჩაცმული დემონსტრაცია მოუწყო. დაპატიმრებულნი მაშინვე გაანთავისუფლეს.

სულ მალე, კოპენჰაგენის სოციალისტ ქალთა კონფერენციაზე კლარა ცეტკინის წინადადებით 8 მარტი ქალთა სოლიდარობის საერთაშორისო დღედ გამოაცხადეს.
ებრაელი კლარა ეისნერი დაიბადა გერმანიის სოფელ ვიდერაუში 1857 წლის 5 ივლისს. მოსკოვში იგი დაუახლოვდა ოსიფ ცეტკინს, რომელთანაც უწესო კავშირიდან ეყოლა ორი ვაჟი. 1899 წლიდან კლარა ცეტკინის თანამეწყვილეა მასზე 18 წლით უმცროსი ფრიდრიხ ზუნდელი (და ა.შ.). 1933 წლის 20 ივნისს მოსკოვში გარდაცვლილი კლარა ცეტკინის ფერფლი ურნით შედგმულია კრემლის კედელში.

მასონ კლარა ცეტკინის, როზა ლუქსემბურგის და მათნაირების ქალთა საერთაშორისო სოლიდარობისათვის ზრუნვის მიზანი იყო ქალთა მასობრივი ჩაბმა სახელმწიფო გადატრიალებების, რევოლუციების ტალღაში. “ახალი მსოფლიო წესრიგის” მასონი მესვეურები გეგმაზომიერად ახორციელებდენ მონარქიების მოსპობას, განსაკუთრებით მართლმადიდებელი სახელმწიფოებისა (ძირითადი სამიზნე – რუსეთის მართლმადიდებლური მონარქია), რამეთუ მართლმადიდებლობა, მართლმადიდებელი ხელმწიფე ხელისშემშლელია ანტიქრისტეს მთელ მსოფლიოზე გაბატონებისა.

1913 წლის 23 თებერვალს პეტერბურგის ბოლშევიკებმა კალაშნიკოვის ბირჟის დარბაზში მოაწყვეს ქალთა მიტინგი დევიზით – მეცნიერული დილა ქალთა საკითხის გამო. 1914 წლის 23 თებერვლისათვის პეტერბურგელ მუშა ქალებს კრებისა და მიტინგის ნებართვა მისცეს, მაგრამ პოლიციამ წინა დღეს დააპატიმრა ყველა ორგანიზატორი და მომხსენებელი. მიუხედავად ამისა, კრება მაინც ჩატარდა. 1917 წლის 23 თებერვალს რევოლუციონერი ქალების დაჟინებით პეტერბურგში დაიწყო ქალთა დღისადმი მიძღვნილი მანიფესტაცია. იმპერიის უამრავი ქალი მონაწილეობდა გაფიცვებში. მძლავრი მანიფესტაცია მალე შეიარაღებულ აჯანყებაში გადაიზარდა და საბოლოოდ ისტორიაში შევიდა როგორც რუსეთის ბურჟუაზიული რევოლუცია 1917 წლის თებერვლისა. ოქტომბრის რევოლუციით “ხელისუფლებაში” მოსულმა ბოლშევიკებმა მეფის ოჯახი გაანადგურეს და მასონი-რევოლუციონერი ალექსანდრა კოლონტაის გავლენით საბჭოთა რუსეთში ქალთა დღე ოფიციალური “დღესასწაული” გახდა. 23 თებერვლის კვირა დღეს დაწყებული მანიფესტაციით დაამხეს რუსეთის მართლმადიდებლური მონარქია, რამაც ბიძგი მისცა ქალთა საერთაშორისო დღის მსოფლიო მასშტაბით დამკვიდრებას.
კალენდრის ახალ სტილზე გადასვლით 23 თებერვალი 8 მარტად გადაიქცა: საბჭოთა რუსეთში 1918 წლის 1 (14) თებერვლიდან, საქართველოში – 1918 წლის 1 (14) მაისიდან.

დასავლეთში ქალთა საერთაშორისო დღეს 1920-იანი წლების ბოლომდე მასშტაბურად აღნიშნავდნენ, თუმცა შემდეგ კომუნისტებთან ასოციაციის გამო მისმა პოპულარობამ იკლო. 1960-იან წლებში ფემინიზმის აღმავლობამ ხელი შეუწყო ქალთა დღის მზარდ პოპულარიზაციას.

კოსმოსური გაფრენის შემდეგ ვალენტინა ტერეშკოვა კრემლში მიიყვანეს. თავმდაბალ კოსმონავტს მღელვარებისგან ენა წაერთვა. მსოფლიოს ჩაგრული ხალხების ვითომ ერთადერთმა იმედმა, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის გენერალურმა მდივანმა გულში ჩაიკრა უშიშარი ქალი: – სამშობლოს ღირსეულო ასულო, შენ ასახელე ქვეყანა შენი. მითხარი რა გსურს და ვფიცავ დიდი ლენინის ხსოვნას, ერთი ნებისმიერი შენი სურვილი შესრულებული იქნება.! ვალენტინამ კრძალვით დახარა თავი: – ო, გენერალურო მდივანო, მზრუნველო მამავ…. ჩემთვის არ ვითხოვ…. რა იქნება, ქალთა საერთაშორისო დღე დასვენების დღედ გამოცხადდეს?. ბრეჟნევს გაეღიმა: – უბრალო თხოვნაა, დაე, ასე იყოს!
1965 წლის 8 მაისს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკათა კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებით 8 მარტი უქმე დღედ გამოცხადდა: საბჭოთა ქალების კომუნისტურ მშენებლობაში, დიდ სამამულო ომში ქვეყნის დაცვის, ფრონტსა და ზურგში გმირობის, ხალხთა შორის მეგობრობის განმტკიცებისა და მშვიდობისათვის ბრძოლაში უდიდესი დამსახურებისათვის.

1975 წელი ქალთა სოლიდარობის საერთაშორისო წლად გამოცხადდა, გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ოფიციალური სანქცია გასცა ქალთა დღის სპონსორობისათვის.
საქართველოში 1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებით შექმნილმა მრგვალი მაგიდა _ თავისუფალი საქართველოს ეროვნულმა ხელისუფლებამ დაიწყო ქართულ-მართლმადიდებელი სახელმწიფოს აღშენება. 22 ნოემბრიდან უზენაესი საბჭოს დადგენილებით საქართველოს რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე გაუქმდა მანამდე არსებული ყველა დღესასწაული, გარდა სამოქალაქო ახალი წლის უქმე დღისა, – აღდგა ეროვნული, საეკლესიო დღესასწაულები და მათთან დაკავშირებული უქმე დღეები.
“ახალი მსოფლიო წესრიგის” მასონ მესვეურთაგან მართული კრიმინალური ხუნტის მიერ ეროვნული ხელისუფლების განდევნით 1992 წლიდან საქართველოში გაბატონდა უზნეო “ხელისუფლება” და კვლავაც ოფიციალურად არსებობს მასონური “8 მარტის დღესასწაულის” უქმე დღე.

2003 წლის თებერვალში პარლამენტის ტრიბუნიდან დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ 8 მარტის დღესასწაულის გაუქმება მოითხოვა – ხანმოკლე დებატები შეწყდა ნინო ბურჯანაძის, პარლამენტის თავმჯდომარის კატეგორიული თქმით: “ეს დღესასწაული გაეროს მიერაა აღიარებული და, გარდა ამისა, ის ქალთა უფლებების დაცვას უკავშირდება; ესეც რომ არ იყოს, ქვეყანაში არსებობს გაცილებით სერიოზული პრობლემები, ვიდრე 8 მარტის ბედ-იღბლის გადაწყვეტაა”
2005 წელს ბრიტანეთის პროფკავშირთა გაერთიანების კონგრესზე ერთხმად დაუჭირეს მხარი რეზოლუციას ქალთა საერთაშორისო დღის სახალხო დღესასწაულად გამოცხადების შესახებ.
ქალთა სოლიდარობის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, რასაც მხარს უჭერს მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მთავრობა და ორგანიზაცია. ქალთა უფლებების დაცვის მოძრაობები ყოველწლიურად 8 მარტს მრავალ ღონისძიებას ატარებენ. ქალთა გლობალისტური ასოციაცია ავრორას ვებ-გვერდზე შესაძლებელია ადგილობრივი ღონისძიებების დარეგისტრირება, რაც ქალთა უფლებების დაცვის სფეროში ლოკალური მოვლენების გლობალურ გაშუქებას უწყობს ხელს.

http://intermedia.ge/

გაზიარება236

დაკავშირებული -პოსტები

ილია II-ის გარდაცვალებიდან დღეს 40 დღე შესრულდა

by მეგა TV
აპრილი 25, 2026
0
“ისე შემხვდა, თითქოს წლებია მიცნობდა” – ირაკლი ჟვანია პატრიარქთან შეხვედრას იხსენებს
მთავარი

უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის გარდაცვალებიდან დღეს 40 დღე შესრულდა. საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ამასთან დაკავშირებით, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე,...

დაწვრილებითDetails

საფრანგეთში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

by მეგა TV
აპრილი 25, 2026
0
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

საფრანგეთში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა.   სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში შოთო სიხარულიძე ავრცელებს.   გავრცელებული ინფორმაციით, ბაჩო ქადეიშვილი მძიმე სენს ებრძოდა.   „გარდაიცვალა ახალგაზრდა ემიგრანტი საფრანგეთში ბაჩო ბაჩანა ქადიეშვილი გლოვობს ჩემი...

დაწვრილებითDetails

საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
აპრილი 25, 2026
0
საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
მთავარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებიდან, ხვალ 40 დღე სრულდება. სიონის ტაძარში დაგეგმილ მსახურებასთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს.   „ხვალ, 25 აპრილს, 40 დღე სრულდება უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის,...

დაწვრილებითDetails

25 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აპრილი 25, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი   მოუსმინეთ საკუთარ გულის ხმას, ინტუიცია გიკარნახებთ რა გზით უნდა იაროთ, რათა მიიღოთ ის, რაც თქვენ გეკუთვნით, მთავარია, მკაფიოდ გაარჩიოთ თეთრი შავისგან და არ გადაუხვიოთ სწორი გზიდან.   კურო...

დაწვრილებითDetails

პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა

by მეგა TV
აპრილი 24, 2026
0
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
მთავარი

ლაზარე გრიგორიადისი დააკავეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გრიგორიადისი სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით არის დაკავებული, რაც სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარას გულისხმობს. არსებული ინფორმაციით, გრიგორიადისი...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი

by მეგა TV
აპრილი 24, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6932 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6932 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6936 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

ოქრო გაიაფებას განაგრძობს – რა ღირს გრამი

by მეგა TV
აპრილი 24, 2026
0
რა ღირს გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში
მთავარი

მსოფლიო ბირჟებზე ოქრო მცირედით გაიაფდა. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულებად 4 686 დოლარი განისაზღვრა, რაც დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასზე 0.42%-იან კლებას წარმოადგენს. რაც შეეხება ვერცხლს,...

დაწვრილებითDetails

ბაღდათში ყველის არალეგალური საწარმო გამოავლინდა

by მეგა TV
აპრილი 24, 2026
0
ბაღდათში ყველის არალეგალური საწარმო გამოავლინდა
მთავარი

სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ბაღდათში ყველის არალეგალურ საწარმოს საქმიანობა შეუჩერეს. სააგენტოს ცნობით, ინდივიდუალური მეწარმე ა. მ. (მის: ბაღდათის რაიონი, სოფელი როხი) სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის...

დაწვრილებითDetails

” შეთანხმების დაცვა მაინც მოუწევს, ისე ჩვენთან ვერ გაჩერდება!”- თამარ ჩერგოლეიშვილი მიხეილ სააკაშვილზე

by მეგა TV
აპრილი 24, 2026
0
” შეთანხმების დაცვა მაინც მოუწევს, ისე ჩვენთან ვერ გაჩერდება!”- თამარ ჩერგოლეიშვილი მიხეილ სააკაშვილზე
მთავარი

ვუთხარით, რის შესახებ არის „ალიანსი“, რომ ეს არ არის მხოლოდ რეჟიმის წინააღმდეგ და ეს არის ოპოზიციის დემოკრატიული გადატვირთვის პროექტი, რაც ნიშნავს იმას, რომ ნაკლები ფოკუსი უნდა იყოს პოლიტიკურ მანევრებზე, ავტოკრატი ლიდერების...

დაწვრილებითDetails

25-27 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

by მეგა TV
აპრილი 24, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
ამინდი

25-26 აპრილს საქართველოს ცალკეულ რაიონში შენარჩუნებული იქნება მცირე ნალექი, ხოლო 27 აპრილს კვლავ ნალექიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი. ქ. თბილისში: 25-26 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 27 აპრილს ხანმოკლე...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"