ბათუმში 60 წლის მამაკაცი ცივი იარაღით 20 წლის ახალგაზრდამ მოკლა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცმა დაცვის თანამშრომელ ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობას მუცლის არეში მიაყენა და ადგილიდან მიიმალა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევას წინ კონფლიქტი უძღოდა. დაჭრილი მამაკაცი, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას ადგილზე გარდაცვლილი დახვდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ დამნაშავის დასაკავებლად აქტიური საგამოძიებო სამუშაოები მიმდინარეობს.










