ოკუპირებული აფხაზეთი კორონავირუსის აფეთქების საფრთხის წინაშეა – ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის მინისტრი მოსახლეობას ეპიდვითარების დამძიმების შესახებ აფრთხილებს და დაწესებული შეზღუდვების გამკაცრებაზე ამახვილებს ყურადღებას.
დეფაქტო მინისტრის თქმით, გაზრდილია ინფიცირების და კლინიკებში მიმართვიანობის სტატისტიკა, რის გამოც სამედიცინო პუნქტების გაზრდის საჭიროება დადგა. ედუარდ ბუთბა ადგილობრივებს აფრთხილებს, რომ სახლის პირობებში, თვითმკურნალობა დაუშვებელია და პირველივე სიმპტომის გამოვლენისთანავე კლინიკებს მიმართონ. ასევე აიკრძალა დახურულ სივრცეში თავშეყრა და სხვადასხვა ღონიძიებების გამართვა.
საგანგებო შეხვედრაზე მყოფი ოკუპირებული აფხაზეთის ეპიდეომიოლოგთა თქმით, დღიური ინფიცირების მაჩვენებელი უკვე 100-მდეა გაზრდილი. განსაკუთრებით რთული ვითარებაა ოკუპირებულ სოხუმში, სადაც კოვიდვითარების დამძიმებას გასულ შაბათ-კვირას გამართულ მასობრივ თავშეყრერბს უკავშირებენ.










