პოპულარულ მესენჯერ WhatsApp-ს ახალი ფუნქცია დაემატება. გამოცემა WABetaInfo-ს ცნობით, მომხმარებლები პროფილის სტატუსში ხმოვანი შეტყობინებების დამატებას შეძლებენ.
„აღსანიშნავია, რომ ხმოვანი შეტყობინების მოსმენას მხოლოდ მომხმარებლის მიერ არჩეული ადამიანები შეძლებენ – ისე, როგორც ეს სტატუსის კონფიგურაციებში არის მითითებული“, – წერს გამოცემა.
ახალი ფუნქციის დამატების თარიღი ჯერჯერობით უცნობია.