2024 წლის 5-6 ოქტომბერს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლებისა და სპორტის სამსახურის გეგმით გათვალისწინებულია კულტურული ღონისძიებების ფარგლებში პროექტის „ქართული ცის ქვეშ“ ორგანიზება
პროექტი ითვალისწინებს ორდღიანი კულტურული ღონისძიებების ორგანიზებას კერძოდ:
მოიცავს – მუსიკალურ კონცერტებს, გასართობ შოუებს, სხვადასხვა ტიპის გამოფენებს, თეატრალურ წარმოდგენებს, საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონიებს, საბავშვო-გასართობ და სხვა ინტერაქტიულ ღონისძიებებს. ამ ტიპის აქტივობები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტურისტებისთვის ატრაქტიული გარემოს შესაქმნელად იმერეთის რეგიონში ტურისტულად მიმზიდველი კულტურული მულტიფუნქციური სივრეების ფორმირებისთვის.
პროექტი გულისხმობს ცნობილი ვარსკვლავების, სოლო მომღერლებისა და ბენდების საკონცერტო ღონისძიებებს. პროექტის მიზანია ქართული კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია და კულტურული ტურიზმის განვითარება. პროექტების განხორციელება ასევე მნიშვნელოვანია შიდა მიგრაციის მზარდი მაჩვენებლის პირობებში ახალგაზდრა თაობის შესანარჩუნებლად.
კონცერტში ისეთი ცნობილი სახეები იღებენ მონაწილობას როგორიცაა ნატო მეტონიძე ნატო მეტონიძე, რომა რცხილაძე, დავით ევგნიძე, მერაბ ვარდოსანიძ,ე გია ნიკოლაძე, ნიკო გოგვაძის ბენდი 6
წევრი.
ზესტაფონის მერია აღნიშნული ღონისძიებისათვის 55 000 ლარს ხარჯავს.
ზესტაფონის მერიას ცალკე აქვს გამოცხადებული ტენდერი ქვემო აღნიშნული ღონისძიებებისათვი. საბოლოოდ, ჯამურად, 5-6 ოქტომბერს დაგეგმილი ღონისძიებების აღნიშვნა ზესტაფონს დაახლოებით 186 000 ლარი უჯდება.
“სულიკო 2024”-ისა და “სახალხო ზეიმი ზესტაფონობა 2024”-ის აღნიშვნა 131 000 ლარს აღწევს