,,რა უნდა გააკეთოს მთავრობამ?! მინიმუმ სამი რამ:
1/ დღესვე უნდა შეიკრიბოს უშიშროების საბჭო და განიხილოს საქართველოსთან მიმართებაში რუსეთის და მისი სატელიტების მოქმედების ყველა(!!) დასაშვები სცენარი, დასახოს სამოქმედო გეგმა, კონტრზომები და მოახდინოს ქვეყნის განკარგულებაში არსებული რესურსების აღნუსხვა
2/ გაძლიერდეს უსაფრთხოების ზომები ყველა სარისკო ზონებთან მიმართებაში, მათ შორის თრუსოს ხეობაში
3/ არ წამოეგოს ადგილობრივი რადიკალური ფსევდო-დასავლური ჯგუფების მოწოდებებს.
მაგ. არ დაიწყოს რუსული ტელეარხების და ინტერნეტ-საიტების დაბლოკვა-გათიშვა, არ დაუშვას აქ მყოფი რუსეთის მოქალაქეების მიმართ რაიმე სახის ძალადობრივი ან საფრთხის შემცველი ქმედებები რადიკალების მხრიდან”-წერს ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე.










