როგორც გაირკვა პაციენტი, რომელსაც ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა, ესპანეთიდან დაბრუნდა და თვითიზოლაციაში თერჯოლაში იმყოფებოდა. მოგვიანებით, პაციენტი თერჯოლიდან ქუთაისის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს, რომელიც ამჟამად მკურნალობის კურსს საჩხერეში გადის სავარაუდოდ პაციენტი ახალგაზრდა მამაკაცია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსმა გოჩა გიორგიძე.ანმარტა ,,ყველა კონტაქტი იდენტიფიცირებულია და მათზე ხორციელდება მეთვალყურეობა” ამასთან ისიც აღნიშნა, რომ ამ კონტაქტთა წრე ფათო არაა : ”უცხოეთიდან, კერძოდ ესპანეთიდან ჩამოსული პირია, ქართველი. იმყოფებოდა თვითიზოლაციაში. კონტაქტები მინიმალური ყავს, ყველა იდენტიფიცირებულია და მათზე ხორციელდება მეთვალყურეობა” – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის იმერეთის ბიუროს ხელმძღვანელმა გოჩა გიორგიძემ.
ინფორმაციას ადასტურებს საჩხერის სამედიცინო ცენტრის დირექტორი მიხეილ ქამუშაძე. მისი ინფორმაციით, პაციენტი მათთან ქუთაისიდან გუშინ გვიან შეიყვანეს.
ეს იმერეთში covid-19-ის პირველი შემთხვევა და ბოლო ხუთი პაციენტიდან ერთ ერთია.
საქართველოში კორონავირუსის სულ 54 შემთხვევაა დაფიქსირებული.