26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ხონში, მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი.აქტივობები ქალაქში 13:00 საათზე დაიწყება.
ნახეთ ღონისძიებები განრიგი:
13:00-18:00 ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა;
13:00-18:00 სამხედრო ტექნიკის გამოფენა;
13:00-18:00 საბავშვო სივრცე: ანიმატორები, სხვადასხვა შემეცნებითი და გასართობი აქტივობა;
13:00-18:00 საგამოფენო სივრცე – „რაც გვეამაყება და გვაერთიანებს“;
14:00-14:45 ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტი;
14:45 – 15:15 საპატიო ხონელების დაჯილდოება;
15:00-16:00 სოლომონ მეორის მოტივებზე იმერული სადღესასწაულო სუფრა, ესმა კუნჭულიას ხელმძღვანელობით;
15:15-17:00 ნათია და თათია დევდარიანები, ანა უზნაძე – ქართული ჰანგები გიტარის თანხლებით;
15:30–16:30 ქიმიური შოუ;
17:10 ერთად ვუმღეროთ ჰიმნი თავისუფლებას!
17:30–19:30 ჯგუფი „ბანი“, ოთო ნემსაძე და ჯგუფი „ლიმბო“.
საზეიმო ღონისძიებები საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით გაიმართება.
საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ, ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით, საქართველოს დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისს გამოაცხადა.