ზოგადად, რაც შეეხება მაიდანს, რა მოუტანა მაიდანმა უკრაინას? მეორე წელსვე უკრაინას ჰქონდა ომი, რა დროსაც დაკარგეს ყირიმი და ლუგანსკისა და დონეცკის დიდი ნაწილი. ამ ყველაფრის გაგრძელებაა ის ომი, რომელიც, სამწუხაროდ, დღეს არის ამ ქვეყანაში. მთლიანობაში, ქვეყნის ტერიტორიის 20% დაკარგა უკრაინამ. ეს არის სწორედ იმ პროცესების შედეგი, რაც საქართველოში უნდათ რადიკალებს, რომელსაც მხარს უჭერს ვიოლა ფონ კრამონი.
“კახი კალაძე არის საუკეთესო მერი, რომელიც ქალაქს ჰყოლია ბოლო წლების განმავლობაში” – ნიკოლოზ სამხარაძე
კახი კალაძე არის საუკეთესო მერი, რომელიც ქალაქს ჰყოლია ბოლო წლების განმავლობაში, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა. სამხარაძის თქმით, კახი კალაძეს აქვს ის რესურსი და...