ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მეწყერი 2 ოქტომბრის ღამით ჩამოწვა. სტიქიის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის თიკა თედორაძის ოჯახის ყველა წევრი – მშობლები და 16 წლის ძმა.
12 წლის თიკა თედორაძე, რომელიც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯოჭოში მეწყერს გადაურჩა, ყოველთვიურად ფონდ „გურიის დღიურების“ სტიპენდიას მიიღებს, ამის შესახებ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა, მწერალმა და ტელეწამყვანმა გიორგი კეკელიძემ საკუთარ Facebook-გვერდზე დაწერა.
https://www.facebook.com/GiKekelidze/posts/3523084784417400










