LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ქუთაისის აეროპორტთან  4-ვარსკვლავიანი სასტუმორს გახსნა იგეგმება

რა შეზღუდვებით დაიწყებენ სასტუმროები ფუნქციონირებას

დაპოსტა 2020/05/01-ში
A A
277
ნახვა
გაზიარება

სასტუმროების გახსნის სავარაუდო თარიღი ცნობილია. მთავრობის მიერ დაანონსებული, შეზღუდვების შერბილების ფარგლებში, ეს მეექვსე ეტაპზე, ანუ 6 ივლისიდან მოხდება. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ პანდემიის დასრულების ვადები ჯერ კიდევ უცნობია, სასტუმროებს მუშაობა გარკვეული გამკაცრებული წესების დაცვით მოუწევს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი მაია სიდამონიძე „ბიზნესპრესნიუსთან“ იმ სავარაუდო გაიდლაინებს ასახელებს, რომელზეც მთავრობა კერძო სექტორთან ერთად მუშობს.

საუბარია, ისეთ შეზღუდვებზე, როგორიცაა: სუზმისა და ე.წ შვედური მაგიდის აკრძალვა, დისტანცირება, ასევე, შენობაში პირბადის, ხელთათმანებისა, თუ სადეზინფექციო საშულებების გამოყენება და ა.შ.

„ჩვენ, კერძო სექტორის წარმომადგენლებს, ამ საკითხზე ჩართვა გვქონდა ეკონომიკის მინისტრთან, ნათია თურნავასთან და ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელთან, მარიამ ქვრივიშვილთან. მათ დაგვიდასტურეს, რომ მიმდინარეობს მუშაობა მსოფლიო ტურიზმის ეროვნულ ორგანიზაციასთან ერთად, რათა მოხდეს რეკომენდაციების გათვალისწინება.

ვფიქრობ, ზუსტად დროულია ამ გაიდლაინების შემუშავება, რადგან მსოფლიოს სხვა ქვეყნებში უკვე დაიწყო სანიტარული კორიდორისა და გეგმის, ასევე საზღვრების გახსნის სტრატეგიის დაანონსება. ამიტომ, ჩვენ ამ პროცესს არ უნდა ჩამოვრჩეთ, თუ გვაქვს ამბიცია, რომ მოგზაურობისთვის ერთ-ერთი უსაფრთხო ქვეყანა ვართ. ამასთანავე, ბიზნესის წარმომადგენლებმა უნდა იცოდნენ, რა გაიდლაინებთან გვექნება საქმე, რადგან ეს წესები საკმაოდ დიდი ცვლილებებთან და ბევრ ხარჯთანაც არის დაკავშირებული.

რაც შეეხება კონკრეტულ ცვლილებებს, ყველა ვთანხმდებით, რომ ძირითადი აქცენტი გაკეთდება უსაფრთხოებასა და სანიტარულ გაიდლაინებზე, რათა მაქსიმალურად ლიმიტირებული იყოს ვირუსის გავრცელების შესაძლებლობები. აქ იგულისხმება სოციალური დისტანცირება, ასევე, გვაქვს მოლოდინი, რომ საუზმე და ე.წ შვედური მაგიდა აღარ იქნება. თუმცა, მე პირადად არ ვეთანხმები, რომ ნომრების დატვირთვა ოთახების გამოტოვებით მოხდეს (რაც თურქეთმა გააკეთა), იმიტომ, რომ ოთახებს შორის ისედაც საკმაოდ დიდი მანძილია და ფაქტობრივად, ყველა მათგანი იზოლირებულია. შესაბამისად, ეჭვი მეპარება, ჩვენთანაც შემოიღონ.

სავარაუდოდ, უნდა იყოს კონკრეტული ცვლილებები რეგისტრაციის დესკთან თანამშრომლებთან ურთიერთობისასაც. იმიტომ, რომ ტექნოლოგიების განვითარების ეპოქაში, ამის გაკეთება ონლაინ, დისტანციურ რეჟიმშიც შესაძლებელია.

რესტორნებიში კი, ალბათ, მაგიდებს შორის დაშორებები გაიზრდება.

გარდა ამისა, პირველ ეტაპზე სავარაუდოდ, პირბადის, ხელთათმანებისა და სადეზინფექტიო საშუალებების გამოყენების აუცილებლობაც იქნება“,-ამბობს მაია სიდამონიძე.

კითხვაზე, აღნიშნული ცვლილებები გაძვირებს თუ არა სასტუმროს მომსახურებას, მაია სიდამონიძე ამბობს, რომ ეს მოსალოდნელია.

„ეს ყველაფერი დაკავშირებული იქნება ხარჯების ზრდასთან, რაც სავარაუდოდ, მომსახურებასაც გააძვირებს. თუმცა, მეორე მხრივ, ყველა კარგად ვაცნობიერებთ, რა რეალობაში გვიწევს გახსნა და რომ ადამიანების მსყიდველუნარიანობა შემცირებულია. შესაბამისად, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კონკურენტული უპირატესობა იქნება ფასები. გაზრდილი ღირებულების პირობებში კი, ეჭვი მეპარება, რომ მომხმარებელი გვყავდეს.

მე ვფიქრობ, ამ მიმართულებით სახელმწიფოს მხრიდანაც უნდა იყოს ხელშეწყობა, რომ კერძო სექტორს შესაბამისი პირობები ჰქონდეს“,-ამბობს მაია სიდამონიძე.

 

bpn.ge

გაზიარება116

დაკავშირებული -პოსტები

მდინარეში დაკარგული კაცი, რომელმაც დედა-შვილი გადაარჩინა და თვითონ დინებამ გაიტაცა, ცოცხალი იპოვეს

by მეგა TV
აგვისტო 9, 2026
0
22 მარტი წყლის მსოფლიო დღეა
მთავარი

წალენჯიხაში, მდინარეში დაკარგული კაცი, რომელმაც დედა-შვილი გადაარჩინა და თვითონ დინებამ გაიტაცა, ცოცხალი იპოვეს -  ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ადასტურებს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შემთხვევა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ სქურში...

დაწვრილებითDetails

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო უწყება – საქართველოს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ, ირაკლი კობახიძის სახით, ოფიციალურად აღიარა მიხეილ სააკაშვილი სამხედრო აგრესიის დამნაშავედ – 2008 წლის აგვისტოს ომზე პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ქვეყანას

by მეგა TV
აგვისტო 9, 2026
0
საქართველოს მოქალაქე ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
მთავარი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის შეფასებისას ნატო-ს ქვეყნების მიდგომების კვალდაკვალ, საკუთარი ხალხის და საერთაშორისო საზოგადოების შეცდომაში შეყვანას აგრძელებს, - ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ოკუპირებული ცხინვალის...

დაწვრილებითDetails

ჭანისწყალში ახალაგზრდა კაცს ეძებენ

by მეგა TV
აგვისტო 9, 2026
0
მდინარემ ავტომობილი გაიტაცა-მაშველები მამაკაცს ეძებენ
მთავარი

ამ წუთებში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ მდინარე ჭანისწყალში, წალენჯიხაში. არსებული ინფორმაციით, მაშველებმა მდინარიდან ქალის და 2 ბავშვის გამოყვანა შეძლეს, ხოლო მოულოდნელად ადიდებულმა და სისწრაფით მოვარდნილმა მდინარემ ახალგაზრდა მამაკაცი გაიტაცა. ადგილზე იმყოფება...

დაწვრილებითDetails

რა ინფორმაციას ავრცელებს ნატა ვიბლიანის საქმეზე ადვოკატი

by მეგა TV
აგვისტო 9, 2026
0
9 წლის ასაკიდან ნათესავი სექსუალურად ძალადობდა ჩემზე, ბრძანება გასცეს რომ ბავშვი უნდა მომკვდარიყო – რას ყვება ნატა ვიბლიანი
მთავარი

დისტანციურად გამოკითხა. „შაბათის ეთერის“ ინფორმაციით, უკვე გამოკითხულია 30-მდე ადამიანი, მათ შორის ბაშიაჩუკ ჩხვიმიანი, მისი ოჯახის წევრები და მეზობლები. გამომძიებლებმა დაათვალიერეს ის სახლებიც, სადაც, სავარაუდოდ, დანაშაული ხდებოდა. ნატა ვიბლიანის მიერ დასახელებული...

დაწვრილებითDetails

ცნობილია ბიჭის ვინაობა, რომელიც ზღვაში დაიხრჩო

by მეგა TV
აგვისტო 9, 2026
0
ცნობილია ბიჭის ვინაობა, რომელიც ზღვაში დაიხრჩო
მთავარი

თბილისის ზღვაში 17 წლის ბიჭი დაიხრჩო. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაღუპული რევან აფანდიევია. 17 წლის რევან აფანდიევი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაფანახჩის მკვიდრი იყო. თანასოფლელების ინფორმაციით, ახალგაზრდა თბილისის ზღვაზე თანატოლებთან ერთად საცურაოდ...

დაწვრილებითDetails

თბილისის ზღვაში არასრულწლოვანი დაიხრჩო

by მეგა TV
აგვისტო 9, 2026
0
თბილისის ზღვაში არასრულწლოვანი დაიხრჩო
მთავარი

თბილისის ზღვაში 17 წლის ბიჭი დაიხრჩო. ინფორმაციას გამოცემა მარნეული ნიუსი ავრცელებს. მედია წერს, რომ თანასოფლელების ინფორმაციით, ახალგაზრდა თბილისის ზღვაზე თანატოლებთან ერთად საცურაოდ იმყოფებოდა. შსს ცნობით, გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო.

დაწვრილებითDetails

იმერეთში ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს

by მეგა TV
აგვისტო 9, 2026
0
იმერეთსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები ამოიღეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის, ქვემო ქართლის, იმერეთის, შიდა ქართლის და სამცხე ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით,...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში ქალზე თავდასხმის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

by მეგა TV
აგვისტო 9, 2026
0
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ყაჩაღობის ბრალდებით, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.   უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ...

დაწვრილებითDetails

დღეს დიდმოწამისა და მკურნალის, პანტელეიმონის ხსენების დღეა

by მეგა TV
აგვისტო 9, 2026
0
დღეს დიდმოწამისა და მკურნალის, პანტელეიმონის ხსენების დღეა
მთავარი

9 აგვისტოს საქართველოს სამოციქულო ეკლესია წმინდა დიდმოწამისა და მკურნალის, პანტელეიმონის ხსენების დღეს აღნიშნავს.   წმინდანი დაიბადა ნიკომიდიაში მესამე საუკუნის მეორე ნახევარში. არ არსებობს ტაძარი, რომელშიც არ იყოს დაბრძანებული ნიკომიდიელი მკურნალის,...

დაწვრილებითDetails

“გლოვოს“ კურიერზე თავდასხმისთვის 3 პირი, მათ შორის არასრულწლოვნები დააკავეს

by მეგა TV
აგვისტო 9, 2026
0
“გლოვოს“ კურიერზე თავდასხმისთვის 3 პირი, მათ შორის არასრულწლოვნები დააკავეს
მთავარი

“გლოვოს“ კურიერზე თავდასხმის ბრალდებით 3 პირი, მათ შორის არასრულწლოვნები არიან დაკავებულები. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დანაშაულში მონაწილე კიდევ 2 პირის დაკავების მიზნით  შესაბამისი ღონისძიებები ტარდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"