დასუფთავების გადასახადიდან ქუთაისის ბიუჯეტში 2023 წელს 3 570 200 ლარი შევიდა, ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებლია ბოლო 5 წელიწადში.
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მიერ “მეგა ტვ”-სთვის საჯარო ინფორმაციის საპასუხოდ მოწოდებული მონაცემების მიხედვით ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შემოსული თანხები წლების მიხედვით ასეთია:
2019 წელი – 2 069 400ლარი,
2020 წელი – 1 792 500 ლარი,
2021 წელი -1 875 500 ლარი,
2022 წელი – 2 188 600 ლარი,
2023 წელი – 3 570 200 ლარი.
როგორც ქუთაისის მერიიდან გვაცნობეს დასუფთავების მოსაკრებლის გადაუხდელობის შემთხვევაში კანონი არ
ითვალისწინებს საჯარიმო სანქციას. დასუფთავების მოსაკრებლის რაოდენობა განსაზღვრულია ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 28 დეკემბრის N50 დადგენილებით და ერთ სულ მოსახლეზე თვეში 1 ლარს შეადგენს. ამასთან ინდივიდუალური მეწარმეების, იურიდიული პირების, საწარმოების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის გადასახადის მოსაკრებელი სხვადასხვაგვარია.