,,ისე, ამერიკულ ცხოვრებაში ბევრი მოსაწონიცაა, აქ კანონია უზენაესი და მას ყველას იცავს. აქ მუშაობს ბევრი ისეთი პროგრამა, რომელიც დაბალშემოსავლიანი ადამიანებისთვისაა განკუთვნილი. აქ მოხუცებსა და ბავშვებს დიდი ყურადღება ექცევა (მოქმედებს უფასო ჯანდაცვის პაკეტი და სხვა მრავალი). ასევე მუშაობს პროგრამები ემიგრანტებისთვის, რაშიც შედის ბევრი რამ — ენის კურსებით დაწყებული, სამსახურით დამთავრებული. ადამიანის უფლებები კანონითაა დაცული… ” – პასუხობს ერთ ერთი გამოცემის ჟურნალისტს ამერიკაში მცხოვრები მარგარიტა ბარამიძე.
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. თბილისის დროით 00:10-ზე, ბიძგები ნინოწმინდაში, სოფელ სამებასთან დაფიქსირდა. მიწისძვრის სიმძლავრემ 3 მაგნიტუდა შეადგინა.









