წელს კიდევ ერთი „სარკისებური თარიღი“ გვაქვს. ასტროლოგები ამ დროს გვირჩევენ, რომ ვეცადოთ და ჩვენი ცხოვრება ისე შევცვალოთ, როგორც გვსურს.
07.07.2022 – აერთიანებს არა მხოლოდ ორ შვიდეულს, არამედ სამ ორიანსაც ერთდროულად. ნუმეროლოგები ირწმუნებიან, რომ 7 ივლისს თითოეულ ჩვენგანს ექნება უნიკალური შესაძლებლობა, რომ შეცვალოს თავისი ცხოვრება.
ამ დღეს უნდა გათავისუფლდეთ ყველანაირი ნეგატიური ფიქრისგან და შეეცადოთ, პოზიტიურ ტალღაზე გადახვიდეთ.
ასტროლოგები 7 ივლისს რაიმე ახლის გაკეთებას გირჩევენ. ეს შეიძლება იყოს ახალი პროექტი სამსახურში ან თქვენთვის უჩვეულო ჰობი.
ამ დღეს თქვენ უნდა შეასრულოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი რიტუალი. პირველ რიგში, გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო და საცხოვრებელი სივრცე ზედმეტისგან. ეს ხელს შეუწყობს პოზიტიური ენერგიის მოზიდვას იმ ადგილას, სადაც ცხოვრობთ და მუშაობთ.
ექსპერტები გვირჩევენ ბინის გალამაზებას მცენარეებით. შეგიძლიათ გამოიყენოთ გვირილა, პიტნა და ლიმონის ხის ტოტები.
რაც შეეხება დღის მთავარ სურვილს, აუცილებელია, რომ დილის 7 საათსა და 7 წუთზე ან საღამოს 7 საათსა და 7 წუთზე ისურვოთ ბედნიერება და კეთილდღეობა. სურვილის ჩაფიქრების ყველაზე მარტივი გზა მისი ფურცელზე დაწერაა, შემდეგ ფურცელი ორჯერ უნდა დაკეცოთ და დაწვათ, ხოლო ფერფლი დილით ან საღამოს ქარს გაატანოთ