ალბანეთში მიმდინარე ძალოსანთა საიუბილეო ევროპის ჩემპიონატის დასკვნით დღეს +109 კგ. წონით კატეგორიაში ლაშა ტალახაძემ ტრავმის მიუხედავად ქომაგთა იმედები კვლავ გაამართლა, ატაცში 208/212/217 კგ. დაძლია და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
ძალოსანმა აკვრაში დაძლეული 245 კილოგრამითაც ოქროს მედალი მოიპოვა.
ასევე საუკეთესო იყო ორჭიდში მოგროვილი 462 კილოგრამითაც და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე დადგა.










