LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
რა იწვევს ქერტლს და როგორ მოვიშოროთ?

რა იწვევს ქერტლს და როგორ მოვიშოროთ?

დაპოსტა 2025/01/04-ში
A A
142
ნახვა
გაზიარება

რა იწვევს ქერტლს და როგორ მოვიშოროთ?

ქერტლი სკალპთან ასოცირებულ ყველაზე გავრცელებულ პრობლემას წარმოადგენს. ის ყველაზე ხშირად დაკავშირებულია სებორეულ დერმატიტთან (SD), რომელიც იწვევს კანის ქავილს და აქერცვლას სკალპზე და სხეულის სხვა ნაწილებზე. ქერტლის პრობლემა იმდენად გლობალურია, რომ ზრდასრული მოსახლეობის დაახლოებით ნახევარს აწუხებს.

ქერტლის ძირითადი სიმპტომებია ფანტელები, ქავილი და ქერცლიანი სკალპი. სიმპტომები ხშირად უარესდება შემოდგომისა და ზამთრის თვეებში, როდესაც ჰაერი მშრალია.

ასევე სხვა სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს:

  • ერითემა, რომელიც წარმოადგენს წითელ ლაქებს თავის კანზე და სხეულის სხვა ნაწილებშიც (თუ ასოცირებულია სებორეულ დერმატიტთან);
  • თმის ცვენა;
  • თმის მტვრევადობა.

ქერტლს მრავალი გამომწვევი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, ესენია:

  • სოკოვანი დაავადება (Malassezia Furfur);
  • ცხიმოვანი ჯირკვლების ფუნქციის დარღვევა ჰორმონული დისბალანსის ფონზე;
  • არასწორი კვება;
  • ქუდის სისტემატური გამოყენება;
  • ფსორიაზი;
  • სტრესი;
  • შამპუნის ხშირი ან პირიქით, არასაკმარისი სიხშირით გამოყენება;
  • იმუნიტეტის დაქვეითება;
  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები.

ქერტლის მკურნალობა 

ქერტლის მკურნალობა შეიძლება როგორც ადგილობრივი სამკურნალო საშუალებებით (ქერტლის საწინააღმდეგო შამპუნები), ისე მედიკამენტოზური მეთოდებით, და ბუნებრივი საშუალებებითაც.

ქერტლის სამკურნალო საუკეთესო საშუალება ქერტლის საწინააღმდეგო შამპუნებია, რომელთა ტიპიური ინგრედიენტებია კეტოკონაზოლი, სელენის სულფიდი, ქვანახშირის ტარი და თუთიის პირითიონი. ეს ინგრედიენტები ჩვეულებრივ აშორებენ ქერტლის ფანტელებს სკალპიდან და ებრძვიან მალასეზიას სოკოს გამრავლებას.

აუცილებელია დაიცვათ ჰიგიენა და თავი აარიდოთ სკალპის გაღიზიანებას. ნაკაწრმა შესაძლოა გაზარდოს კანის გაღიზიანება და დაინფიცირება, რაც გამოიწვევს მანკიერ წრეს.

Სტრესის შემცირება მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს, რადგან ის იწვევს იმუნური სისტემის დაქვეითებას და არასასურველი პათოგენების გააქტიურებას.

თუ გსურთ სცადოთ რამდენიმე ბუნებრივი საშუალება, სანამ მედიკამენტურ ხსნარებს მიმართავთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ:

  • ვაშლის ძმარი – შეურიეთ 1/4 ჭიქა 1/4 ჭიქა წყალს. წაისვით თმაზე 15 წუთიდან 1 საათამდე, შემდეგ ჩამოიბანეთ. გააკეთეთ ეს კვირაში ორჯერ.
  • ქოქოსის ზეთი – შეიზილეთ 3-5 ჩაის კოვზი სკალპში და გააჩერეთ 1 საათი. შემდეგ დაიბანეთ თმა შამპუნით და ჩამოიბანეთ.
  • ლიმონის წვენი – შეიზილეთ 2 ჩაის კოვზი სკალპში და ჩამოიბანეთ. შემდეგ შეიზილეთ კიდევ ერთი ჩაის კოვზი 1 ჭიქა წყალთან ერთად. გააკეთეთ ეს ყოველდღე.

როდის მივმართოთ ექიმს? 

უნდა აღინიშნოს, რომ ქერტლი არ არის ერთადერთი მიზეზი, რის გამოც შეიძლება გქონდეთ სკალპის ქავილი. თუ ქერტლი დაუმორჩილებელია, შესაძლოა გქონდეთ ფსორიაზი, ეგზემა ან სოკოვანი ინფექცია, რა შემთხვევაშიც აუცილებელია სპეციალისტის ჩარევა.

მიმართეთ სპეციალისტს, თუ:

  • ქავილი არ ქრება და შენიშნეთ სკალპის სიწითლე ან შეშუპება;
  • სიწითლე და აქერცვლა გავრცელდება სახეზე ან სხეულის სხვა უბნებზე;
  • ქავილი იმდენად ძლიერია, რომ ხელს გიშლით ყოველდღიურ ცხოვრებაში.

ზოგჯერ სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს სხვა, უფრო სერიოზულ მდგომარეობებზე, როგორიცაა აქტინური კერატოზები (AKs) ან Tinea capitis (სკალპის ჭია), რა შემთხვევაშიც აუცილებელია დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა.

 

წყარო: REDMED.ge

გაზიარება57

დაკავშირებული -პოსტები

როგორ ვებრძოლოთ დეჰიდრატაციას ზაფხულში?

by მეგა TV
ივნისი 21, 2025
0
როგორ ვებრძოლოთ დეჰიდრატაციას ზაფხულში?
მთავარი

ზაფხულის დადგომას ბევრი ჩვენგანი მოუთმენლად ელოდება, რადგან მზესთან, მოგზაურობასა და დასვენებასთან ასოცირდება. თუმცა ამ სეზონს გარკვეული საფრთხეებიც ახლავს თან… მაგალითად, მზიანი ამინდი და სიცხე ორგანიზმზე პირდაპირ მოქმედებს და ერთ-ერთი ყველაზე...

დაწვრილებითDetails

ბლონმანჟე შოკოლადით — ფრანგული დესერტის მომზადების მარტივი გზა

by მეგა TV
ივნისი 21, 2025
0
ბლონმანჟე შოკოლადით — ფრანგული დესერტის მომზადების მარტივი გზა
მთავარი

ბლომანჟე ძალიან მარტივი ფრანგული დესერტია, რომელიც მოხარშულ კრემს წააგავს. ბლომანჟეს მომზადება შესაძლებელია სხვადასხვა ინგრედიენტით, რაც საშუალებას იძლევა, რომ ნებისმიერი ადამიანის გემოვნება და მოთხოვნილება დააკმაყოფილოს. ეს დესერტი პუდინგს წააგავს, თუმცა გაცილებით...

დაწვრილებითDetails

თბილისში პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება

by მეგა TV
ივნისი 21, 2025
0
თბილისში პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება
მთავარი

24 ივნისს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში, ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტთან პარტნიორობით, თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება. კონფერენციაში მონაწილეობენ ცნობილი ქართველი და ამერიკელი სპიკერები, მათ შორის საქართველოს...

დაწვრილებითDetails

სამი ზოდიაქოს ნიშანი, რომელიც კუდით იღბალს დაიჭერს ივლისში

by მეგა TV
ივნისი 21, 2025
0
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც ტკბილეულის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენიათ
მთავარი

2025 წლის ივლისში სამი ზოდიაქოს ნიშანი გამოირჩევა იღბლიანი და წარმატებული პერიოდით, რაც მათ კარიერაში მნიშვნელოვან წინსვლას ჰპირდება. 🏆 1. კირჩხიბი (21 ივნისი – 22 ივლისი) კირჩხიბებს ივლისში განსაკუთრებული იღბალი ელოდებათ. მზის და...

დაწვრილებითDetails

ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

by მეგა TV
ივნისი 21, 2025
0
ზოდიაქოს 4 ყველაზე ქარიზმატული ნიშანი
მთავარი

♈ ვერძი (21 მარტი – 19 აპრილი) ივლისი შენგან მოთმინებას მოითხოვს. ოჯახური თემები აქტიურდება, შესაძლოა გადასახლებაზე ან სახლის განახლებაზე იფიქრო. სიყვარული: მეტი ემოცია და სითბო გჭირდება. ძველი წყენები ან წარსული კავშირები კვლავ...

დაწვრილებითDetails

სიყვარულის ჯეკპოტს ივნისში ზოდიაქოს 5 ნიშანი მოიგებს

by მეგა TV
ივნისი 21, 2025
0
რიტუალები, რომლებიც დაგეხმარებათ, სექტემბრის მთვარის დაბნელების დროს წარმატება მოიზიდოთ
მთავარი

კურო ივნისი კუროებს ახალ რომანტიკულ შესაძლებლობებს და სასიამოვნო სიურპრიზებს მოუტანს. თქვენი ბუნებრივი მიმზიდველობა და სტაბილურობა სხვებისთვის მაგნიტივით იმოქმედებს. თუ უკვე ხართ ურთიერთობაში, ეს იდეალური დროა კავშირის გაღრმავებისთვის და საერთო გეგმების...

დაწვრილებითDetails

ზოდიაქოს რომელი ნიშნისთვის იქნება კვირა დღე იღბლიანი

by მეგა TV
ივნისი 21, 2025
0
ზოდიაქოს ამ ნიშნებს სიზმარში მომავლის დანახვა შეუძლიათ
მთავარი

ვერძი ამ შაბათ–კვირას ვერძებისთვის წარმატების, თამამი გადაწყვეტილებებისა და სიურპრიზების მაღალი ალბათობაა. თავად იგრძნობთ შინაგან სტიმულს და გარშემომყოფებიც მხარს დაგიჭერენ, ამიტომ თამამად გაბედეთ ახალი ნაბიჯები ლომი თქვენი ქარიზმა, შემოქმედებითი შეგრძნებები და საზოგადოებაში გამოჩენის პოტენციალი მართალია —...

დაწვრილებითDetails

როგორ დავიხსნათ თავი ვალებისგან

by მეგა TV
ივნისი 21, 2025
0
როგორ დავიხსნათ თავი ვალებისგან
მთავარი

ვალები არ არის მხოლოდ ფინანსური პრობლემა — ეს ენერგიული ბლოკაჟია, რომელიც ადამიანის ცხოვრებას აფერხებს. ვალებთან დაკავშირებით კარგი ენერგიის მიღწევა და მათი “გასტუმრება” მხოლოდ ფიზიკური ზომებით არ ხდება, არამედ გარკვეული რიტუალებითაც,...

დაწვრილებითDetails

ზოდიაქოს სამი ნიშანი, ვისაც ივნისის ბოლოს სამსახურში დააწინაურებენ

by მეგა TV
ივნისი 21, 2025
0
რომელია თქვენი ბედნიერების ფერი? – გაიგეთ თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
მთავარი

♈ ვერძი ამ ზოდიაქოსთვის ივნისი წარადგენს ხელსაყრელ პერიოდს კარიერაში წინსვლისთვის – სწორედ ივნისის ბოლოს არის საუკეთესო დრო თავის იდეების წამოყენებისა და სამსახურის ხელმძღვანელებთან წარდგენისთვის. სასურველია განხლებები გუნდთან და კონტაქტებმა სასარგებლოდ იმოქმედონ,...

დაწვრილებითDetails

რატომ არ უნდა დავიძინოთ სველი თმით

by მეგა TV
ივნისი 21, 2025
0
რატომ არ უნდა დავიძინოთ სველი თმით
მთავარი

ყველას გვქონია შემთხვევა, როდესაც ძილის წინ მოგვიწია თავის დაბანა - დილით ამისთვის დრო არ გვექნება, ფენის ხმაური სხვებს გააღვიძებს და ამიტომ ვირჩევთ სველი თმით დაძინებას. ეს ვარიანტი ყველაზე მოსახერხებლად გამოიყურება,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"