აქტივობები ქალაქში, დავით აღმაშენებლის სახელობის ცენტრალურ მოედანზე, 13:00 საათზე დაიწყება.
ნახეთ ღონისძიებები განრიგი:
13:00–18:00 სამხედრო ტექნიკის გამოფენა;
13:00–18:00 ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა;
13:00-18:00 საგამოფენო სივრცე – „რაც გვეამაყება და გვაერთიანებს“;
13:00-19:00 კვების სივრცე;
14:00–18:00 ღია კინო-თეატრი;
13:00-17:00 საბავშო სივრცე, სახალისო თამაშები;
14:00-16:30 სპორტული შეჯიბრებები: ჭადრაკი, მშვილდის სროლა, ველოსიპედი. გამარჯვებულების დაჯილდოება;
13:00-15:00 ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტი;
17:10 – ერთად ვუმღეროთ ჰიმნი თავისუფლებას! ი.კეჭაყმაძის სახელობის კამერული გუნდი, ირინე ლომინაძის ხელმძღვანელობით;
19:00-21:00 ჯგუფი “ურსა“, კახაბერი და ხანუმები.
საზეიმო ღონისძიებები საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით გაიმართება.
საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ, ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით, საქართველოს დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისს გამოაცხადა.










