უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით 1 ივლისიდან ქვეყნის მასშტაბით დაწესებული გადაადგილების შეზღდუვა უქმდება
ამის შესახებ უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერატიული შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.
„გადაადგილების შეზღუდვა მოიხსნება 1 ივლისიდან. ერთი შეზღუდვა, რაც რჩება, რესტორნების მუშაობას შეეხება, რომლებიც 24 საათამდე იმუშავებენ. იგივე ეხება სხვა გასართობ დაწესებულებებს – ღამის კლუბებს და ისეთ დაწესებულებებს, რომლებიც საზოგადოებრივ კვებასთანაა დაკავშირებული. იგივე ეხება სასტუმროებში რესტორნებს, რომლებსაც ჰყავთ სტუმარი და სარესტორნო სივრცე აქვთ“, – განმარტა ღიბრაძემ.