,,ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ (M4EG) პროექტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა.
ღონისძიება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა გახსნა.
შეხვედრაზე მუნიციპალიტეტების მიერ განხორციელებული პროექტები განიხილეს – სტრატეგიული დაგეგმვიდან კონკრეტული ინიციატივების განხორციელებამდე. ასევე ისაუბრეს M4EG წევრებისთვის ეფექტური საკომუნიკაციო პლატფორმის შექმნაზე.
ინიციატივის – „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ მთავარ მისიას მდგრადი ადგილობრივი ეკონომიკური განვითარება წარმოადგენს. მისი მიზანია მერებისა და მუნიციპალიტეტების მხარდაჭერა ადგილობრივ დონეზე, რათა მათ აქტიურად შეუწყონ ხელი ეკონომიკურ განვითარებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.
ხონის მუნიციპალიტეტი ამჯერადაც აქტიურად ჩაერთვება პროექტში და მაქსიმალურად შეეცდება ამ პლატფორმის საშუალებით, როგორც მუნიციპალიტეტის ცნობადობის გაზრდას ასევე, დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით სხვადასხვა პროექტების განხორციელებას.”-ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.










