, ევროკავშირმა ოფიციალურად დაიწყო ციფრული კოვიდ-სერტიფიკატის (კოვიდ-პასპორტის) გამოყენება, რომელიც ერთიანი დოკუმენტია ევროკავშირის 27 ქვეყანასა და ევროპის თავისუფალი სავაჭრო კავშირის (EFTA) 4 ქვეყანას (ნორვეგია, ისლანდია, ლიხტენშტეინი, შვეიცარია) შორის გადაადგილებისათვის.
ამ ქვეყნების უმრავლესობას უკვე კარგა ხანია შემოღებული ჰქონდა საკუთარი მწვანე სერტიფიკატები. დღეიდან კი მოქმედებს ერთიანი სერტიფიკატი, რომელიც მოიცავს ინფორმაციას მფლობელის კოვიდ-სტატუსის სამ მონაცემზე:
1) სრული ვაქცინაცია (EMA-ს მიერ დამტკიცებულ 4 ვაქცინიდან რომელიმეთი – პფაიზერ-ბიონტექი, მოდერნა, ასტრაზენეკა-ოქსფორდი, ჯონსონ&ჯონსონ-იანსენი)
2) ახლახანს (72 სთ განმავლობაში) გაკეთებული და უარყოფითი PCR ტესტი.
3) გამოჯანმრთელება გადატანილი კოვიდ-ინფექციის შემდეგ.
დასაშვებია მოხდეს გარკვეული ცვლილებები. მაგრამ ჯერჯერობით ცვლილებები უფრო შესაძლოა ცალკეული ქვეყნების მიერ. მაგალითად, დღეს 9 ქვეყანამ დაუშვა გამონაკლისი ინდოეთის შრატის ინსტიტუტის მიერ წარმოებული ვაქცინებით ინდოეთში სრულად აცრილი მოქალაქეების მიმართ. ავსტრია, გერმანია, სლოვენია, საბერძნეთი, ირლანდია, ისლანდია, შვეიცარია, ესტონეთი და ესპანეთი მისცემენ შესვლის უფლებას ამ ინსტიტუტის კოვიშილდით (ასტრაზენეკას ინდოეთში წარმოებული ვარიანტი) აცრილებს. აღნიშნული ვაქცინა ავტორიზებულია ჯანმოს მიერ.
კოვიდ-პასპორტი შეიძლება ამობეჭდილი იქნას. QR-კოდი შეიცავს ინფორმაციას ჩატარებული პროცედურის, დროის და დაწესებულების შესახებ.
ამავდროულად, EU კოვიდ-პასპორტი არ ცვლის მოქალაქის პასპორტს”- წერს ზვიად კირტავა სოციალურ ქსელში.









