LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
“ქარი ქრის ვერხვებში” – მესხიშვილის თეატრი მაყურებელს კიდევ ერთ ახალ სპექტაკლს სთავაზობს

რა რეკომენდაციების დაცვაა საჭირო კულტურული ღონისძიებების ჩასატარებლად

დაპოსტა 2020/06/11-ში
A A
230
ნახვა
გაზიარება

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა COVID-19-თან დაკავშირებული სამუზეუმო, შემოქმედებითი საქმიანობისა და კულტურული ღონისძიებებისთვის ზოგადი რეკომენდაციები შეიმუშავა.

როგორც ჯანდაცვის მინისტრის ბრძანება № 01-227/ო-ს 25-ე დანართშია აღნიშნული, სპექტაკლების, კონცერტების და სხვა სახის ღონისძიებების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 საათს. ამასთან, თეატრალური წარმოდგენა უნდა ჩატარდეს ერთ მოქმედებად ანტრაქტის გარეშე. შიდა სივრცეში ადმინისტრაციებმა 5 მ2-ზე 1 ადამიანის დაშვება უნდა უზრუნველყონ და სივრცე ისე უნდა მონიშნონ, რომ არ მოხდეს ადამიანების კონცენტრაცია. ამასთან, დახურულ სივრცეში სტუმრები მხოლოდ ნიღბებით დაიშვებიან. ცვლილებებია სარეპეტიციო და სხვა შემოქმედებითი საქმიანობისთვის გასატარებელი ღონისძიებებსა და მისი გამართვის მოსამზადებელ სამუშაოებში.

სარეპეტიციო და სხვა შემოქმედებითი საქმიანობისთვის გასატარებელი ღონისძიებები:

• სარეპეტიციო სამუშაო გრაფიკი უნდა შედგეს ისე რომ სხვადასხვა სამუშაო ჯგუფის წევრები არ იმყოფებოდნენ უშუალო კონტაქტში ერთმანეთთან;
• სარეპეტიციო მუშაობის გრაფიკი ცვლების მიხედვით დაწესება;
• შესაძლებლობის მიხედვით, ერთ ცვლაში არ უნდა იყოს 10 ადამიანზე მეტი;
• იმ შემთხვევაში, თუ შემოქმედებითი კოლექტივის სარეპეტიციო საქმიანობის განსახორციელებლად საჭიროება 10 (ათი) ადამიანს აღემატება, სარეპეტიციო სივრცეში უზრუნველყავით 5 მ2 ფართობზე თითო შემსრულებლის დაშვების შესაძლებლობა, ან მინიმუმ 2 მეტრის უსაფრთხო დისტანცია შემსრულებლებს შორის;
• სარეპეტიციო დროის ხანგრძლივობა განსაზღვრეთ იმგვარად, რომ არ აღემატებოდეს 2 (ორი) საათს;
• უზრუნველყავით ცვლებს შორის ინტერვალის შესაძლებლობა მინიმუმ 1 – 1,5 საათი;
• ორკესტრის/გუნდის/მომღერალთა ანსამბლის სცენაზე განთავსების შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იყოს 2 მეტრის დისტანცია/ან გუნდის საფეხურეობრივი განლაგება დისტანციის დაცვით;
• გასახდელებსა და საგრიმიოროში მსახიობებისთვის ავეჯი განათავსეთ იმგვარად, რომ დაცული იყოს უსაფრთხო დისტანცია;
• მაქსიმალურად შეამცირეთ რეპეტიციების, კონცერტებისა და სპექტაკლების დროს გამოყენებული რეკვიზიტების რაოდენობა;
• უზრუნველყავით საგრიმიორო ნაკრების ერთი კომპლექტიდან ერთი მსახიობის მიერ სარგებლობის საშუალება;
• აკრძალეთ ერთი კოსტიუმის და სხვა სპეციალური ტანისამოსის გამოყენება ერთზე მეტი მსახიობის მიერ, სხვა შემთხვევაში მოახდინეთ მისი დეზინფექცია;
• კონცერტის, სპექტაკლისა თუ სარეპეტიციო სამუშაოს დასრულების შემდეგ, უსაფრთხოების მიზნით, გამოყენებული ტექნიკური თუ შემოქმედებითი საქმიანობისთვის აუცილებელი საშუალებების დეზინფიცირება დადგენილი წესით;
• იმ შემთხვევაში, როდესაც ვერ ხერხდება სივრცის ბუნებრივი ვენტილაცია, უზრუნველყავით ხელოვნური ვენტილაციის გამართული მუშაობის რეჟიმი გარედან შემოტანილი ჰაერის ცირკულაციითა და გარეთ გატანით.

ღონისძიებების (სპექტაკლი/კონცერტი) გამართვის მოსამზადებელი სამუშაოები:

• ღონისძიებების ბილეთების გაყიდვისთვის ელექტრონული სისტემის გამოყენება;
• ბილეთების სალაროდან გაყიდვის შემთხვევაში, ნაღდი ანგარიშსწორების თავიდან აცილების მიზნით, პლასტიკური ბარათით გადახდის სერვისი შეთავაზება, წინააღმდეგ შემთხვევაში მოლარე აღჭურვეთ ხელთათმანებით, ხოლო სალაროსთან განათავსეთ ხელის სადეზინფექციო 60-70%-იანი სადეზინფექციო საშუალებები;
• ორგანიზატორებმა უზრუნველყოს შენობაში მხოლოდ იმ თანამშრომლების დაშვება, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ ღონისძიებაში, ან მათი ყოფნა აუცილებელია ღონისძიების ჩატარების უზრუნველსაყოფად;
• სასცენო სივრცეში დეკორაციებისა და რეკვიზიტების მინიმალური რაოდენობის გამოყენება;
• სტუმართათვის განკუთვნილი ადგილები უსაფრთხო მანძილის დაცვით გადაანაწილება (გარდა 12 წლამდე ბავშვებისა);
• ინფორმაციის მიწოდება ნიღბების გარეშე სტუმრების შესვლა შენობაში აკრძალულია.

ღონისძიებების (სპექტაკლი/კონცერტი) ჩატარების რეკომენდაციები დახურული სივრცეებისთვის:

• სტუმართა ნაკადის მართვა დიდი რაოდენობის კონცენტრაციის თავიდან აცილების მიზნით;
• შესასვლელებთან, რიგებში ახლო კონტაქტის ასაცილებლად უსაფრთხო დისტანციის უსაფრთხო დისტანციის მონიშვნა;
• დახურულ სივრცეში სტუმართა დაშვება მხოლოდ ნიღბით;
• ღონისძიების სრული ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 საათს, რომელიც მოიცავს სტუმრის შენობაში შემოსვლისა და შენობის დატოვების დროს;
• ღონისძიება უნდა გაიმართოს ერთ მოქმედებად, ანტრაქტის გარეშე;
• სტუმართათვის ისეთი სერვისების (კვების ობიექტის, ფურშეტის) შეთავაზების აკრძალვა, რაც უშუალოდ არ უკავშირდება ღონისძიების მიმდინარეობას.

ამავე რეკომენდაციების თანახმად, ძირითადი რეკომენდაციები სამუზეუმო, შემოქმედებითი საქმიანობისა და კულტურული ღონისძიებებისთვის არის საერთო.

გაზიარება111

დაკავშირებული -პოსტები

104 წლის ასაკში ცნობილი ჭიათურელი მეცნიერი ელენე აბაშიძე გარდაიცვალა

by მეგა TV
ივნისი 28, 2026
0
ვინ არის ჭიათურელი ქალბატონი რომელიც „მსოფლიოს ასი ყველაზე საინტერესო ადამიანის“ სიაშია შეყვანილი
მთავარი

104 წლის ასაკში ცნობილი ჭიათურელი მეცნიერი, გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი ელენე აბაშიძე გარდაიცვალა. ელენე აბაშიძე 1922 წელს ჭიათურაში დაიბადა. ელენე აბაშიძე არის 540 სამეცნიერო ნაშრომისა და 13 200 ექსპერიმენტის ავტორი. მან...

დაწვრილებითDetails

ზესტაფონში პოლიციელებს თავს დაესხნენ

by მეგა TV
ივნისი 28, 2026
0
“მეზობლებს ხშირად ესმოდათ კივილისა და ბავშვის ტირილის ხმა…” – დააკავეს ქალი, რომელმაც 6 წლის შვილს თავი მოკვეთა (უცხოეთი)
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით იმერეთში ერთი პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 26 ივნისს, ზესტაფონში, სამართალდამცველებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ასევე მათ...

დაწვრილებითDetails

ცეცხლმოკიდებული სამარშრუტო ტაქსი ბენზინგასამართ სადგურზე შევარდა

by მეგა TV
ივნისი 27, 2026
0
ცეცხლმოკიდებული სამარშრუტო ტაქსი ბენზინგასამართ სადგურზე შევარდა
მთავარი

ამ წუთებში, თბილისში, ერისთავის ქუჩაზე ცეცხლმოკიდებული სამარშრუტო ტაქსი ბენზინგასამართ სადგურზე შევარდა - ინფორმაციას და ფოტოს გამოცემა “გურია ნიუსი” ავრცელებს. ადგილზე რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ბრიგადაა მობილიზებული.  ჯერ-ჯერობით უცნობია შემთხვევის მიზეზი. წინასწარი ინფორმაციით,...

დაწვრილებითDetails

„სიტყვები უძლურია იმ ტკივილის გადმოსაცემად…” -16 წლის მოზარდი გარდაიცვალა

by მეგა TV
ივნისი 27, 2026
0
„სიტყვები უძლურია იმ ტკივილის გადმოსაცემად…” -16 წლის მოზარდი გარდაიცვალა
მთავარი

სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება. გორში 16 წლის ვიკა არუთინიანი გარდიაცვალა. როგორც გარდაცვლილი გოგონას ახლობლები ამბობენ, მოზარდს დენმა დაარტყა. „დღეს კიდევ ერთი უმძიმესი ამბავი გავიგეთ, კარგი სიახლე ხომ ძალიან იშვიათი გახდა....

დაწვრილებითDetails

„გოგო ლამის სისხლისგან დაიცალა…სად გაიქეცი, როგორ არ მობრუნდი“ -ძაღლმა ქალი დაკბინა

by მეგა TV
ივნისი 27, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

ვარკეთილში პიტბულმა ქალი დაკბინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია 26 ივნისს, სოციალურ ქსელში მოქალაქე მაკა ქობალიამ გაავრცელა: „ვარკეთილის მეოთხე მიკროში, 414-ის ეზოში, პიტბულის პატრონო, ილოცე, რომ ჩემი მეგობარი კარგად იყოს და მშვიდობით...

დაწვრილებითDetails

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

by მეგა TV
ივნისი 27, 2026
0
თოვლი, ძლიერი ქარი, შტორმი- სინოპტიკოსები ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ
ამინდი

სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში 26 ივნისიდან 28 ივნისის დილამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, დასავლეთ საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე და აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი და ქარის გაძლიერება გარემოს ეროვნული სააგენტოს...

დაწვრილებითDetails

სენკში სტიქიას ებრძვიან

by მეგა TV
ივნისი 27, 2026
0
სენკში სტიქიას ებრძვიან
მთავარი

სენკში სტიქიას ებრძვიან. ძლიერმა წვიმამ ქალაქში მძიმე პრობლემები შექმნა, როგორც ადგილობრივები აცხადებენ, დაიტბორა საცხოვრებელი სახლებიც. სენაკის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, სტიქიის  ზონაში პირველივე წუთებიდან მუშაობენ შესაბამისი სამსახურები. მათივე ცნობით,...

დაწვრილებითDetails

ანსამბლი „ორერა“ სამძიმრის წერილს აქვეყნებს

by მეგა TV
ივნისი 27, 2026
0
ანსამბლი „ორერა“ სამძიმრის წერილს აქვეყნებს
მთავარი

89 წლის ასაკში გარდაიცვალა ანსამბლ „ორერას“ სოლისტი და ხელმძღვანელი გენო ნადირაშვილი. ანსამბლი „ორერა“ სამძიმრის წერილს აქვეყნებს. „ლეგენდარული გენო ნადირაშვილიც წავიდა პაწაწინა საქართველოდან დიად ზეციერ საქართველოში ტკივილია მისი წასვლა, მაგრამკვე იყო...

დაწვრილებითDetails

ქვეითს მანქანა დაეჯახა

by მეგა TV
ივნისი 27, 2026
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას 70 წლამდე ასაკის ქალი ემსხვერპლა. შემთხვევა სოფელ ჩალაუბანთან მოხდა. სამარშრუტო ტაქსიდან გადასული ქალი ცენტრალურ მაგისტრალს კვეთდა, რა დროსაც მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. მიღებული დაზიანებების შედეგად, ქვეითი ადგილზე...

დაწვრილებითDetails

საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
ივნისი 27, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით სხვადასხვა დროს ქუვეითის ორი და ირანის ერთი მოქალაქე დააკავეს. სამართალდამცველებმა...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"