LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
არავინ იცის სად არიან – ვინ იპოვა გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილი

რა მტკიცებულებებს ასაჯაროებს პროკურატურა თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე

დაპოსტა 2020/09/04-ში
A A
2.7k
ნახვა
გაზიარება

პროკურატურა თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ამ ეტაპისთვის მიღებული ექსპერტიზების შედეგებს და მასთან შემხებლობაში მყოფმტკიცებულებებს ასაჯაროებს.

“მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს საზოგადოებას გავაცნოთ თამარ ბაჩალიაშვილის მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში ამ ეტაპისთვის მიღებული ექსპერტიზების შედეგები და მასთან შემხებლობაში მყოფი მტკიცებულებები.

თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან მიღებულია ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური, ქიმიური, ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური), ტრასოლოგიური დასკვნები.საბოლოო ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის სხეულიდან აღებულ ბიოლოგიურ ობიექტებში: კუჭი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ნაწლავი, თირკმელი, კუნთი – აღმოჩნდა წნევის, ტკივილგამაყუჩებელი და საძილე პრეპარატების შემცველი ნივთიერებები, ამავე დასკვნით, გარდაცვლილის ორგანიზმში აღმოჩენილი მედიკამენტების ოდენობა ასეულებით აღემატება დადგენილ მინიმალურ ლეტალურ ოდენობას. ამავდროულად, აღნიშნული მედიკამენტები ერთდროულად მიღებისას აძლიერებენ ერთმანეთის მოქმედებას ორგანიზმზე.

ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გარდაცვლილის ორგანიზმში აღმოჩენილი მედიკამენტების შემადგენლობა თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანაში აღმოჩენილი სამედიცინო პრეპარატების ცარიელი ფირფიტების და აბების იდენტურია.გამოძიებით დადგენილია, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 17 ივლისს, 13:48:27 საათზე „გუგლის“ საძიებო სისტემის მეშვეობით ეძებდა შემდეგი სახის ინფორმაციებს -„საძილე აბები ურეცეპტოდ“, „სად იყიდება ურეცეპტოდ თბილისში ფსიქოტროპული აბები“. ასევე, მან „გუგლის“ საძიებო სისტემის საშუალებით მოიძია ამ ტიპის მედიკამენტები და მათი ანოტაციები.იმავე დღეს, თამარ ბაჩალიაშვილი საკუთარი ავტომანქანით იმყოფებოდა რუსთავის გზატკეცილზე და გორგასლის ქუჩაზე მდებარე „ფარმადეპოს“„იმპექსის“, „პსპ“-ს, „ჯიპისის“, „ავერსის“ აფთიაქებში, სადაც ჯამში შეიძინა საძილე საშუალება 20 აბი, ანტიდეპრესანტი 28 აბი, ჰისტამინური რეცეპტოლორების ბლოკატორის შემადგენელი პრეპარატის 30 აბი, არტერიული წნევის პრეპარატი 60 აბი, და ნატრიუმის კოფეინის ბენზოატის შემადგენლობის პრეპარატის 12 აბი. პრეპარატების სახელწოდებებს მიზანმიმართულად არ ვასახელებთ. აღნიშნული მითითებულია სისხლის სამართლის საქმეში.ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანაში აღმოჩენილ წამლის მუყაოს კოლოფზე, წამლის ტუბებზე, აფთიაქ „ფარმადეპოს“ პაკეტსა და მასში მოთავსებულ წამლის ფირფიტებზე, ორ ცალ ცარიელ წამლის ფირფიტაზე, პოლიეთილენის პარკსა და მასში მოთავსებულ ორ ცალ აბზე, „ნაბეღლავისა“ და „ბაკურიანის“ ბოთლებზე არსებული ბიოლოგიური მასალის დნმ-ი (გენეტიკური პროფილი) ეკუთვნის თამარ ბაჩალიაშვილს. ასევე, ექსპერტიზით დადგენილია, რომ ავტომანქანაში აღმოჩენილ „ბაკურიანის“ წყლის ბოთლში დარჩენილ წყლის წვეთში აღმოჩნდა თამარ ბაჩალიაშვილის ორგანიზმში აღმოჩენილი მედიკამენტების ქიმიური შემადგენლობის კვალი.ასევე, ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანაში, წინა მარცხენა კარის გარე სახელურზე, საჭეზე, ღვედის კბილანის ბერკეტის ზედაპირზე, სიჩქარის გადამრთველი კოლოფის სახელურის ზედაპირზე, მეტალის რგოლზე ასხმულ ორ ცალ მეტალის გასაღებსა და ფირფიტაზე, მობილურ ტელეფონზე, მეხსიერების ბარათზე – ე.წ. ფლეშკაზე, ზურგჩანთაზე, მასში არსებულ საფულეებზე და გარდაცვლილის სხვადასხვა პირად ნივთებზე არსებული ბიოლოგიური მასალის დნმ-ი (გენეტიკური პროფილი) ეკუთვნის თამარ ბაჩალიაშვილს.ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად კი, თამარ ბაჩალიაშვილის ტანსაცმელზე მექანიკური ზემოქმედებისთვის დამახასიათებელი დაზიანება არ აღინიშნება.

ასევე, ჩატარდა ბიოლოგიურ-გენეტიკური ექსპერტიზა, რომლის შედეგმაც დაადასტურა, რომ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილია.

თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანიდან ამოღებულ მეხსიერების ბარათზე გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოპოვების მიზნით დანიშნულ იქნა საინფორმაციო ტექნოლოგიური ექსპერტიზა.

გარდა ამისა, თამარ ბაჩალიაშვილის ,,youtube’’-ის პირადი არხიდან ჩამოტვირთულია თამარ ბაჩალიაშვილის გამოსახულებით 16 ვიდეოჩანაწერი, მისი მობილური ტელეფონიდან ასევე ჩამოტვირთულია თამარ ბაჩალიაშვილის გამოსახულებით სამი ვიდეოჩანაწერი. აღნიშნულ ჩანაწერებზე დანიშნულია ვიდეოსკოპური ექსპერტიზა.თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების მიზეზის დადგენის მიზნით დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.

ვასაჯაროებთ ვიდეოკამერების ჩანაწერებს, რომლებიც ასახავენ 17 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილის სხვადასხვა აფთიაქებში ყოფნის და კონკრეტული მედიკამენტების შეძენის ფაქტს.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, აღნიშნული სისხლის სამართლის გამოძიების ფარგლებში დანიშნული სხვადასხვა ექსპერტიზების დასკვნების და გამოძიების შედეგების შესახებ საქართველოს პროკურატურა საზოგადოების ინფორმირებას პერიოდულად მოახდენს”, – ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება1086

დაკავშირებული -პოსტები

ცნობილია მოპედის მძღოლის ვინაობა, რომელიც გუშინ, თბილისში ავარიას ემსხვერპლა

by მეგა TV
ივნისი 1, 2026
0
ხონში ახალგაზრდა ბიჭი ტრაგიკულად დაიღუპა
მთავარი

ცნობილია მოპედის მძღოლის ვინაობა, რომელიც გუშინ, თბილისში ავარიას ემსხვერპლა. დაღუპულია 21 წლის სოსო საგინაძე, რომელიც ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარზმიდან იყო. ის  მოპედით გადაადგილდებოდა, რა დროსაც, მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა. დაღუპულს სოციალურ ქსელში...

დაწვრილებითDetails

საქართველოში თამბაქოს მოხმარებისგან ყოველწლიურად 11 400 ადამიანი იღუპება – ჯანმო

by მეგა TV
ივნისი 1, 2026
0
დღეიდან, თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია მხოლოდ სადა, სტანდარტული შეფუთვით იქნება ნებადართული
მთავარი

ჯანმო-ს უახლესი მონაცემებით, თამბაქოს მოხმარებისგან ყოველწლიურად 7 მილიონზე მეტი ადამიანი იღუპება. საქართველოში ეს მაჩვენებელი წელიწადში 11 400 გარდაცვლილს აღწევს. ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მსოფლიო თამბაქოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით...

დაწვრილებითDetails

საქართველოში დენგეს ვირუსი დაფიქსირდა

by მეგა TV
ივნისი 1, 2026
0
ჩინეთში შექმნეს ვირუსი, რომელიც კიბოს უჯრედებს ღორის ქსოვილად გარდაქმნის
მთავარი

საქართველოში დენგეს ვირუსი დაფიქსირდა - ინფორმაციას ამის შესახებ პირველი არხი იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორ ივანე ჩხაიძეზე დაყრდნობით ავრცელებს. მისივე ცნობით, დენგეს ვირუსი წინა კვირაში ერთ პირს დაუდასტურდა....

დაწვრილებითDetails

დღეიდან საჯარო სივრცეში შეურაცხმყოფელი და ღირსების შემლახველი განცხადებების მონიტორინგი დაიწყო

by მეგა TV
ივნისი 1, 2026
0
საქართველოს მოსამართლეების ნაწილი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
მთავარი

სამმართველო, რომელიც საჯარო სივრცეში ნებისმიერი ტიპის კომუნიკაციაში სიძულვილის ენას გაუწევს მონიტორინგს, 10 თანამშრომლით ფუნქციონირებას შეუდგა. ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების განცხადებით, სამმართველოს ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები „ადამიანის ღირსების შემლახველი/შეურაცხმყოფელი და სიძულვილის ენის შემცველი...

დაწვრილებითDetails

ბოლნისში, დედის მიერ 7 წლის შვილის მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი

by მეგა TV
ივნისი 1, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

ბოლნისში მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. Ambebi.ge-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 42 წლის ქალმა 7 წლის ვაჟი დანით მოკლა, შემდეგ კი თვითმკვლელობა სცადა. მან დანით ჭრილობები მიიყენა, თუმცა ექიმებმა...

დაწვრილებითDetails

რა ცვლილებები შევიდა დღეიდან ძალაში

by მეგა TV
ივნისი 1, 2026
0
რის გამო სცადა მამამ შვილის მოკვლა
მთავარი

დღეიდან, 2026 წლის 1-ლი ივნისიდან საქართველოში რამდენიმე ახალი რეგულაციის ამოქმედება იგეგმება. ცვლილებები შეეხება საჯარო სივრცეში აზრის გამოხატვას, საყოველთაო ჯანდაცვის პირობებს, მართვის მოწმობის გამოცდის წესებს და ასევე ტურისტული სექტორის წარმომადგენლებს. საჯარო...

დაწვრილებითDetails

სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
ივნისი 1, 2026
0
სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს
მთავარი

სპეციალურ პენიტენციურ სამსახური მსჯავრდებულ ნოდარ ტატუნაშვილთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. „მსჯავრდებულ ნოდარ ტატუნაშვილს განსაზღვრული ჰქონდა საშიშროების მაღალი რისკი და სასჯელს იხდიდა სპეციალური პენიტენციური სამსახურის №3 პენიტენციურ დაწესებულებაში. მსჯავრდებულმა ნოდარ ტატუნაშვილმა...

დაწვრილებითDetails

ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და მარ­ტვილ­ში

by მეგა TV
ივნისი 1, 2026
0
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და მარ­ტვილ­ში. მარტვილის მუნიციპალიტეტში 1 ივნისს დაგეგმილი ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებული სადღესასწაულო ღონისძიება გადაიდო. მარტვილის მუნიციპალიტეტისთვის უმძიმესი დღეები დგას. უდიდესია ტკივილი და მწუხარება, რასაც ჩვენი ახალგაზრდების ლევან ბერიშვილის, ნიკა...

დაწვრილებითDetails

რა ღონისძიებებია დაგეგმილი ქუთაისში, ბავშთა დაცვის დღესთან დაკავშირებით

by მეგა TV
ივნისი 1, 2026
0
რა ღონისძიებებია დაგეგმილი ქუთაისში, ბავშთა დაცვის დღესთან დაკავშირებით
მთავარი

1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ეს დღე 1950 წლიდან აღინიშნება ყოველწლიურად 1 ივნისს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა...

დაწვრილებითDetails

ებოლას გავრცელების არეალისა და გარდაცვლილთა შესახებ ახალი ინფორმაცია ვრცელდება

by მეგა TV
ივნისი 1, 2026
0
ებოლას გავრცელების არეალისა და გარდაცვლილთა შესახებ ახალი ინფორმაცია ვრცელდება
მთავარი

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და უგანდაში ებოლას 263 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის აფრიკის ცენტრების ინფორმაციით, ებოლას იშვიათ შტამ „ბუნდიბუგიოს“ ამ დროისთვის, სულ მცირე, 43 ადამიანი ემსხვერპლა. ამასთან, „როიტერის“ ინფორმაციით, ბრაზილიაში ებოლას ორ...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"