კორონავისრუსით ინფიცირებული 15 წლის პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ კრიტიკულია. ამის შესახებ AMBEBI.GE-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმმა ლალი ტურძილაძემ განუცხადა.
მისი თქმით, მოზარდის მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა და ისევ მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
“არ გაუმჯობესებულა მისი მდგომარეობას. ისევ მძიმეა. აპარატზეა შეერთებული”, – განაცხადა ტურძილაძემ.
როგორც AMBEBI.GE-სთვის გახდა ცნობილი, მოზარდის მდგომარეობა ბოლო დღეებში დამძიმდა. ჩვენთან საუბარში ინფიცირებულის ოჯახის ახლობელი ამბობს, რომ მოზარდს არანაირი თანმხლები დაავადებები არ აქვს.