„ვირუსის უფრო გადამდები ვარიანტი უფრო საშიშს შეიძლება ნიშნავდეს“,- ამის შესახებ აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) დირექტორმა, როშელ ვალენსკიმ განაცხადა.
ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
„ვირუსის უფრო გადამდები ვარიანტი ნიშნავს, რომ მეტი სიმპტომური დაავადების მქონე და ჰოსპიტალიზებული ბავშვი გვეყოლება.
ეს ვირუსი იმ ადგილებში მიდის, სადაც არავაქცინირებული პირები არიან. საუკეთესო რამ, რაც ჩვენი შვილებისთვის შეგვიძლია გავაკეთოთ, მათი ვაქცინირებული ადამიანებით გარემოცვაა“, – აღნიშნა აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) დირექტორმა.