თუ გაქვთ ეჭვი, რომ თქვენს შვილს კორონავირუსისსიმპტომები აქვს, პირველ რიგში, 112-ში, ან ოჯახის ექიმთან უნდა დარეკოთ.
თუ ოჯახის ექიმთან და 112-ში სატელეფონო კონსულტაციის შემდეგ საჭიროდ ჩათვალეს, რომ ბავშვის კლინიკაში გადაყვანაა საჭირო, მშობელი პანიკამ არ უნდა მოიცვას, რადგან მას აქვს შესაძლებლობა, რომ შვილს გვერდიდან არ მოშორდეს.
„მშობელი ყველა შემთხვევაში ბავშვთან ერთადაა. ის როგორც ინფიცირებული, ისე განიხილება. მშობელი არის იქ, სადაც არის ბავშვი, სხვანაირად არ შეიძლება.
არ აქვს მნიშვნელობა აქვს თუ არა მშობელს კორონავირუსი, თვითდაცვის ღონისძიებებით, პირბადით, წინაღობით ის საკუთარ შვილთანაა. მთელ მსოფლიოში ასეა, თუ ბავშვი ავად ხდება, რომელიმე მშობელი, ან მეურვე უნდა იყოს მასთან ერთად“, – ამბობს კულუმბეგოვი.










