LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

რა საფრთხეებს და რისკებს შეიცავს კობი-ქვეშეთის გზის მშენებლობა

დაპოსტა 2019/09/14-ში
A A
275
ნახვა
გაზიარება

რამდენიმე არასამთოვრობო ორგანიზაცია, კობი-ქვეშეთის გზის მონაკვეთის პროექტთან დაკავშირებულ გარკვეულ საფრთხეებზე საუბრობს.

ორგანიზაციების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„ხელმომწერი ორგანიზაციები გამოვთქვამთ შეშფოთებას საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ ჩრდილოეთ-სამხრეთ დერეფნის, კობი-ქვეშეთის გზის მონაკვეთის განხორციელების დაწყების გამო, მაშინ, როდესაც პროექტთან დაკავშირებული ადგილობრივი და ეროვნული რისკები სათანადოდ არაა შესწავლილი, ხოლო საზოგადოების მონაწილეობა ფორმალობამდე იქნა დაყვანილი. დაგეგმილი პროექტი საფრთხეს უქმნის როგორ ხადის ხეობის უნიკალურ გარემოსა და კულტურულ მემკვიდრეობას, ასევე მოსახლეობის კეთილდღეობას.

23-კილომეტრიანი მაგისტრალის მშენებლობა ჯამში 560 მლნ ა.შ.შ. დოლარამდე დაჯდება, საიდანაც 475 მლნ აშშ დოლარს ADB-ი და EBRD-ი სესხის სახით გამოუყოფენ მთავრობას. 23-კილომეტრიანი გზის მშენებლობა მოიცავს შემდეგი ინფრასტრუქტურის აგებას: 5 გვირაბი, ჯამური სიგრძით 11.4 კმ; ყველაზე გრძელი გვირაბი 9 კმ იქნება. 6 ხიდი, ჯამური სიგრძით 2 კმ. მათ შორისაა, უზარმაზარი – 426 მ სიგრძისა და 166 მ სიმაღლის თაღოვანი ხიდი.

ხადის 9 კმ სიგრძის ხეობა, დიდი კავკასიონის ბიომრავლაფეროვნების ცხელი წერტილის განუყოფელი ნაწილია და მსგავსი მშენებლობა გამოიწვევს, ერთი მხრივ, ჰაბიტატებისა და ლანდშაფტების, ალპური და სუბალპური ეკოსისტემების, წყლის რეჟიმების შეუქცევად ცვლილებებს, ხოლო მეორე მხრივ, საფრთხეს შეუქმნის ისტორიული სოფლებისა და კულტურული მემკვიდრეობის არსებობას.

მაგისტრალი უშუალოდ კვეთს ყაზბეგის ეროვნულ პარკს და ზემოქმედებას იქონიებს ფრინველების დაკვირების ადგილებზე. ჰაბიტატების ცვლილებისა და დაბინძურების პარალელურად, პროექტი ხელს შეუწყობს წითელ წიგნში შეტანილი მთელი რიგი სახეობების შემცირებას და ინვაზიური სახეობების გავრცელებას.

ამასთან, პროექტი სათანადოდ არ აფასებს ადგილზე არსებულ გეოლოგიურ და სეისმოლოგიურ რისკებს, მათ შორის ხადისწყლის, ნარვანის და მილიონას ხეობებისთვის დამახასიათებელ რისკებს: მეწყრები, ღვარცოფები, ზვავები და ა.შ., რომელთა პროექტზე ზემოქმედება არ არის შეფასებული. არადა, ეს რისკები შესაძლებელია გაიზარდოს, თუ გავითვალისწინებთ კლიმატის ცვლილების მიმდინარე, აქტიურ პროცესს. განსაკუთრებით პრობლემატურია დაგეგმილი გვირაბების სიახლოვე ვულკანურ ზონებთან, განსაკუთრებით, მიწის ზედაპირიდან 800 მეტრის სიღმეზე 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობა იმდაგვარად, რომ არ არის წარმოდგენილი თუ რა ზემოქმედებას მოახდენს მშენებლობა მაგნურ პროცესებზე და პირიქით.

ადგილობრივი მოსახლეობა, ღიად ადასტურებს როგორც არასაკმარის საზოგადოებრივ მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ასევე ზეწოლას საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან, დათანხმდნენ არაადეკვატურ კომპენსაციაზე. ამასთან, სახელმწიფომ მოსახლეობას წაართვა უფლება, დაარეგისტრიროს ტრადიციულ საკუთრებაში მყოფი კუთვნილი მიწები. ადგილობრივი მოსახლეობის მთავარი საწუხარი იყო და რჩება ცენტრალურ გზასთან დაკავშირების პრობლემა, განსაკუთრებით ზამთრის თვეებში. პროექტი ამ მიმართებით არაფერს სთავაზობს მოსახლეობას. ამავდროულად პროექტს მნიშვნელოვანი უარყოფითი ზემოქმედება ექნება ადგილობრივ მაცხოვრებლებზე როგორც საარსებო გარემოს გაუარესებით (ჰაერისა და წყლის დაბინძურება, გრუნტის წყლების რეჟიმის ცვლილება, ხმაური და ვიზუალური დაბინძურება), ასევე ეკონომიკური თვალსაზრისითაც (იძულებითი ეკონომიკური განსახლება, შემცირებული სასოფლო სამეურნეო წარმოება და ა.შ.).

ხადის ხეობა, რომელსაც 60 ციხის ხეობასაც უწოდებენ და რომელიც ნეოლითის ხანიდანაა დასახლებული, ცნობილია თავისი კულტურულ-ისტორიული მემკვიდრეობით და არტეფაქტებით. ხადის ხეობაში, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში ერთიანი ფორპოსტის დანიშნულება ჰქონდა, ასევე მრავლადაა გაბნეული რელიგიური ნაგებობები და ეპიგრაფიკული ძეგლები. საპროექტო დოკუმენტაციის შესწავლა გვარწმუნებს, რომ პროექტის ზემოქმედება და მისი შემცირების გზები, როგორც არქიტექტურულ ძეგლებზე, ასევე არქეოლოგიურ მემკვიდრეობაზე პრაქტიკულად შეუსწავლელია, მაშინ, როდესაც მაგისტრალი მნიშვნელოვან ძეგლებთან და დასახლებებთან დაახლოებით 50-100 მეტრის სიახლოვეს გაივლის.

პროექტის განხორციელება უარყოფითად იმოქმედებს ხადის ხეობის რეკრეაციულ და კულტურულ დანიშნულებაზე, ასევე, ეკოტურიზმის განვითარებაზე, რადგან ხშირად ხეობას ტურისტები ფრინველებზე დასაკვირვებლად სტუმრობენ. პროექტის მიერ განსაზღვრული შემარბილებელი ღონისძიება – ვიზიტორთა ცენტრის დაარსება, საუკეთესო შემთხვევაში ცინიზმად შეიძლება იქნას აღქმული, ვიდრე რეალურ ღონისძიებად. ხეობაში ტურიზმის განვითარებისთვის აუცილებელია ხადის ხეობის პირველადი სახით შენარჩუნება და იმ მცირე ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რომელიც ადგილობრივების საჭიროებებს უპასუხებს და ხეობის ბიომრავალფეროვნებას თუ კულტურულ მემკვიდრეობას შეინარჩუნებს.

პროექტის ძირითადი მიზანია, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებსა და რუსეთს შორის სატრანსპორტო მიმოსვლის და ტრანზიტის გაძლიერება, რაც ასევე პრობლემატურია ქვეყნის უსაფრთხოების კონცეფციიდან გამომდინარე. ამასთან, სამწუხაროდ, პროექტი არ მოიცავს ხარჯთსარგებლიანობის ანალიზს ქვეყნისთვის, როგორც სახმელეთო ტრანსპორტის განვითარების კუთხით, ასევე მისი ზემოქმედებით ქვეყნის ფისკალურ პარამეტრებზე.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ხელმომწერი ორგანიზაციები ვითხოვთ, რომ საქართველოს მთავრობამ და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა:

საზოგადოების ფართო ჩართულობით მოძებნონ ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფანში ოპტიმალური ალტერნატივა, რომელიც ხადის ხეობასა და მის მოსახლეობას განადგურების საფრთხეს ააცილებს; შეარჩიონ ალტერნატივა, რომლის ზემოქმედება მინიმალური იქნება კულტურულ და არქეოლოგიურ ძეგლებზე, ადგილობრივ მოსახლეობასა და ბიომრავალფეროვნებაზე; რეგიონში არსებული გეოლოგიური რისკებიდან გამომდინარე, აუცილებლად ჩაატარონ სიღრმისეული გეოლოგიური და სეისმური კვლევები, რომლებიც შეისწავლის არა მხოლოდ პროექტის ზემოქმედებას გარემოზე, არამედ – პირიქითაც. შეისწავლონ და განხილვისთვის წარმოადგინონ პროექტის ხარჯთსარგებლიანობის ანალიზი, ქვეყნის უსაფრთხოების კონცეფციის გათვალისწინებით,“-აღნიშნულია განცხადებაში.

ამ განცხადებას ხელს შემდეგი ორგანიზაციები აწერენ: საზოგადოება ბუნების კონსერვაციისათვის (საბუკო); მწვანე ალტერნატივა; საქართველოს ეროვნული ფონდი; საზოგადოებრივი ხელოვნების პლატფორმა; საქართველოს შემომყვან ტურ-ოპერატორთა ასოციაცია; საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია; ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) და ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტი.

თეგები: გზის მშენებლობაეროვნული პარკიკობისაფრთხექვეშეთი
გაზიარება132

დაკავშირებული -პოსტები

სესი ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის 2026 წლის პროგრამის განხორციელებას იწყებს

by თამარა ქავთარაძე
მარტი 6, 2026
0
28 სექტემბერი ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღეა- რა იგეგმება იმერეთში
მთავარი

სურსათის ეროვნული სააგენტო ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის 2026 წლის პროგრამის განხორციელებას იწყებს საქართველოს მთავრობის განკარგულებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო, რეგიონული განვითარების სამინისტროსა და ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობით,...

დაწვრილებითDetails

უროლოგიის ცენტრში ხმაურია – გარდაცვლილია 23 წლის გოგო

by მეგა TV
მარტი 6, 2026
0
მთავარი

ხმაური "უროლოგიის ცენტრში"  - ცოტა ხნის წინ გარდაცვლილი 23 წლის გოგოს ოჯახის წევრებმა კლინიკაში შუშები ჩალეწა. ახალგაზრდა ქალის სიკვდილში ოჯახი კლინიკის ექიმს ადანაშაულებს, რომელმაც პაციენსტ შარდ-კენჭოვანი ოპერაცია ჩაუტარდა - საუბარია ლაზერით დაშლაზე....

დაწვრილებითDetails

რას წერს ნინო ჩხეიძე ისრაელიდან საქართველოში დაბრუნების შემდეგ

by მეგა TV
მარტი 6, 2026
0
რას წერს ნინო ჩხეიძე ისრაელიდან საქართველოში დაბრუნების შემდეგ
მთავარი

ნინო ჩხეიძე საქართველოში დაბრუნდა. ამის შესახებ მომღერალი სოციალურ ქსელში წერს. „ჩემო ერთგულო გამომწერებო, მშვიდობით დავბრუნდი საქართველოში დიდი მადლობა ყველას სიყვარულისთვის და თბილი შეტყობინებებისთვის. ძალიან მიხარია ისევ თქვენთან ყოფნა,“ – წერს...

დაწვრილებითDetails

რა ღირს დღეს ერთი გრამი ოქრო?

by მეგა TV
მარტი 6, 2026
0
ოქროს ფასმა ისტორიული მაქსიმუმი კიდევ ერთხელ გადალახა
მთავარი

GoldPrice-ის მონაცემებით, დღეს 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 5 100 დოლარია, რაც ერთ დღეში ფასის 0.58%-ით ზრდას წარმოადგენს. რაც შეეხება ვერცხლს, ამ მომენტისთვის 1 უნცია 83.89 დოლარი ღირს, რაც ერთ...

დაწვრილებითDetails

როგორი ამინდია მოსალოდნელი 7-9 მარტს საქართველოში

by მეგა TV
მარტი 6, 2026
0
სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ
ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 7-9 მარტს საქართველოს ზოგიერთ რაიონში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. მათივე ცნობით, თბილისში 7 მარტს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 8-9 მარტს მცირე წვიმა და ქარია...

დაწვრილებითDetails

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი – გავაგრძელებთ ურთიერთობას საქართველოს მთავრობასთან

by მეგა TV
მარტი 6, 2026
0
ბაიდენის ადმინისტრაციაში შიშობენ, რომ ირანი შესაძლოა ისრაელს თავს დაესხას
მთავარი

ჩვენ გავაგრძელებთ ურთიერთობას საქართველოს მთავრობასთან იმ საკითხებზე, რომლებიც გავლენას ახდენს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებსა და საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კლიმატზე - ჩვენ ასევე განვიხილავთ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომლებიც საქართველოს მთავრობამ შეიძლება გადადგას ჩვენს ქვეყნებს...

დაწვრილებითDetails

საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 2 608 ლარი გახდა – „საქსტატი“

by მეგა TV
მარტი 6, 2026
0
რამდენი ადამიანი იღებს 9 000 ლარზე მეტ ხელფასს საქართელოში
ეკონომიკა

2025 წლის მე-4 კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 12.8 პროცენტით გაიზარდა და 70 მილიარდი ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. მათივე ცნობით,...

დაწვრილებითDetails

საშიში პროდუქტების უმეტესობა ევროკავშირში ჩინეთიდან შედის – ახალი ანგარიში

by თამარა ქავთარაძე
მარტი 6, 2026
0
საშიში პროდუქტების უმეტესობა ევროკავშირში ჩინეთიდან შედის – ახალი ანგარიში
მთავარი

ევროკავშირის ანგარიშის მიხედვით, 2025 წელს ბაზარზე შესული საშიში პროდუქტების შესახებ რეკორდული რაოდენობის შეტყობინება დაფიქსირდა. 🔎 ევროკავშირის Safety Gate სისტემაში გასულ წელს 4 671 გაფრთხილება დარეგისტრირდა - ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია...

დაწვრილებითDetails

მასწავლებემა 14 და 16 წლის ასაკს მიუღწეველი მოსწავლეები მიმართ გარყვნილი ქმედება ჩაიდინა – პროკურატურა

by მეგა TV
მარტი 6, 2026
0
დიდ დიღომში, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულებს ბრალი წაუყენეს
მთავარი

პროკურატურის ინფორმაციით, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თოთხმეტი და თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირების მიმართ, ძალადობის გარეშე ჩადენილი გარყვნილი ქმედების ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. „სასამართლო პროცესზე...

დაწვრილებითDetails

იმერეთში ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების 11 ფაქტი გამოვლინდა

by მეგა TV
მარტი 6, 2026
0
საჩხერეში წითელი ნუსხით დაცული ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინდა
მთავარი

ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის თებერვლის თვეში სამართალდარღვევის 81 ფაქტი გამოავლინეს. სამართალდარღვევებიდან 80 ფაქტი ხე-ტყის უკანონო მოპოვება და ტრანსპორტირებაა. ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის 110 კუბურ მეტრამდე საშეშე...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"